როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ჩეგიანი
საქართველოში მეფეთა შემდეგ (ფარნავაზიან-ბაგრატიონი) თავის „ქართველთმეტყველებაში“ „ძუელთა მთავართა შორის“ სვანეთიდან მარუშიან-მარუშისძეს, ვარდანისძეებს, ფარჯანიანს, ნერსიანს, ადარნასიანს, ჯუანშერიანს... ასახელებს. მოგვიანებით, იმავე თემას შეეხნენ დიდი ქართველი ისტორიკოსი-მეცნიერები: ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, პავლე ინგოროყვა და მათ მოხსენიებულ მთავართა საგვარეულოებს შეჰმატეს: რეჩგვიანები, შავლიანები, ამროლიანები, ბაბილოვანები, თეტენიანნი, სანთელიანები, კვირიკიანნი, უზვრებიანნი, დოლელიანები, ვახდაგიანი-ვახთაგიანი, მახუჯეგიანი, მახვილიანი, მარცხიანი, თომანიანი, კუჭაისძენი, დემეტრელიანი, სეიფლიანი, ქირქიშლიანი, შქერიანი... (როზეტა გუჯეჯიანი, „ქართულ საგვარეულოთა ისტორიიდან“ – რიჩგვიანები, გვერდი 88).
მთავართა პარალელურად, სვანეთის სოციალურად დაწინაურებულ საგვარეულოთა აღსანიშნავ ტერმინადაა გამოყენებული „ვარგი“, რაც ქართველურ კარგს, ვარგისს, ვარგისიანს ნიშნავდა და იგი, როგორც მკვლევრები ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, სიმონ ჯანაშია და სხვები წერენ, სოციალური მდგომარეობის – წარჩინებული, დაწინაურებული, დიდებულის წოდების აღმნიშვნელია. ისტორიული სინამდვილის დამადასტურებული დოკუმენტია დიდებულ ბაძუ რუჩაგიანის სახლის (მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეები) მოსახსენებელი. „...სულისა მისისათვის სრულიად სუანეთისა შეყრილ უხუცესთა შორის იყო დიდებული ბაძუ რუჩაგიანი, მისი მეუღლე (ა) ნა დიდებული რუჩაგიანი“ (პავლე ინგოროყვა, „სვანეთის კულტურული ძეგლები“, ორ ტომად).
საქართველოს ბევრ წარჩინებულ მთავართა და თავადთა მსგავსად, იაგანასშვილი//იაგანაშვილი//იეგანაშვილი//იეგინაშვილი, იაგულასშვილი//იაგულაშვილი//იეგულასშვილი//იეგულაშვილი//იეგულანთ//იეგულაანთ დღევანდელი ჩეგიანები არიან. შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში გვარი რამდენიმე ფორმით – რუჩეგიანი, რუჩაგიანი, როჩაგიანი, რეჩგიანებად – მოიხსენიებიან. უპირატესად კი ძირითადად წარმოითქმის ხოლმე – რიჩგვიანი და რუჩეგიანი.
სვანეთში მცხოვრებ ჩეგიანთა მთავარ-დიდებულთა საგვარეულომ დიდად იღვაწა და საქვეყნოდ განთქმულმა მამაცმა კაცებმა ბევრი რამ დატოვეს ამქვეყნად სახსენებელი და მოსაგონარი. როგორც ქვემოთაც ვნახავთ, ჩეგიანების გვარი პირველად მოიხსენიება მეათე საუკუნეში წმიდა გიორგის ეკლესიაში (ადიშის დოჩაანიშის წმიდა გიორგი). მეთერთმეტე საუკუნეში ადიშის მაცხოვრის ეკლესიაშია დიდი, დიდებულის მიქაილ ჩეგიანის ფრესკა. რიჩგვიანები მოიხსენიებიან მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების ძეგლში „მატიანე სუანეთისა კრებისაი“ (პავლე ინგოროყვა, თბილისი, 1941 წელი). ამასთანავე, ეგრეთ წოდებულ ჯაფარიძეთა სასისხლო სიგელში (1941 წელი), „სვანეთის საეკლესიო კრებათა მეორე მატიანეში“ და სხვაგან. პირობითად, აღმოსავლეთ სვანეთის ქვემო ნაწილში ისინი ფლობდნენ რამდენიმე რეზიდენციას, ციხე-კოშკს, დიდძალ სახნავ-სათეს მიწას და ტყეებს. რიჩგვიანები ცხოვრობდნენ ეცერში (ისკარი, ლადრესი), ბეჩოში (ნაშთქოლი), ცხუმარსა (მაგარდელი, ლეზგარა) და ჩუბეხევში (ლამხერი). ნამოსახლარებიდან ნანგრევების სახით ზოგი რამ (ლადრერი, მაგვარდელი, ნაშთქული, ლამხერი) დღესაცაა შემორჩენილი.
