კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-1(471)


ჰამო და ლუდა არ განძრეულან. მათ არც მსროლელებისთვის შეუხედავთ და არც მათი მსხვერპლისთვის – „ჩორნი ანზორასთვის“, რომელსაც სხეული საცერივით ჰქონდა დაცხრილული. ქალ-ვაჟი, რომელსაც უამრავი განსაცდელი ჰქონდა ნანახი და გამოვლილი ერთად, ღორის ხორცის ჭამას მშვიდად განაგრძობდნენ... სათვალიანი და ენამოჩლექილი კი ისევ ისროდნენ, „ჩორნი ანზორას“ პირადი მცველებიც დაყარეს, რომლებმაც ვორონეჟის პატივსაცემი მოქალაქის დაცვა ვერ მოახერხეს... სროლა, სულ რაღაც, 30 წამი გაგრძელდა და „ჩორნი ანზორას“ გარდა, არავინ დაღუპულა. მისი ათივე პირადი მცველი ხელ-ფეხში იყო დაჭრილი და ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ „ჩორნი ანზორას“ თანმხლებ, ტანწერწეტა გოგონებს, სხეულზე: ერთი განაკაწრიც არ ჰქონდათ. თუმცა, სროლა რომ დაიწყო, „ჩორნი ანზორას“ მუხლებზე მსხდომი გოგონები ისე დაიბნენ, გაქცევის მაგივრად, ანზორას ჩაეხუტნენ, რომელსაც ტყვიები პანტა-პუნტით ხვდებოდა და მისი სისხლი გოგონებს ეწუწებოდა...

სროლა ისევე უცებ დასრულდა, როგორც დაიწყო და მას მერე, რაც მსროლელებმა იატაკზე დაწოლილ და მაგიდების ქვეშ შემძვრალ ადამიანებს გადაავლეს თვალი, პისტოლეტებს მჭიდები გამოუცვალეს და სასწრაფოდ გავიდნენ რესტორნიდან... ჰამომ მინერალური წყალი დალია, კეისი ლუდას მისცა და უთხრა:

– ნომერში ადი და დამელოდე. თუ ყველაფერი კარგად იქნა, მაშინ, მაქსიმუმ, ნახევარ საათში ამოვალ. თუ არა და, მაშინ „ეფესბეს“ პონტი ააგდე და მომაკითხე.

– კარგი, – თავი დაუქნია ლუდამ და 20 მილიონი ევროთი სავსე კეისით რესტორნიდან გავიდა...

***

ლუდამ რომ რესტორანი დატოვა, ჰამომ დარბაზს გადახედა და ჯერ ღვინით სავსე ჭიქა გამოცალა, შემდეგ, სიგარეტი გააბოლა და დაცხრილულ „ჩორნი ანზორას“ მიაპყრო მზერა. მოკლულის სახე და სხეული ამაზრზენი შესახედავი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სროლა სამიოდე წუთის დასრულებული იყო, მაგიდების ქვეშ შემძვრალი და იატაკზე გაწოლილი ადამიანები არ ჩქარობდნენ საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას. ისინი შიშისგან კრინტსაც არ ძრავდნენ და მხოლოდ დაჭრილი პირადი მცველების ფორიაქისა და კვნესის ხმა ისმოდა. უცებ დაცხრილულ „ჩორნი ანზორას“ ჩახუტებული ქალიშვილები ერთდროულად, გველნაკბენებივით წამოხტნენ, საშინელი კივილი ატეხეს და დაბნეულები აქეთ-იქით სირბილს მოჰყვნენ... რესტორანში მილიციის ფორმაში გამოწყობილი, ოცდაათამდე შეიარაღებული ადამიანი შევიდა, რომლებსაც ორმოცდაათიოდე წლის ჭაღარათმიანი მამაკაცი ხელმძღვანელობდა. ჭაღარათმიანი, ნაცრისფერ, საზაფხულო ქურთუკში იყო გამოწყობილი, უფილტრო სიგარეტს აბოლებდა და ხელქვეითთა ერთი ნაწილი მას საველიჩს ეძახდა. მეორე ნაწილი კი ამხანაგ პოლკოვნიკს. საველიჩი რესტორნის შუაგულში შედგა და ხელქვეითებიც გააჩერა. შემდეგ დარბაზი დაათვალიერა და მშვიდად მჯდომ ჰამოზე წამით შეაჩერა მზერა. მორბენალ და მომკივან გოგონებს დაუყვირა: მოკეტეთო და გააჩუმა. ბოლოს კი, „ჩორნი ანზორაზე“ შეაჩერა მზერა და ჩაილაპარაკა: „გამოდის, რომ ქალაქს სულ მალე ახალი ბოსი ეყოლება, რადგან „ჩორნი ანზორა“ გაუგორებიათო“.

საველიჩთან კაპიტნის სამხრეებიანი მილიციელი მივიდა და უთხრა:

– ამხანაგო პოლკოვნიკო, კრიმინალისტები გამოვიძახო?

– გამოიძახე! – მიუგო პოლკოვნიკმა კაპიტანს. შემდეგ დარბაზს თვალი გადაავლო და რესტორანში შეკრებილი ხალხის გასაგონად განაცხადა, – ამხანაგებო, გთხოვთ თქვენ-თქვენ ადგილებს დაუბრუნდეთ და უნებართვოდ არ გახვიდეთ დარბაზიდან. ყველანი ადგილებზე დარჩით და ნუ იმოძრავებთ.

პოლკოვნიკთან ნაცრისფერპიჯაკიანი ახალგაზრდა მივიდა და უთხრა:

– საველიჩ, „ჩორნი ანზორას“ მერვე ნომერი მაგიდიდან ესროლეს, ორნი ყოფილან. სულ კი მაგიდასთან ოთხნი მსხდარან, მათ შორის, ერთი ქალი.

