კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შენ მარტო დარჩი!“


ანუ ესეც ახალი ტოტლებენი!


ჯერჯერობით ისე ხდება, რომ აგვისტოს ომის შესახებ წიგნი, ჩვენ გარდა, ლამის ყველამ დაწერა. სულ ბოლო ნაშრომი აშშ-ის სახმდივნის ყოფილ თანაშემწესა და მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური ცენტრის ხელმძღვანელს, რონალდ ასმუსს ეკუთვნის („მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო“). როგორც ირკვევა, აგვისტოში თეთრ სახლში განიხილებოდა ომში მცირემასშტაბიანი ჩართვის ალბათობა, მაგრამ პრეზიდენტ ბუშს თანამემამულეთა ეს სურვილები აღუკვეთავს (მოსკოვთან ჭიდილს მასთან დამოყვრება უმჯობინებია). წიგნში 2008 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის სტენოგრამაცაა მოტანილი (ვლ. პუტინი – მ. სააკაშვილს: „შენ გგონია, რომ ამერიკელების ნდობა შეგიძლია? გგონია, ისინი შენ დასახმარებლად გამოიქცევიან? არავის ენდო ჩემ გარდა!“). მეტიც, ბ-ნი ასმუსენის აზრით, ევროკავშირს ბ-ნი სააკაშვილი არც არასდროს ეპიტნავებოდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ვაშინგტონის მიერ მართულად და პრობლემების წყაროდ აღიქვამდა. პუტინის ზემომოტანილი გაფრთხილება მოგვიანებით, კერძოდ, 2008 წლის 12 აგვისტოს, ნიკოლა სარკოზისაც დაუდასტურებია და საქართველოს პრეზიდენტისთვის ბუნდოვან ხელშეკრულებაზე სასწრაფოდ ხელის მოწერაც ურჩევია (ნ. სარკოზი – მ. სააკაშვილს: „სად არის ბუში? ისინი არ მოდიან თქვენს დასახმარებლად. არც ევროპელები მოდიან. შენ მარტო დარჩი. თუ ხელს არ მოაწერ, მალე რუსეთის ტანკები აქ იქნებიან.“).

ბუნებრივია, მთელ ამ ტრაგედიაში ახალი არაფერია, იმას გარდა, რომ ტოტლებენს, თურმე, ეროვნება არ ჰქონია და, კიდევ ისიც, რომ ტოტლებენისგან მიტოვებულმა მეფე ერეკლემ ასპინძის ბრძოლა მოიგო. ანუ ისტორია მეორდება, იმ განსხვავებით, რომ ჩვენ და მეთვრამეტე საუკუნის დროინდელი ქართველები ისე განვსხვავდებით ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა!


скачать dle 11.3