კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არ გვინდა ეჭვი


ეჭვი ავადმყოფობაა. თუ ამას ვირწმუნებთ, მაშინ არანაირად არ უნდა გვინდოდეს მუდმივი ავადმყოფობა, მით უფრო ისეთი, რომელსაც სერიოზული გართულებები მოჰყვება ხოლმე. ეჭვიანი ქალიც შეიძლება იყოს და კაციც. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ქალის ეჭვიანობა ისევ ქალისთვის არის მტკივნეული და ზიანის მომტანი, ხოლო მამაკაცის ეჭვიანობამ, შეიძლება, ორივე მათგანი აზარალოს, თანაც, საკმაოდ სერიოზულად.

მცდარია მოსაზრება, რომ ეჭვიანობა მამაკაცს ღირსებას მატებს. ეს უფრო შიშია იმისა, რომ მას მიატოვებენ, ანუ, ეჭვი არასრულფასოვნების კომპლექსის გამოვლინებაა. მამაკაცი, შეიძლება, ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ ძალიან ძლიერ, ანგარიშგასაწევ ფიგურად მოაჩვენოს ყველას თავი. სინამდვილეში, კარგად იცის, რასაც წარმოადგენს. თუ მამაკაცს აქვს უნარი, დაძლიოს არასრულფასოვნების კომპლექსი, ის ეჭვსაც მოერევა. მთავარია, არ იფიქროთ იმაზე, რომ ერთ დღეს აუცილებლად მიგატოვებენ. ალბათობა ყოველთვის ყველაფრის არსებობს, მაგრამ ეს აუცილებლობას არ ნიშნავს.

ეჭვის დაძლევაში დიდ სამსახურს გაგიწევთ სინანული. როცა ხვდები, რომ საყვარელ ადამიანს ტყუილუბრალოდ დასწამე ცილი, შენი სინდისის ხმა იღვიძებს. მეორედ უკვე აღარ მოგინდება, სინანულმა დაგტანჯოს, ამიტომ, შეეცდები, ზომიერი იყო.

ზოგჯერ ეჭვი მხოლოდ ყურადღების მიქცევის საშუალებაა და სხვა არაფერი. ბანალური ისტერიკა უფრო ხშირად ქალებს ახასიათებთ და ამის ფარული ქვეტექსტი ასეთია: „მომაქციე ყურადღება! მე აქ ვარ, შენ გვერდით და, მგონი, ცოტათი დაგავიწყდი“. ზოგჯერ მამაკაცმაც შეიძლება, გამოიყენოს ასეთი იაფფასიანი ტრიუკი. ყოველ შემთხვევაში, გაითვალისწინეთ და დაფიქრდით, ხომ არ მოაკლდა მას თქვენი ყურადღება. თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ ოტელოს სინდრომი შეჰყრია და დროზე უშველეთ.


скачать dle 11.3