კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ თვეს ცოცხლობს მწიფე პარაზიტი და რა სიმპტომებს ავლენს ამ პერიოდში ძაღლი


ხორცის მჭამელი შინაური ცხოველების ჰელმინოთრეზები საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან მათ, შეიძლება ადამიანები დაასნებოვნონ. მსოფლიოში რეგისტრირებული 82 დაავადებიდან ადამიანში პარაზიტობს 32 სახეობა და, შეიძლება, სიცოცხლისათვის საშიშიც კი აღმოჩნდეს ეს დაავადებები: ექინოკოკოზი, ტრქანელოზი, ტოქსაკაროზი, ალვეოკოკოზი და ასე შემდეგ. ამის შესახებ დაწვრილებით ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ჰელმინთოზების უმრავლესობა მიმდინარეობს ქრონიკულად, უსიმპტომოდ და ძნელად ხდება დიაგნოზის დასმა. ამის გამო, აუცილებელია ამ ჰელმინთოზების გამომწვევების ბიოლოგიის, ეპიზოტოლოგიისა და სიმპტომატიკის გათვალისწინება. ექინოკოკოზის ზრდასრული ფორმა პარაზიტობს ძაღლის წვრილ ნაწლავებში, ხოლო შუალედური „მასპინძელი“ შეიძლება იყოს შინაური ცხოველი ან ადამიანი. პარაზიტი ჰერმაფროიდი ზომით 2-6 მილიმეტრს, ანუ ზრდასრულ ფორმას აღწევს დასნებოვნებიდან 2-3 თვეში.

– რა შემთხვევაშია შესაძლებელი ძაღლის დასნებოვნება?

– ძაღლი შეიძლება, დასნებოვნდეს სხვა ცხოველის ორგანოების ჭამით, რომლებიც პარაზიტის ბუშტებს შეიცავს. ზრდასრული მწიფე პარაზიტი 5-6 თვემდე ცოცხლობს. უნდა აღინიშნოს, რომ კატები ვერ იქნებიან ექინოკოკის საბოლოო „მასპინძლები“, რადგან მათ ორგანიზმში პარაზიტები ვერ აღწევენ. სქესმწიფე სტადიის საშუალო „მასპინძლიდან“ გამოიყოფა მწიფე „ლიჩინკები“, რომლებშიც 800-მდე კვერცხია. შუალედური „მასპინძელი“ შეიძლება იყოს შინაური ცხოველი ან ადამიანი, რომლის ორგანიზმში ზემოთ აღნიშნული კვერცხი ხვდება საჭმლის მომნელებელი აპარატიდან და იქ გადაიქცევა ბუშტუკოვან ფორმად. აღნიშნული ფორმის ჩამოყალიბება, შესაძლოა, რამდენიმე წელს გაგრძელდეს და ზომით მუხუდოს მარცვლიდან ახალშობილი ბავშვის თავისოდენა გახდეს. ის გარედან ამოვსებულია სითხითა და შემაერთებელქსოვილიანი კაფსულით, რომელშიც კიდევ პატარა კაფსულაა, მასში კი – პარაზიტი. ამ კაფსულების რაოდენობა, ბუშტუკების ლოკალიზაციის ადგილას, შეიძლება, იყოს ერთიდან რამდენიმე ასეულამდე, თანაც, სასიცოცხლოდ ისეთ მნიშვნელოვან ორგანოებში, როგორებიც ღვიძლი, ფილტვები, ელენთა და თირკმელებია.

– დაავადების სიმპტომები როგორია?

– თუ ძაღლი დასნებოვნებულია ექინოკოკოზით, აღენიშნება სიგამხდრე, შემდგომ – ალერგიული რეაქციები, ფაღარათი ან შეკრულობა. დაავადების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს აუციელებელია ჩავუტაროთ პროფილაქტიკის დეპერმოფიზია ყოველ 3 თვეში ერთხელ.

ტოქსაკაროზი პარაზიტობს ძაღლსა და კატაში, თუმცა, ამით შეიძლება დასნებოვნდეს ადამიანიც. პარაზიტი ლოკალიზებულია ძირითადად წვრილ ნაწლავებში, შეიძლება მოხვდეს სანაღვლე გზებსა და კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარებში. გარემოში გამოყოფილი კვერცხი საჭმლის მომნელებელი გზით მოხვდება ცხოველის ორგანიზმში, სადაც იცვლის კანს და შეიწოვება ნაწლავებიდან, იქიდან კი, სისხლის გზით, მიედინება ფილტვებში და ალვეოლებით გადის განვითარების სტადიებს. ალვეოლებიდან ხვდებიან ბრონქებში, ბრონქებიდან – ტრაქტში. ალვეოლების გზით აღწევენ პირის ღრუში, საიდანაც ხვდებიან საყლაპავში, იქიდან კი – წვრილ ნაწლავში, სადაც 20 დღეში აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს. ნაწილი ლავრებისა მიგრირებს სისხლში და პარენქიმულ ორგანოებში. აქ არ ვითარდებიან, მაგრამ სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ 385 დღის განმავლობაში. ცხოველის მაკეობის დროს ისინი გადიან პლაცენტარულ ბარიერს და ხვდებიან ჩანასახში.

ზრდასრული პარაზიტები ტრავმას აყენებს ნაწლავის კედელს, რაც იწვევს მის დაცობას. შეიძლება, დაიცოს სანაღვლე და კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარები. მათ მიერ გამოყოფილი ტოქსინები იწვევენ ალერგიულ და ტოქსიკურ მოქმედებას ორგანიზმზე. ლეკვებში ის გამოიწვევს ღებინებას, ფაღარათს, მიგრაციის პერიოდი იწვევს პნევმონიას. ლორწოვანი გარსები ფერმკრთალია და აღენიშნება ნერვული მოვლენები. ადამიანის ორგანიზმში პარაზიტი იწვევს ფილტვების, ღვიძლის, პანკრეასის, კუნთების, ტვინის, თვალებისა და სხვა ორგანოების დაზიანებას. ძლიერ ალერგიული რეაქციები ფილტვებში მოხვედრისას იწვევს პნევმონიას, ხუთვებს, ხველას, ღვიძლში ძლიერ ტკივილს და ღვიძლის უკმარისობას; ასევე, ტემპერატურას, კანზე გამონაყარს, ანემიებს, ნერვული სისტემის დაზიანებას, ეპილეფსიურ მოვლენებს, პარეზებს და დამბლებს.

არსებობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში პარაზიტის კვერცხის მოხვედრის გზა. ამიტომ, აუცილებელია, ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. ისეთი მძიმე დაავადებები, როგორებსაც ექინოკოკოზი და ალვეოკოკოზია, საჭიროებენ ოპერაციულ ჩარევას, რომელიც, შეიძლება, ყოველთვის წარმატებით არ დასრულდეს. ამ აქტუალური პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ძაღლების პროფილაქტიკური ყოველკვარტალური დეჰელმითიზაცია. ამით დავიცავთ საკუთარ თავსაც და ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც აღნიშნული დაავადებებისგან!


скачать dle 11.3