რიჩგიან-ჩეგიანები ჭეშმარიტი მორწმუნენი და მომლოცველნი ყოფილან. წინაპრებმა მომავალ თაობებს შვიდი სალოცავი დაუტოვეს. სოფელ ადიშში 1973 წელს ერთ-ნახევარჯერ მეტი ეკლესია-მონასტერი იყო, ვიდრე ერევნის გუბერნიაში (ჰქონდათ მხოლოდ 4 ეკლესია-მონასტერი). სოფელ ადიშში მეთერთმეტე საუკუნის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის შესასვლელში დახატულია დიდგვაროვანი ადამიანის ხატი. გვირგვინოსანს ხელები ზემოთა აქვს აპყრობილი – როგორც ჩანს, ღმერთს ევედრება. ლამაზ ეკლესიაზე ნუსხურად შესრულებული წარწერა გვამცნობს მისი ამშენებლისა და ხევის ერისთავის ვინაობას: „ქრისტე, შეიწყალე მიქაელ ჩეგიანიო. სვანეთის ამ უძველესმა დიდებულმა, ძირძველი და ერთ-ერთი უპირველესი საგვარეულოს წარმომადგენელმა, ერისთავის სამოსში გამოწყობილმა, ლაბასოში მეცამეტე საუკუნეში მისცა პირობა: „ქრისტე. ესე ნიშანი დაგიწერე და მოგახსენე მე გიორგი როჩაგიანმა და ჩემთა შვილთა თქუენ წმინდასა მთავარანგელოზსა მოხერისასა, მას ჟამსა ოდეს ჰავისა ჟამისა შემოსვლამა ქვეყანა დააშავა. მოგანდე ჩემი თავი და შვილნი, ვითა გემსახურებოდეთ, ჰაგრეც გვწყალობდით“... როგორც მოსახსენებლიდან ჩანს, საქმე გვაქვს დიდებულ ერისთავთან გიორგი როჩაგიანთან, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და ავედრებს უფალს საკუთარ თავსა და შვილებს – ვითარცა გემსახუროთ და „ჰაგრეც გუწყალობდითო“ იმავე ადიშში (მეათე საუკუნის ლიჩანიშის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, წმიდა თევდორეს ფრესკის ქვეშ წერია: „წმიდაო თევდორე, შეიწყალე ჩეგი“. ფიქრობენ, რომ სახელი (გვარი) შემოკლებული ფორმაა, ანდა, სულაც, სახელია პირისა და აქედან დაიწყო ჩეგიანების გვარის ისტორია.
მეთხუთმეტე საუკუნის დასასრულს სვანებმა მოუკლეს სარგის ჯაფარიძეს ძმა (სარგისი მარჯვენა ხელი იყო იმერეთის მეფე ალექსანდრესი), სვანები ჩაკეტეს და შვიდი წელიწადი მეზობელ კუთხეში არ ატარებდნენ, ამაზე აქვს ლექსი გალაკტიონ ტაბიძეს „ჰოი, სარგის ჯაფარიძევ, ულმობელო ჯაფარაო...“ შვიდი წელი არ უნახავთ სვანებს მარილის გემო, ამიტომ, იძულებულნი გახდნენ შეყრილიყვნენ ერთად, მივიდნენ ეცერს რუჩაგიანთან, რათა ეშუამდგომლათ დადიანთან და მეფე ალექსანდრესთან.
საისტორიო წყაროებით, მკვლევარ-მეცნიერთა საერთო მოსაზრებით, რუჩეგიანები მეთექვსმეტე საუკუნის დასასრულამდე ბატონობდნენ სვანეთში. რუჩეგიანებს სამი საუკუნის შიდა ბრძოლები ჰქონოდათ დადეშქელიანებთან ის გაგრძელდა მეთხუთმეტე საუკუნიდან მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისამდე. გვარი თანდათანობით დასუსტებულა და მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში გადასულან მესტიის თემში. იქ კაცი შემოჰკვდომიათ და წასულან არა ჩრდილო კავკასიაში (ყაბარდო-ბალყარეთში), არამედ დასახლებულან სოფელ ხალდეში, სადაც მათი ბადიში ცხოვრობდა. 1876 წელს მოხდა ხალდეს აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ. ამ დროს მონაწილეთა შორის სამი თუ ოთხი ოჯახი ყოფილა ჩეგიანებისა. ერთხანს ეგონათ, რომ გვარი საბოლოოდ განადგურდა, მაგრამ არა ლიბოძლიერმა საგვარეულომ დააღწია თავი განსაცდელს და ქვემო სვანეთს თავშეფარებულებმა კვლავ აღადგინეს მამაპაპური კერია. დღეს საქართველოში ცხოვრობს 17 ოჯახი და მათმა შთამომავალმა, ჯოყოლა ჩეგიანმა, ჩოლურის თემში აღადგინა სვანეთში ერთადერთი სამების აკლესია. გადაიღეს ფილმი „ადიში“ და ბატონ ჯოყოლა ჩეგიანს ისტორიკოსმა მოსე ჩეგიანმა შთაბერა გენი და წინაპართ ხსოვნა სადიდებელ ვაჟიშვილ ჩოყოლა ჩეგიანს, მან კი სიკეთე გადასდო მეუღლეს ზურებიანთა ქალბატონს, ქალიშვილს და ორ ვაჟიშვილს. ჯოყოლამ ჩოლურის თემში ააშენა სამების ეკლესია, შეაკეთა ხალდეში მაცხოვრის, ქვემო სვანეთში კი – სოფელ ლეუშერის მთავარანგელოზის ეკლესიები. ღმერთმა დიდხანს ატაროს წინაპართა ნაკვალევზე ბატონი ჯოყოლა და მათი ნაგრამი!
ქარაული – ქარაულიშვილი
1781 წლის არაგვის საერისთავოს ბარის სოფლებში მოიხსენიება როგორც ქარაული, ისე ქარაულიშვილი. ეს ამ მხარის, ანუ მთიულთა გვარების დამახასიათებელი ნიშანია. მაგალითად, ავსაჯანიშვილი, ავსაჯანაური; ხოსნიაშვილი, ხოსინაური.
ქარაულიდანაა ნაწარმოები გვარი სიხარულიშვილი.
საქართველოში 233 ქარაული ცხოვრობს: დუშეთში – 111, თბილისში – 72, მცხეთაში – 13.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით