კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იაპონელები უეკრანო, ჰოლოგრამიან მობილურ ტელეფონებს გვთავაზობენ


მობილური კავშირების ოპერატორმა იაპონურმა კომპანია NTT DoCoMo-მ მომავლის მუზეუმს, „ფიუჩერ სთეიშენს“ წარუდგინა პროექტი და აღწერა, როგორი იქნება მობილური ტელეფონები ათწლეულის ბოლოსთვის. ახალი ტექნოლოგიის მთავარი იდეა ისაა, რომ ტელეფონს არაფერში დასჭირდება ეკრანი. გამოსახულების მიღება შესაძლებელი იქნება ჰოლოგრამის სახით ნებისმიერ ზედაპირზე, ჰაერშიც კი.

ამას გარდა, ტელეფონი უამრავ სასარგებლო ფუნქციას შეასრულებს, მაგალითად, ის იქნება ელექტრული გასაღები, ელექტრული ბილეთი, ელექტროხმა ვიდეოკონფერენციებისთვის, ავტომატური, ხმიანი თარჯიმანი, დისტანციური მართვის პულტი რობოტი მტვერსასრუტისა და მაცივრისთვის.

და, კიდევ ერთი: როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მოწყობილობის ბატარეა სულ ახლო მომავალში დაიტენება ადამიანის სხეულის მოძრაობით და, ასევე, დამზადდება მეორადი ნედლეულით.

NTT DoCoMo საკმაოდ ხანია, რაც მობილური ტელეფონების ახალი ტექნოლოგიების დახვეწაზე მუშაობს. ჯერ კიდევ 2007 წელს იაპონიაში კლიენტებს მობილური ტელეფონებით გადახდის საშუალება მიეცა. საკმარისია, მობილური მიუახლოვო სპეციალურ ელექტრონულ ელემენტს, რომელიც მაღაზიებში, ტაქსიში და სხვა ადგილებშია დამონტაჟებული, რომ მომსახურების ან შეძენილი საქონლის თანხა გადახდილია. ტოკიოში ასეთი მომსახურებით უკვე მოსახლეობის 60 პროცენტი სარგებლობს.


скачать dle 11.3