პოლკოვნიკმა უფილტრო სიგარეტი გააბოლა, ალმაცერად გადახედა ჰამოს მაგიდას და ნაცრისფერპიჯაკიანს ჰკითხა.

– შენ რა იცი?

– მომსახურე პერსონალმა მითხრა. უფრო სწორად იმ მიმტანმა, რომელიც მერვე მაგიდას ემსახურებოდა.

– მიმტანის სახელი მითხარი.

– სლავა.

– შენ აქ დადექი და მერვე მაგიდას თვალი არ მოაცილო. მე სლავას დავკითხავ და დავბრუნდები, – უთხრა საველიჩმა ნაცრისფერპიჯაკიანს. შემდეგ აუჩქარებლად გაემართა რესტორნის სამზარეულოსკენ.

ჰამო დინჯად ადევნებდა თვალყურს მილიციელების საუბარს და ხვდებოდა, რომ მასზე იყო ლაპარაკი. თუმცა, არაფერს იმჩნევდა და ხან ღვინოს სვამდა, ხან მინერალურ წყალს.

საველიჩი თხუთმეტიოდე წუთის მერე დაბრუნდა, პირდაპირ ჰამოს მაგიდასთან მივიდა და ჰამოს უთხრა:

– გამარჯობა.

– გაგიმარჯოთ, – ჰამომ თავი დაუკრა საველიჩს და მინერალური წყალი დალია.

– შეიძლება, დავჯდე?

– დაბრძანდით.

საველიჩი დაჯდა და ჰამოს გაეცნო:

– მილიციის პოლკოვნიკი, ზუბოვი.

– სასიამოვნოა, – გაუღიმა ჰამომ საველიჩს.

– თქვენი სახელი?

– ჰამო.

– ბატონო ჰამო, თუ შეიძლება, თქვენი საბუთები მიჩვენეთ.

ჰამომ პოლკოვნიკს ღიმილით მიუგო:

– თან არ მაქვს, სასტუმროს ნომერში დავტოვე.

– ჩვენს ქალაქში სტუმრად ხართ?

– გავლით.

– მარტო?

– მეუღლესთან ერთად. ახალშეუღლებულები ვართ, თაფლობის თვე გვაქვს და ვმოგზაურობთ.

– სასტუმროსთან რომ „ბეემვეს ჯიპი“ დგას, თქვენია?

– დიახ.

– მეუღლე სადაა?

– რესტორანში რომ სროლა დასრულდა, ისეთი დათრგუნული იყო, ნომერში დაბრუნდა დასასვენებლად.

– თქვენ რატომ არ გაჰყევით?

– თქვენ დაგელოდეთ.

– მე?

– დიახ, თქვენ, პოლკოვნიკო. ალბათ, უკვე იცით, რომ „ჩორნი ანზორა“ ამ მაგიდასთან მსხდომმა ადამიანებმა მოკლეს და ჩემი ძებნა რომ არ დაგეწყოთ, საქმე გაგიადვილეთ და აქ დაგხვდით.

საველიჩს გაეცინა, თავი გააქნია და ჰამოს უთხრა:

– „ჩორნი ანზორას“ იცნობდით?

– არა.

– მისი სახელი საიდან იცით?

– მიმტანს ვკითხე და იმან მითხრა.

– რატომ ჰკითხეთ?

– ისეთი ამალით შემოვიდა რესტორანში და ისეთი მოწიწებით ესალმებოდნენ, რომ დამაინტერესა, ვინ იყო.

– მკვლელობის სცენა ამიწერეთ.

ჰამომ გაიღიმა, თავი გააქნია და საველიჩს მიუგო:

– სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან სცენისთვის, უფრო სწორად, მკვლელობის სცენისთვის არც მე და არც ჩემს მეუღლეს თვალი არ გვიდევნებია.

ჰამოს პასუხმა საველიჩი შეაცბუნა და ჰკითხა:

– თქვენ რა, იმ დროს აქ არ იყავით?

– რა თქმა უნდა, აქ ვიყავით და ღორის ხორცს ვჭამდით, მაგრამ მკვლელობის მომენტისთვის თვალყური არ მიგვიდევნებია.

– საოცარია, – თავი გააქნია პოლკოვნიკმა.

– სულაც არა, – გაიღიმა ჰამომ, – ჩვენ შეგნებულად მოვიქეცით ასე. რითაც ქილერები დარწმუნდნენ, რომ ჩვენგან საშიშროება არ მოელოდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტყვიები შეიძლება ჩვენც მიგვეღო.

– გონივრული საქციელია, მაგრამ მაშინ მაგიდის ქვეშ რატომ არ შეძვერით, ან იატაკზე არ გაწექით, ან არ გაიქეცით?

– იმიტომ, რომ ადგილზე დარჩენა ჯობდა. ზედმეტ მოძრაობას, შეიძლება, ჩვენთვის ხიფათი მოეტანა.

ჰამოს პასუხი იმდენად დამაჯერებელი და მტკიცედ არგუმენტებული იყო, რომ პოლკოვნიკმა ჰამო აათვალიერ-ჩაათვალიერა და უთხრა:

– ამდენი როგორ მოტვინეთ?

– გასაჭირი რას არ მოგაფიქრებინებს.

– და მაინც, ასეთი ზედმიწევნით ზუსტი და თანმიმდევრული მოქმედება სპეციალური მომზადების გარეშე შეუძლებელია. საეჭვოა, ძალიან საეჭვო და მიუხედავად ყველაფრისა, მე თქვენი მეუღლე უნდა დავკითხო. თუ შეიძლება, თქვენს ნომერში გამიძეხით.

