კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: მაინტერესებს, როგორ მივხვდე, როდის სჭირდება მცენარეს წყალი და საშუალოდ რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოირწყას ის?

პასუხი: მორწყვა მცენარისთვის სასიცოცხლო საჭიროებაა. არასწორი მორწყვა ოთახის მცენარეების დაღუპვის ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება. ზედმეტმა წყალმა მცენარე შეიძლება დაალპოს, წყლის ნაკლებობამ კი – წყურვილით მოკლას. დააკვირდით თქვენს მცენარეებს და კარგად განსაზღვრეთ, როგორ და როდის დაასხათ წყალი. ზოგ მცენარეს მალე უშრება მიწა, ზოგს კი – გვიან. უფრო სწრაფად დიდფოთლიანი და მზეზე მდგარი მცენარეების მიწა შრება. თიხის ქოთანში ნიადაგი უფრო მალე შრება, ვიდრე პლასტმასის ქოთანში. ყოველთვის მხოლოდ ის მცენარეები უნდა მორწყათ, რომლებსაც წყალი სჭირდება. მცენარეთა უმეტესობას კი მორწყვა მაშინ სჭირდება, როცა მიწა დაახლოებით ერთი სანტიმეტრის სიღრმეზე გაშრება. მიწის ტენიანობა მის ზედაპირზე თითების დაჭერით შეამოწმეთ. თუ მიწას ზემოდან ნეშომპალა აყრია, შემოწმებისას ნეშომპალა ფრთხილად მოაცილეთ. როცა მცენარეებს უკეთ გაიცნობთ, იმის მიხვედრა, წყალი სჭირდება თუ არა, აღარ გაგიჭირდებათ.

კითხვა: როგორი პირობები მოსწონს აზალიას?

პასუხი: ამ მცენარეს კარგი განათება უყვარს და კაშკაშა სინათლეზე უნდა ამყოფოთ, მაგრამ მზის გულს მოარიდეთ. სიგრილეში მეტხანს ყვავილობს. მცენარე 25 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ, მისთვის იდეალურია 10-16 გრადუსი სითბო. მორწყეთ ხოლმე ნადგამი წყლით. ზაფხულში შედარებით მეტი ინტენსივობით მორწყეთ. მცენარის ნიადაგი ხშირად გაანოყიერეთ თხევადი სასუქით. ზაფხულში შეგიძლიათ, გარეთ გაიტანოთ, ბინაში კი ეცადეთ აღმოსავლეთის ფანჯარაზე დადგათ.

კითხვა: რთული მოსავლელია თუ არა ჟასმინი და როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე უნდა ვამყოფო ეს მცენარე?

პასუხი: ამ მცენარეს უხვი ყვავილობისთვის კაშკაშა სინათლე სჭირდება. მთელი წლის განმავლობაში საუკეთესოა 16 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა. ჟასმინი ნაკლებად პრეტენზიული მცენარეა. აქტიური ზრდის პერიოდში ხშირად მორწყეთ, დასვენებისას კი რწყვა შეამცირეთ. თუ მცენარის სიმაღლეში გაზრდა არ გსურთ, შეგიძლიათ, გასხლათ. ხანგრძლივი ყვავილობის მიზნით, დამჭკნარი ყვავილები მოაშორეთ და გაფუჭებული ღეროები ძირში გადაჭერით. ის ყვავილობას შუა ზამთარში იწყებს და მალე გაალამაზებს თქვენს ბინას. მისი ტკბილი სურნელი იმდენად მძაფრია, რომ დიდ მანძილზეც იგრძნობა. თუ ზამთრის ბაღი გაქვთ, შეგიძლიათ, მცენარე იქ გაახაროთ. ეცადეთ, მიწა ძალიან არასდროს გამოუშროთ და ყვავილობის პერიოდში შედარებით მეტი ყურადღება მიაქციეთ.


скачать dle 11.3