გია მურღულიას კოლექციიდან
ტელეფონის ზარი:
– თქვენთან ჰომოსექსუალები ცხოვრობენ?
– არ ვიცი, ცოლს შევეკითხები: ალბერტ, ჩვენთან ცხოვრობენ ჰომოსექსუალები?
***
ნიაზის მეგობარს ბებია გარდაეცვალა და ამან ტელეგრამა გაუგზავნა:
„გავიგე ამბავი ბებიაშენისა, წარმომიდგენია მდგომარეობა დედაშენისა და ყველა შენი კეთილებისა. შენი ნიაზი”.
***
– ვიღაც ტიპმა წერილი მომწერა – ჩემს ცოლს თავს თუ არ დაანებებ, მოგკლავო.
– მერე, დაანებე შენც თავი!
– წერილს ხელს არ აწერს და, რა ვიცი, რომელს დავანებო!
***
სამედიცინო ინსტიტუტში გამოცდა, ტარდება. შემოიტანეს შავი ყუთი, შიგ ადამიანის ორგანოები აწყვია. სტუდენტი პასუხობს: ეს ხომ სოსისია, პატივცემულო! გამომცდელი სასწრაფოდ იღებს ტელეფონს და რეკავს: კაცო, ჯუმბერ, მე და შენ რა მივატანეთ ამ დილას ლუდს?!
***
პროფესორი ანატომიის ლექციაზე:
– ადამიანის სხეულის რომელი ნაწილია ფოლადზე მაგარი?
არავინ პასუხობს.
– იქნებ თქვენ მიპასუხოთ, მის რეილი? – მიმართავს სიმპათიურ გოგონას.
გოგონა საშინლად წითლდება და ჩაილაპარაკებს:
– უკაცრავად, ბატონო პროფესორო, ასეთ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვისურვებდი.
– რა გაეწყობა, მაშინ მე გეტყვით:
ეს ფრჩხილების ბოლოებია. თქვენ კი ოპტიმისტი ყოფილხართ, მის რეილი...
***
– მიტო, რად დააგვიანე სკოლაში?
– მამაჩემმა ძროხა გამატანა ბუღაითანა.
– მერე, ამ პირველ გაკვეთილზე შენ რომ არ დაესაქმებინე, თვითონ ვერ იზამდა მაგას?
– როგორ ვერ იზამდა, მაგრამ მეზობლებმა მაინც ბუღა გვირჩიეს!
***
მასწავლებელი:
– ბიჭო, თვლა მაინც იცი?
– კი: ერთი, ორი, სამი, ოთხი...
– მერე?
– ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა...
– შემდეგ?
– ცხრა, ათი, ვალეტი, დამა, კაროლი...
***
ექიმი: ერთი ვნებიანი კოცნისას ხუთი მილიონი მიკრობი გადმოგეცემათ.
– კი მაგრამ, განა ამდენივესგან არ ვთავისუფლდებით?!
***
ებრაელი საზღვარზე:
– შეიძლება, 114 კილოგრამი ბაჯაღლო ოქრო გადავიტანო?
– ცხადია, არა!
– სარა, ძვირფასო, შენ არ გიშვებენ!
***
ტელეპათი ყოფილ თანაკლასელს მთავარ ნომერს უჩვენებს – მეოთხე სართულიდან კაცი ტელევიზორს გადმოაგდებსო. ცოტა ხანში, ყველაფრის გადმოყრის შემდეგ, მელოტი ტიპი გადმოდგება ფანჯარაში:
– არა მაქვს ტელევიზორი, თქვენი!..
***
ტიპს ცოლი გამოჰყავს სამშობიაროდან. ექიმმა შეაჩერა:
ასე არ შეიძლება, ჯერ უნდა გამოვწეროთ.
– თუ გამოწერითაა, აი, ის გამომიწერეთ, ფანჯარასთან რომ წევს.