ჰამოს გაეცინა, საათს დახედა და საველიჩს უთხრა:

– ნუ გაირჯებით, პოლკოვნიკო, ჩემი მეუღლე ორიოდ წუთში მოვა, – ჰამოს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ რესტორნის კარი გაიღო და დარბაზში ლუდა მედვედევა შემოვიდა.

საველიჩმა ლუდა შორიდანვე შენიშნა და ჰამოს უთხრა:

– ეს მშვენიერი ქალიშვილია თქვენი მეუღლე?

– დიახ.

ლუდა მაგიდასთან მივიდა, სკამზე ჩამოჯდა და პოლკოვნიკს უთხრა:

– „ეფესბეს“ კაპიტანი, ლუდმილა მედვედევა.

– აი, თურმე რაშია საქმე, – თავი გააქნია პოლკოვნიკმა, – ორივე „ეფესბეში“ მუშაობთ?

– დიახ, საველიჩ, – გაიღიმა ჰამომ.

– კეთილი, კოლეგებო, კეთილი. და მაინც, თქვენი დახმარების გარეშე წინ ვერ წავიწევთ.

– თუ რამე შეგვიძლია, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ, – უთხრა პოლკოვნიკს ლუდამ.

– ქილერებზე რას მეტყვით? – ჰკითხა პოლკოვნიკმა.

ლუდამ მკვლელების გარეგნობა აუღწერა საველიჩს და ბოლოს უთხრა:

– ერთი რამის თქმა შემიძლია ზუსტად: ქილერები უმაღლესი დონის პროფესიონალები იყვნენ, ისინი ძალიან ცივსისხლიანად მოქმედებდნენ და საერთოდ არ იპყრობდნენ ყურადღებას.

– გეთანხმებით, ლუდმილა, აბსოლუტურად გეთანხმებით. წარმოგიდგენიათ, რა დონის მსროლელი უნდა იყო, რომ მხოლოდ ობიექტი გაანადგურო, პირადი მცველები დაჭრა და მის მუხლებზე მსხდომ პუტანებს კი ნაკაწრიც არ ჰქონდეთ. ასეთი რამ მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურად გაწვრთნილ ადამიანებს თუ შეუძლიათ.

– კი, მასეა, – დაეთანხმა საველიჩს ლუდა. ჰამომ კი გააბოლა და პოლკოვნიკს ჰკითხა:

– კი მაგრამ, ვინ იყო ეს „ჩორნი ანზორა“, რომ ასეთი ხალხი მიუგზავნეს მოსაკლავად?

– აქაური პრესტუპნი მირის მეფე, – თქვა პოლკოვნიკმა და ჰამოს ჰკითხა, – თქვენ ქართველი ხართ?

– დიახ, – თავი დაუქნია ჰამომ.

– ჰოდა, „ჩორნი ანზორა“ თქვენი თანამემამულე იყო.

– სამწუხაროა, – თქვა ჰამომ.

პოლკოვნიკმა კოპები შეკრა და ჰამოს ჰკითხა:

– რა არის სამწუხარო, რას გულისხმობთ?

– იმას, პოლკოვნიკო, რომ ასეთი ცუდი კუთხით გვიცნობენ ქართველებს და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შავ-ბნელ საქმეებთან გვაიგივებენ რუსეთში.

– აი, თურმე, რას გულისხმობთ, – ხელი ჩაიქნია საველიჩმა, – რის შავბნელ საქმეებთან, „ჩორნი ანზორას“ რომ კარგი სახელი ჰქონდა, არა მარტო ვორონეჟში, არამედ მთელ ოლქში, ასეთ რამეს ნებისმიერი პოლიტიკოსი ინატრებს. ტიტულით კი იყო ქურდი, მაგრამ დიდი ქველმოქმედისა და მეცენატის სახელი ჰქონდა. ძალიან პოპულარული და პატივსაცემი ადამიანი იყო. ახლაც, სხვადასხვა ზემდგომი უწყებებიდან მოსვენებას არ მომცემენ და „ჩორნი ანზორას“ საქმის გახსნას სასწრაფოდ მომთხოვენ.

– მართლა? – თქვა ლუდამ.

– დიახ, – თავი დააქნია საველიჩმა და მობილურს დახედა, რომელმაც რუსეთის ჰიმნის მელოდია ააჟღერა და თქვა, – აი, ხომ ვთქვი, ოლქის გუბერნატორი მირეკავს.

– გუბერნატორი? – გაიმეორა ლუდამ.

საველიჩმა უხმოდ დაუქნია თავი გოგონას, ტელეფონის ღილაკს თითი დააჭირა და უპასუხა:

– გისმენთ...

საველიჩი ორიოდე წუთს უხმოდ უსმენდა საუბარს. ბოლოს კი თქვა:

– აუცილებლად. ყველაფერს ვიღონებთ და დანაშაულს გავხსნით. კარგად ბრძანდებოდეთ, – პოლკოვნიკმა ტელეფონი დაკეცა და ქალ-ვაჟს უთხრა:

– მაპატიეთ, ახალგაზრდებო, მაგრამ უნდა დაგტოვოთ, თქვენ თუ არაფერი გაქვთ დასამატებელი, შეგიძლიათ, ნომერში დაბრუნდეთ და მოისვენოთ.

– კარგად იყავით, პოლკოვნიკო, წარმატებებს გისურვებთ, – უთხრეს საველიჩს ჰამომ და ლუდამ და რესტორნიდან გავიდნენ.

