ანეგდოტები
***
– ექიმო, მართალია, რომ ალკოჰოლი სისხლძარღვებს აფართოებს?
– კი, მართალია.
– ესე იგი, წესით, წნევამაც დაბლა უნდა დაიწიოს.
– შესაბამისად, რა თქმა უნდა...
– ოო, ზუსტად ისაა, რაც მე მინდა!
– მოიცა. ისე არ არის, როგორც შენ გგონია, სისხლძარღვები მერე ისევ ვიწროვდება...
– აი, ამას კი მე აღარ დავუშვებ!
***
სამი წლის თანაცხოვრების შემდეგ ცოლს უცბად გულახდილი საუბარი მოუნდა ქმართან:
– საყვარელო, მითხარი, რამდენ ქალთან იყავი?
– ჯობია, არ გითხრა, გეწყინება.
– ნუ გეშინია, არ მეწყინება.
– კარგი: ერთი, ორი სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, მეშვიდე შენ იყავი, რვა, ცხრა, ათი, თერთმეტი, თორმეტი...
***
ორი ტიპი საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო. გათამაშდა ლატარია. ბილეთი 100 ლარი ღირდა და ყველა მომგებიანი იყო. რაჟიკუნამ კბილის ჯაგრისი მოიგო, სიმონიკამ – ტუალეტის ჯაგრისი. რამდენიმე დღის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ.
– რაჟიკუნა, რაფრა გამოგადგა მოგებული „ჩოთქი“? – ჰკითხა სიმონიკამ.
ჩვეულებრივი „ჩოთქია“, დიდი არაფერი. შენ?
– აუ... საშინელებაა! ტუალეტის ქაღალდი ათჯერ უკეთესია!