შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 15 ივნისს, ღამის 1-დან 2 საათამდე. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი წელი იქნება უმჯობესი უცხოეთში წასასვლელად?
პასუხი: უცხოეთი არ არის თქვენი კარმული მისია და დიდი წარმატებების მომტანი. თუმცა, არც ცუდია. ის საშუალოა. ამიტომ, შეგიძლიათ უცხოეთში წახვიდეთ. 2010 წელს არ გირჩევთ იქ გამგზავრებას, შედარებით კარგია ამ კუთხით მომავალი 2011 წელი. მაგრამ, თუ მაინც გადაწყვეტთ 2010 წელს გამგზავრებას, შედარებით კარგია ივნისის შემდგომი პერიოდი, აგვისტო ან სექტემბერი. კარმული მისია კი არის ის, რომ იყოთ მაქსიმალისტი, მარტოხელა მებრძოლი; საქმისადმი სერიოზული მიდგომით უნდა გამოირჩეოდეთ, უნდა იყოთ მიზანსწრაფული, შეუპოვარი, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. გაითვალისწინეთ, თქვენ გაქვთ შანსი, იყოთ დემოკრატი, პატივი სცეთ არა მარტო თქვენს, არამედ სხვის თავისუფლებასაც, ანუ თავისუფალი არჩევანი უნდა დაუტოვოთ გარშემო მყოფებსაც. უნდა დაეყრდნოთ ურთიერთობებში დიპლომატიას, ინტუიციას. თუ საჭიროა, უნდა გამოიყენოთ სპონტანური იმპროვიზაცია, არასტანდარტული მოქმედება, სადაც საჭიროა; ასევე, უნდა შეძლოთ შუამავლის ფუნქციის შესრულება. დაეყრდენით ცოდნის ბაზას. ეს ხელს შეუწყობს კოსმიური მისიის შესრულებას და მეტად მიაღწევთ წარმატებებს ცხოვრებაში.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1989 წლის 9 აგვისტოს, დილის საათებში. ბიზნესის რომელ სფეროში მიაღწევს ის წარმატებებს, რა არის მისი კარმულ-კოსმიური მისია, რომელი ასტროლოგიური ქვის ტარებას ურჩევთ და რომელი უცხოეთის ქვეყნებია მისთვის მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი: ქვებიდან მისთვის კარგია ზურმუხტი, ოქროსფერი ტოპაზი, აქვამარინი, საფირონი, ცირკონი, ძოწი, აქატი და მალაქიტი, მწვანე და წითელი იასპი. გრანდიოზული საქმიანობისას – ოპალი. ასევე კარგია მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი. რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნებს, მინდა გითხრათ, რომ უცხოეთი მისი კარმული მისია არ არის. თუმცა, არც ეკრძალება ის საშუალოა მისთვის. ქვეყნებიდან კი უფრო მეტად წარმატებულია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი, კუნძული სარდინია, ჩრდილო აფრიკის ქვეყნები, ნორვეგია, რუსეთი, ოღონდ, ციმბირის მხარის გამოკლებით, პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ახალი ზელანდია და ფინეთი. მოერიდოს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობას, როგორიცაა ბოსნია-ჰერცოგოვინა, ისლანდია, ბულგარეთი, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, ბოლივია, სირია, გერმანიიდან – საქსონიის მხარე, ყირგიზეთი, ალბანეთი, მაკედონია. დანარჩენ ქვეყნებთან ურთიერთობა საშუალოა. ბიზნეს-საქმიანობისას კი მისაღებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ბიზნესი, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება; ასევე, კარგია იურისპრუდენცია, კომპიუტერული ტექნოლოგიის, აუდიო, მობილური, ვიდეო სისტემების ბიზნესი; სოციოლოგიის სფერო, სცენარისტობა, დრამატურგია. ამ დარგებში წარმატების შანსი გაცილებით მაღალია. რაც შეეხება კოსმიურ მისიას, რაც მეტად იქნება ის თავისუფლებისმოყვარე, პატივს სცემს სხვის დამოუკიდებლობას, დაუტოვებს სხვებს თავისუფალი არჩევნის უფლებას, იმავდროულად, დაეყრდნობა დიპლომატიურობას, ინტუიციას, სადაც საჭიროა გამოიყენებს; სპონტანურ იმპროვიზაციას, ორგანულ თვითგამოხატვას, არასტანდარტულ მოქმედებებს. გამოავლენს კეთილშობილებას, დაეყრდნობა ოპტიმიზმს, კომუნიკაბელობას, ცოდნის ბაზას, შეძლებს შუამავლის ფუნქციის შესრულებას, ამ თვისებების კომბინაცია ხელს შეუწყობს მისი კოსმიური მისიის შესრულებას და წარმატებაშიც დაეხმარება.