***

ნომერში დაბრუნებული ქალ-ვაჟი, დრო რომ არ დაეკარგათ, პირდაპირ საძინებელში განმარტოვდნენ და მხურვალე სექსი გააჩაღეს... თითქმის ოთხსაათიანი, განუწყვეტელი ხვევნა-კოცნის მერე, როდესაც საათის ისრები ღამის 3 საათს მიუახლოვდა, ლუდამ დიდი სიამოვნებით გააბოლა სიგარეტი და ჰამოს უთხრა:

– სუპერღამე არა, მაგრამ საკმაოდ კარგი ჟიმაობა გამოგვივიდა.

– ცუდი როდის გვქონია, რო? – ჩაეცინა ჰამოს.

– რაც მართალია, მართალია, არასოდეს. მე შენით ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მეტი მინდა.

– კარგი, კარგი. მეტი სხვა დროისთვის გადავდოთ. ახლა კი დავიძინოთ, უთენია ვართ გასასვლელები და ძალები გვჭირდება.

– სხვა დროისთვის? მართლა? – თვალები გაუბრწყინდა ლუდას და ჰამოს მკერდზე დაადო თავი.

– კარგი, კარგი, დავიძინოთ ახლა.

ქალ-ვაჟი ერთმანეთს ჩაეხუტა და დაიძინეს. დილით კი, 7 საათზე გაიღვიძეს, დილის ტუალეტი მალევე მოათავეს და 8 საათზე მოსკოვისკენ დაიძრნენ. წყვილი ჯერ კიდევ ქალაქის ქუჩებში მოძრაობდა, რომ მილიციის სპეციალურმა პატრულმა სამჯერ გააჩერა. მანქანა გაუჩხრიკეს და თან საბუთები შეუმოწმეს. მეოთხედ ჰამო და ლუდა ქალაქის გასასვლელში გააჩერეს და „ბეემვესთან“ ავტოინსპექციის ნაცნობი კაპიტანი მივიდა, რომელმაც მათ წინა დღით სასტუმრო „ინტურისტის“ მისამართი მიასწავლა. მილიციელმა წყვილს მხედრული სალამი მისცა, გაუღიმა და უთხრა:

– დილა მშვიდობისა, ახალგაზრდებო. ასე მალე ტოვებთ ჩვენს ქალაქს?

– გაგიმარჯოს კაპიტანო, გაგიმარჯოს, – მიესალმა ჰამო ავტოინსპექტორს, – რაშია საქმე, უკვე მეოთხედ გვაჩერებენ?

– ყველა გზა შეკრულია 300 კილომეტრის რადიუსში, ორ ბოროტმოქმედს ვეძებთ. ყველა ძალოვანი სტრუქტურა ფეხზე დგას და კუთხე-კუნჭულს მისხალ-მისხალ ამოწმებენ.

ჰამო ჯერ კიდევ ქალაქში მიხვდა, თუ რაში იყო საქმე, მაგრამ კაპიტანს ჰკითხა:

– მაინც, რა მოხდა და ვის ეძებთ?

– გუშინ ერთი ძალიან პატივსაცემი ადამიანი მოკლეს, რომელსაც მრავალი კეთილი საქმე ჰქონდა გაკეთებული და კიდევ მრავალ სიკეთეს გააკეთებდა, მაგრამ არ დასცალდა. სწორედ მის მკვლელებს ვეძებთ.

– „ჩორნი ანზორას“ მკვლელებს?

– თქვენ საიდან იცით?

– ის ჩვენი მაგიდიდან მოკლეს.

– რას მელაპარაკებით?!

– დიახ, კაპიტანო, – გაიღიმა ჰამომ, – მაგრამ მათ როგორ იცნობთ?

კაპიტანმა ორი ცალი ფოტორობოტი უჩვენა, რომლებზეც ქილერები იყვნენ გამოსახული და ჰამოს უთხრა:

– აი, ფოტოები.

ქალ-ვაჟმა ყურადღებით დაათვალიერეს ფოტორობოტები და ლუდამ ჰამოს ჰკითხა:

– რას იტყვი, ხომ მაგრად გვანან?

– კი, ძალიან, – დაეთანხმა ჰამო. შემდეგ კაპიტანს ფოტორობოტები დაუბრუნა და უთხრა, – შეგიძლიათ, გაგვჩხრიკოთ.

– არაა საჭირო, კეთილი მგზავრობა, მაგრამ, გზადაგზა მაინც გაგაჩერებენ და არ გაგიკვირდეთ, – უთხრა კაპიტანმა ქალ-ვაჟს.

ჰამომ ავტოინსპექტორს ორმოცდაათევროიანი ჩაუდო ჯიბეში, „ბეემვე“ დაძრა და კაპიტანს დაემშვიდობა:

– ნახვამდის, კაპიტანო, ბედნიერად!

– ბედნიერად იმგზავრეთ! – მიაძახა ავტოინსპექტორმა წყვილს, შემდეგ ფულის კუპიურას მიაშტერდა და ჩაილაპარაკა: „ზოგჯერ ასეთი სასწაულებიც ხდება“...

„ბეემვე“ საათში ასი კილომეტრის სიჩქარით მისრიალებდა ტრასაზე და ნახევარი საათის განმავლობაში მათი მანქანა ორჯერ შეამოწმეს, თუმცა ლუდას არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამს და მხოლოდ მას მერე უჩვენებდა მილიციელებს „ეფესბეს“ წიგნაკს, როდესაც ჰამოს სთხოვდნენ საბუთებს.

– ასე თუ გაგრძელდა, ვორონეჟის ოლქიდან ვერ გავაღწევთ, – თქვა ლუდამ, – ერთი საათია, სასტუმროდან წამოვედით და 50 კილომეტრზე მეტი არ გაგვივლია. თუ კიდევ გაგვაჩერეს, „ეფესბეს“ ქსივას გავაძრობ და ძაღლებს გავუტრაკებ.

– კარგი, კარგი, დამშვიდდი! მოდი, ჩვენ ახლა კარგად ვისაუზმოთ და მერე მოსკოვისკენ მთელი ძალით „მივაწვეთ“, – უთხრა ჰამომ ლუდას, – საგზაო აბრაზე წარწერა შევნიშნე, აქედან 300 მეტრში, დასახლება ბოლოტნაიასთან რუსული რესტორანია. შევიაროთ და ვისაუზმოთ.

– მოსულა! – თქვა ლუდამ და ღიმილით დაამატა, – თან, ხომ არ გვეჟიმავა კიდეც.

– არა, – თავი გააქნია ჰამომ, – ამის დრო ახლა არ გვაქვს.

მთაწმინდელმა „ბეემვე“ არყის ხეების ხეივანში შეასრიალა და რუსული ქოხის სტილის უზარმაზარი რესტორნის წინ გააჩერა, რომელზეც ლამაზად გამოყვანილი ასოებით ეწერა: „რუსული რესტორანი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“

წყვილი დაცარიელებულ დარბაზში შევიდა. ერთ-ერთ მაგიდას მიუსხდნენ, რომელიც ფანჯარასთან იდგა და მენიუს ჩახედეს. მათ რუსულ სამოსში გამოწყობილი მიმტანი ქალ-ვაჟის წყვილი წამოადგა თავს, კეთილად გაუღიმეს და გოგონამ თქვა:

– რას მიირთმევთ, ძვირფასო სტუმრებო?

– მე – შჩის, ძროხის ხორცით და ძვლის ნახარშით, შემწვარ ხორცს ვორონეჟულად და კიევურ კოტლეტს, – უთხრა ჰამომ რუს ლამაზმანს. ლუდამ კი კოპები შეკრა, რადგან გოგონაზე იეჭვიანა და კბილებში გამოსცრა:

– მეც – ასევე.

– დესერტად რას დააყოლებთ? – იკითხა გოგონამ.

– ვაშლის პეროგს, – თქვა ჰამომ და ლუდას ჰკითხა:

– შენ?

– მეც, – მოკლედ თქვა ლუდამ.

– რას დალევთ? – იკითხა მიმტანმა ყმაწვილმა.

– ბურახს და ფორთოხლის წვენს, თქვა ჰამომ, ლუდას გაუღიმა და უთხრა:

– ალბათ, შენც იგივეს, ხომ?

– ფორთოხლის ნაყენი და 300 გრამი არაყი მომიტანეთ, – თქვა ლუდამ და მიმტან ყმაწვილს გამჭოლი მზერა ესროლა, – თანაც, ძალიან ცივი.

მიმტანები წავიდნენ. ქალ-ვაჟმა სიგარეტი გააბოლა და ჰამომ ლუდას ჰკითხა:

– ოფიციანტკა არ გევასა?

– შენ, რა თქმა უნდა, გევასა, ხომ?

– რას უწუნებ?

– შენ რა, მოგწონს? – კითხვა შეუბრუნა ჰამოს ლუდამ.

– ლამაზი და ტანწერწეტაა.

– მე – მახინჯი და გონჯი, ხომ?

– შენ – სუპერ-სექს ბომბა ხარ, თუმცა ეს გოგოც ძალიან მომხიბვლელია.

– და, სიამოვნებით გაჟიმავდი, არა?

– სულ ჟიმაობაზე ნუ ფიქრობ, ცოტა ხნით დაივიწყე. მშვიდობით ჩავაღწიოთ მოსკოვში და მერე ვნახოთ.

– ვნახოთ, ვნახოთ, – გამოაჯავრა ლუდამ ჰამო, და მიმტან ახალგაზრდა ყმაწვილს არაყი დაასხმევინა, გადაჰკრა, ზედ ფორთოხლის წვენი დააყოლა და ჰამოს უთხრა, – „საკაიფოა“.

ჰამომ და ლუდამ თითქმის საათ-ნახევარი დაჰყვეს რესტორანში, კარგად დანაყრდნენ. ლუდა საკმაოდ შექეიფიანებული იყო და მანქანაში ჩასხდომის წინ ჰამომ უთხრა:

– უკანა სავარძელზე მოთავსდი და წაუძინე, თორემ არაყი უფრო მოგეკიდება.

– არა, – თავი გააქნია გოგონამ, – „მევასება“ ნასვამს მანქანით გრიალი.

– როგორც გინდა, – მხრები აიჩეჩა ჰამომ, ჯერ ლუდას გაუღო კარი და მანქანაში ჩასვა, შემდეგ თავადაც მოთავსდა საჭესთან, ძრავა ჩართო და „ჯიპი“ ადგილიდან დაძრა. არყის ხეების ხეივანს გასცდა. გზატკეცილზე გავიდა და სისწრაფეს რომ უმატა, უცებ, უკნიდან მოესმა:

– ხუთ კილომეტრს რომ გაივლი, მარცხნივ დასახლება ზვიოზდნაიაში ჩაუხვიე და როგორც გეტყვი, ისე მოიქეცით. წინააღმდეგ შემთხვევაში ორივეს დაგხოცავთ! – მამაკაცმა, რომელიც ჰამოს სავარძლის უკან იყო ჩაწოლილი, მთაწმინდელს მარჯვენა თირკმელზე პისტოლეტი მიაჭირა და უთხრა, – ჭკუით იყავი, ყმაწვილო, გაფრთხილებ, ჭკუით! ერთი ზედმეტი მოძრაობა და ტრუპი ხარ.

არყით შექეიფიანებული ლუდა შეტრიალდა, პისტოლეტმომარჯვებულ მამაკაცს დახედა და მთაწმინდელს უთხრა:

– ნახე, ჰამო, ვინ გაიჩითა, ჩვენი ძველი ნაცნობი.

– ვინ ძველი ნაცნობი? – თქვა ჰამომ.

– ვინ და ენამოჩლექილი. ის, გუშინ რომ „ჩორნი ანზორა“ დაბრიდა რესტორანში, – მხიარულად თქვა ლუდამ, – მაგრამ, მე მგონი, იბრიდება.

პისტოლეტმომარჯვებული მამაკაცი, მართლაც, ერთ-ერთი მკვლელთაგანი იყო. სწორედ ის ენამოჩლექილი, ქალ-ვაჟის მაგიდასთან რომ იჯდა „ინტურისტის“ რესტორანში. თუმცა, პისტოლეტმომარჯვებულს მარცხენა მხარზე იარა ჰქონდა, სისხლი მოსდიოდა. ნაცრისფერი პერანგი სისხლით ჰქონდა გაჟღენთილი. ეტყობოდა, რომ ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. თუმცა მაინც ყოჩაღად ეჭირა თავი. ლუდას სიტყვებზე სახე დაეღრიცა, კოპები შეჰკრა, ჰამოს უფრო მაგრად მიაჭირა პისტოლეტი და კბილებში გამოსცრა:

– გარწმუნებთ, რომ იმაზე უკეთესად ვარ, ვიდრე გამოვიყურები და ჩემმა ვიდმა არ მოგატყუოთ. გაფრთხილებთ, პატარა იაღლიში მოგივათ და ორივეს დაგბრიდავთ. იმდენს ყოველთვის მოვახერხებ, რომ საიქიოში გამგზავრებამდე, წინ თქვენ გაგისტუმროთ.

ლუდამ ირონიული გამომეტყველება მიიღო, სიგარეტი გააბოლა და სისხლში ამოსვრილ ქილერს უთხრა:

– რა საჭიროა ასეთი აგრესია, ბიძაჩემო. მოდი, ახლა მანდ გადმოვძვრები, ვიჟიმაოთ და შენი აგრესია მაგაში მაჩვენე.

– ჩუმად, შე ძუკნავ! – კბილებში გამოსცრა ქილერმა.

– აჰა, – ირონიულად აღმოხდა ლუდას, – ტრაკი არ გაქვს, ხომ დასისხლიანებულო?

– ჩუმად, შე ძუკნავ! – გაიმეორა დასისხლიანებულმა, – ჩუმად, თორემ ჩაგაძაღლებ!

ლუდა კვლავ ირონიულად იყო განწყობილი და ქილერს უთხრა:

– ღირსი არ ხარ, ბიძაჩემო, რომ თავზე პოლკოვნიკი ზუბოვი გადგეს და ჭკუა გასწავლოს?

– ეგ ვინ ოხერია?

– ვინც შენს საქმეს იძიებს.

– თქვენ საიდან იცნობთ?

– რესტორანში გავიცანით, ბიძაჩემო, – არ ცხრებოდა ლუდა, – შენ და შენმა პაძელნიკმა რომ ფრონტის ხაზი გახსენით და მერე იქიდან აახვიეთ, რესტორანი ძაღლებით გაივსო, ზუბოვი კი მათი ხაზეინია.

– მერე რაო, რა გითხრათ ზუბოვმა? – თქვა ქილერმა.

– ეგ უკვე შენ თვითონ ჰკითხე მას და გეტყვის, – უთხრა ლუდამ ქილერს. მაგრამ პისტოლეტმომარჯვებული უკიდურესად გაღიზიანდა და გოგონას ცივი, საშინელი ხმით უთხრა:

– მოკეტე, შე ძუკნა, ნაბოზარო, თორემ ჩაგაძაღლებ!

ლუდას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ, ჰამომ გააჩერა და პისტოლეტმომარჯვებულს უთხრა:

– კარგი, კარგი, დამშვიდდით, უკვე ზვიოზდნაიაში ვართ და საით წავიდე?

– პირდაპირ იარე, ტბასთან რომ მიხვალ, მარცხნიდან შემოუარე, ტყის პირას რომ მწვანე სახლი დგას, იმ ეზოში შედი! – უთხრა ჰამოს დაჭრილმა.

ჰამომ ზუსტად შეასრულა ქილერის სიტყვები და მწვანე სახლს მიუახლოვდა. თუმცა, გზაზე არც სახლი და არც სხვა შენობა, არც ვინმე სულიერი შეხვედრიათ. ეზოსთან რომ შეჩერდა, ქილერს ჰკითხა:

– ვის დავუძახო?

– ხომ გითხარი, ეზოში შედი-მეთქი, – გაუმეორა მოძალადემ, – იქ არავინაა.

ლუდა მანქანიდან გადავიდა და კარი გააღო. ჰამომ რომ მანქანა შეიყვანა, ისევ დახურა და მანქანასთან მივიდა:

– ახლა რა ვქნათ?

– რა ვქნათ და, – ჰამომ თავით მიანიშნა პისტოლეტმომარჯვებულზე, – ეს სუბიექტი სახლში შევიტანოთ, იქ კი გარემოება გვიჩვენებს.

– რა მოხდა? – თქვა ლუდამ და სალონში შეიხედა.

– იბრიდება, – მიუგო ჰამომ ლუდას და გულწასული ქილერი დაანახვა, რომელსაც პისტოლეტი ხელიდან გავარდნოდა.

ქალ-ვაჟმა გასისხლიანებული ქილერი ქოხში შეიტანა, ტახტზე დააწვინეს და ჯერ სისხლით გაჟღენთილი პერანგი გააძრეს, შემდეგ ჭრილობა წყლით მობანეს. ჰამომ გოგონას უთხრა:

– საშიში ჭრილობა არაა, მაგრამ ცუდი ისაა, ბევრი სისხლი დაკარგა.

ლუდას გაეცინა და ჰამოს უთხრა:

– მედიცინის დოქტორივით ბაზრობ. რა იცი, რომ მძიმე ჭრილობა არაა?

– რა ცოდნა უნდა, მძიმე რომ ყოფილიყო, მაშინ აქამდე დაიბრიდებოდა. ტყვია სხეულში აქვს ჩარჩენილი, ამოღება და ძალების აღდგენა სჭირდება, მაშინ გადარჩება, – თქვა ჰამომ.

– კაი, კაცო, სულ ესაა? – ირონიულად თქვა ლუდამ.

– გეყოფა ირონია!

– მაინც რას აპირებ?

– ტყვიის ამოღებას და აზრზე მოყვანას. დანარჩენი კი ღმერთმა უწყის.

– იცი, რას გეტყვი, ჰამო? – თქვა ლუდამ და გააბოლა, – ეს დედაგაჟიმული ან ტბაში ჩავაგდოთ, ან სულაც, აქ დავტოვოთ და ჩვენი გზა გავაგრძელოთ. ამასთან ერთად თუ გამოგვიჭირეს, იცოდე, კარგი დღე არ დაგვადგება.

– რაო, რა თქვი?

– რაც ვთქვი, სწორი ვთქვი, ჯობია დამიჯერო.

– რა უნდა დაგიჯერო?

– ჰამო, ხომ ხედავ, რომ მთელი ეს კუთხე ფეხზე დგას და ეს კაცი ვერსად წავა. მაგასთან რომ გვნახონ, თან 20 მილიონ ევროსთან ერთად, შეიძლება, მამაჩემმაც ვერ გვიშველოს. უფრო სწორად, მამაჩემთან არ დაგვარეკინებენ, ისე გაგვაქრობენ. ჭკვიანი კაცი ხარ და ვერ ხვდები, რომ რაღაც მსხვილი თამაში მიმდინარეობს და სერიოზულ ხალხია ჩართული? ჩვენ წინ არ დაურეკა ამ ოლქის გუბერნატორმა პოლკოვნიკ ზუბოვს?

– ჩვენ ხომ, რას ამბობ, საბავშვო თამაშს ვთამაშობთ.

– ჩვენი არ გვეყოფა?

– რას მთავაზობ, მომაკვდავი ადამიანი მივატოვო?

– მაინც ვერაფერს ვუშველით და?

– მოკლედ, ასე ვქნათ. შენ ახლა მანქანას წაიყვან და რაც შეიძლება, სწრაფად მოიტან სპირტს, ანტიბიოტიკებს, ლანცეტს, ბინტს, ორი-სამი დღის „თოხლებს“ და სასმელს.

ლუდას ჰამოს სიტყვებზე თვალები გაუბრწყინდა და თქვა:

– ძალიან კარგი. ადამიანის გადარჩენის და რაც მთავარია, ჟიმაობის შანსები გვაქვს. მე წავედი!

– წადი, წადი და მალე მოდი! – გააცილა ჰამომ გოგონა და ჩაილაპარაკა, – რა სჭირს ამ დედაგაჟიმულს, მკვდრების გროვაში რომ იყოს, ჟიმაობაზე მაინც არ იტყვის უარს.

ჰამომ ტახტზე მწოლარე ქილერს პულსი გაუსინჯა და რომ დარწმუნდა, ცოცხალი იყო, ორსართულიანი ქოხის დათვალიერებას შეუდგა. პირველი სართული სასტუმრო ოთახის, სამზარეულოსა და საკუჭნაოსგან შედგებოდა. მეორე სართულზე კი ორი საძინებელი და კაბინეტი იყო განლაგებული. ჰამომ გულდასმით დაათვალიერა ყველა კუთხე-კუნჭული, საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. ისევ პირველ სართულზე დაბრუნდა და ლუდას შეეგება, რომელსაც ორი უზარმაზარი პარკი ეჭირა ხელში. მან პარკები მაგიდაზე დააწყო და ჰამოს უთხრა:

– აი, აქ იმდენი რამაა, ოთხი კაცის ოპერაციას და ერთი პოლკის ერთკვირიან ჟიმაობას ეყოფა. ჩაიბარე!

ჰამომ ნაყიდები ამოალაგა და დაახარისხა. შემდეგ ლუდას დააბანინა ხელები და თავადაც დაიბანა. ქალსაც რეზინის ხელთათმანები ჩააცვა, თვითონაც ჩაიცვა, ქილერს კი პირში რკინის კოვზი ჩაუდო და ლუდას დააჭერინა: თვითონ კი ჭრილობიდან ტყვიის ამოღების პროცედურა დაიწყო.

ჰამომ ნაჭრილობევი საკმაოდ ღრმად გასერა ლანცეტით და ქსოვილებში გაჩხერილი, უმნიშვნელოდ დეფორმირებული ტყვია ამოუღო. ჭრილობაში ჯერ სპირტი ჩაასხა და გაასუფთავა, შემდეგ გახურებული რკინით მოუწვა და სისხლდენა შეუჩერა... მთელი ამ მანიპულაციის განმავლობაში დაჭრილი ქილერი საიმედოდ იყო მიბმული ტახტზე და განძრევასაც ვერ ახერხებდა. ლუდას რკინის კოვზი ჰქონდა ჩაბღუჯული და ქილერის ხახას აკონტროლებდა, რომ კრიჭა არ შეკვროდა.

ოპერაცია სულ რაღაც ათ წუთს გაგრძელდა. ჰამომ დაჭრილს ანტიბიოტიკი და გლუკოზა გაუკეთა. შემდეგ ლუდასთან ერთად დაჭრილი მეორე სართულზე აიყვანა, ერთ-ერთი საძინებლის გაშლილ ლოგინში ჩააწვინა და მედვედევას უთხრა:

– იმედი ვიქონიოთ, რომ ჯანმრთელი ორგანიზმი აღმოაჩნდება და სიკვდილს გადაურჩება, – მთაწმინდელმა საათს დახედა და ლუდას უთხრა, – პირველის ნახევარია. ოთხზე მორიგი ნემსი უნდა გავუკეთოთ, შემდეგი – რვაზე და ასე უნდა ვუკეთოთ, ყოველ ოთხ საათში ერთხელ. კარგი იყო გადასხმებიც, მაგრამ ამას საავადმყოფო სჭირდება. მხოლოდ გლუკოზით უნდა დავკმაყოფილდეთ.

– გასაგებია, ექიმო, – ღიმილით უთხრა ლუდამ ჰამოს, – კიდევ რას მიბრძანებთ?

– სიცხე უნდა ვაკონტროლოთ და ჭრილობის დაჩირქება არ დავუშვათ.

– კიდევ?

– ჯერჯერობით სულ ესაა და მერე კი ვნახოთ.

– არ ვიჟიმაოთ?

– ჯერჯერობით არა.

– აბა, მთელი დღე რა ვაკეთოთ?

– ყურადღებით ვიყოთ, რომ ვინმე არ მოგვეპაროს. ძაღლი აქ არაა და სიგნალიზაცია. „ბაითიც “ განმარტოებით დგას და რა იცი, ვინ და როგორ მოიფიქრებს აქ მოსვლას. მით უმეტეს, ეზოში „ბეემვეს ჯიპი“ დგას და ყურადღებას იპყრობს.

– ძაღლები რომ მოგვადგნენ, როგორ აუხსნი მათ ჩვენ აქ ყოფნას?

– ეს არცთუ ისე ადვილია, მაგრამ, ვფიქრობ, რამეს მოვიფიქრებთ.

– მაინც, რას? – არ მოეშვა ლუდა.

– თუნდაც იმას, რომ ჩვენს აქ შემოჭრას ჟიმაობის დაუოკებელი სურვილით ავხსნით. რას იტყვი, კარგი აზრია. თანაც „ეფესბეს“ ქსივასაც გაჩითავ, – უთხრა ჰამომ გოგონას, რომელსაც სახე გაუცისკროვნდა და ჰამოს მიუგო:

– ძლივს არ მოხვედი აზრზე, საყვარელო? რა თქმა უნდა, კარგი აზრია. თანაც დროული და, მე მგონი, უკვე შეგვიძლია, საქმეზეც გადავიდეთ.

– ეგ ჯერ ადრეა, ლუდაჩკა, ჯერ მხოლოდ შუადღეა და ავადმყოფიც მისახედი გვყავს.

– კარგი, რა კვიცო, კარგი რა! შენ ჩემთვის არასოდეს გცალია და ყოველთვის დაკავებული ხარ.

– ნუ ბრაზობ, ლუდაჩკა. ყველაფერს თავისი დრო აქვს. დამშვიდდი, ჟიმაობასაც მოვასწრებთ. ახლა კი ნარჩენები ერთ პარკში მოაგროვე და სადმე შეინახე. აქედან რომ წავალთ, გზაში გადავყრით.

ლუდამ უსიტყვოდ შეასრულა ჰამოს თხოვნა და ნარჩენებით სავსე პარკი საკუჭნაოში შეინახა. შემდეგ ნაოპერაციებ ქილერს სიცხე გაუზომა და მთაწმინდელს უთხრა:

– ოცდაცხრამეტ-ნახევარი აქვს, რა ვქნათ?

– ნუროფენი გავუჩხიროთ. ჩქარა, შპრიცი და წამალი გაჩითე, უთხრა ჰამომ ლუდას, რომელმაც თვალის დახამხამებაში მიუტანა ჰამოს ყველაფერი და მთაწმინდელმა ქილერს ვენაში შეუყვანა წამალი.

ქილერს წყვილი საღამომდე არ მოსცილებია და ჰამომ კიდევ რამდენიმე ნემსი გაუკეთა. დაჭრილს აბოდებდა, ბორგავდა და სიცხემ რამდენჯერმე 40 გრადუსამდეც აუწია. ღამის 10 საათზე, ქილერი დამშვიდდა, ბოდვაც შეწყვიტა, სიცხემაც ოცდაჩვიდმეტ-ნახევრამდე დაუწია და ლუდამ ჰამოს უთხრა:

– მე მგონი, ბიძაჩვენი უკვე კარგადაა და დილამდე არაფერი უჭირს. ჩვენ კი, შეგვიძლია სუპერჟიმაობას შევუდგეთ.

ჰამოს გაეცინა, თავი გადააქნია და ლუდას უთხრა:

– ეჰ, ლუდა, ლუდა, შენი გამოსწორება არ იქნება. წამოდი, მაგრამ მაქსიმუმ სამი საათით. რა იცი, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს აქ დარჩენა და ჩვენი პაციენტი როგორ იქნება. ამიტომ ძალები უნდა შემოვინახოთ.

ლუდამ, რომელსაც თვალები ვნებიანად უელავდა, ჰამოს ხელი ჩაჰკიდა, მერე საძინებელში შეიყვანა, ლოგინზე დააგდო, ზემოდან მოექცა და ტუჩებზე მიეფერა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3