კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი დეიდაშვილებმა ტერიტორიული სიშორის გამო და ვის ეძებენ მახარაძეში


72 წლის ანასტასია საფრონის ასული ტოპალოვა ეძებს დაახლოებით 68 წლის მიხაილ ივანეს ძე ნეიკოვს და დაახლოებით 70 წლის ივანე ივანეს ძე ნეიკოვს.

ისტორია: ვეძებ ჩემს დეიდაშვილებს, მიხაილ და ივანე ნეიკოვებს. 1965 წლის შემდეგ მათ შესახებ არაფერი გამიგია. ვიცი, რომ ისინი მახარაძეში ცხოვრობდნენ. ძალიან გთხოვთ, მათ მოძებნაში დამეხმაროთ. დედაჩემის და, ელენა, საქართველოში გათხოვდა და მას შემდეგ დედმამიშვილებს შორის კონტაქტი დაიკარგა, მხოლოდ წერილობით გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ წლებია, უკვე ეს კავშირიც აღარ გვაქვს. უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმაროთ მათ პოვნაში.

– მოგვიყევით, როგორ დაკარგეთ დეიდაშვილებთან კონტაქტი, რამ გადაგაწყვეტინათ მათი მოძებნა?

– დედაჩემი და ივანესა და მიხეილის დედა დები იყვნენ, მათ გარდა ოჯახში კიდევ სამი დედმამიშვილი იყო. მთელი ოჯახი ზაპოროჟიეს, მხარეში, დასახლება ფიოდოროვკაში ცხოვრობდა ივანესა და ელენას ოჯახში. დეიდაჩემს ელენა ერქვა, მას შეუყვარდა საქართველოში მცხოვრები კაცი, რომელიც მხოლოდ გვარით იყო რუსი, ნეიკოვი, მაგრამ იმდენად ქართული ხასიათი ჰქონდა, რომ რუსს რთულად თუ უწოდებდი. დეიდა მახარაძეში წავიდა საცხოვრებლად, იქ გაუჩნდათ ორი შვილი – მიხაილი და ივანე. ჩვენი ოჯახის წევრებს მათთან წერილობითი კონტაქტი ჰქონდა, მაგრამ, დაახლოებით ათი წლის შემდეგ, უცნობი მიზეზის გამო, წერილებიც ვეღარ აღწევდა ადრესატამდე. დედაჩემი ძალიან განიცდიდა დასთან კონტაქტის არქონას და ამის დარდით გარდაიცვალა. მისი საბოლოო სურვილი დისშვილების პოვნა იყო, რაც მე დამავალა და მეც შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი მათ მოსაძებნად.

– რამდენი ხანია, რაც დეიდაშვილებს ეძებთ და რა ხერხები გამოიყენეთ მათ საპოვნელად?

– შეიძლება ითქვას, მათი მოძებნა ჩვენი ოჯახისთვის, 1965 წლიდან დგას დღის წესრიგში. მეც უკვე ხანში შესული ვარ და არავის არ სჯერა, რომ შემიძლია, მათ პოვნაში რამე წვლილი შევიტანო, მაგრამ მაინც ვცდილობ. ბევრისთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ უნდა მოვახერხო ამის გაკეთება პატარა სოფელ ფიოდოროვკიდან, მაგრამ იმდენი კი შევძელი, რომ „ჟდი მენიაში“ გავგზავნე ჩემი წერილი. სამწუხაროდ, დეიდაშვილებზე მწირ ინფორმაციას ვფლობ და ჩემი ერთადერთი იმედი ამჟამად თქვენ ხართ. არა მგონია, მახარაძეში ბევრი ნეიკოვი ცხოვრობდეს. ღმერთმა ქნას და, იქნებ მოახერხოთ ჩემი დახმარება.

– როგორ ფიქრობთ, ისინი თუ გეძებენ თქვენ?

– სანამ დედაჩემი გარდაიცვლებოდა, ის ყველანაირად ცდილობდა, დასთან კონტაქტი ჰქონოდა. კითხვა-კითხვით იგებდა ხოლმე ვინ მიდიოდა საქართველოში და წერილებს ატანდა დასთან.

– კიდევ რა იცით თქვენი დეიდაშვილების შესახებ, შეიძლება, რომ ისინი საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყვნენ?

– რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობის შედეგად და პოლიტიკური არეულობის გამო, ჩემი ნათესაობა ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას და მათ ადგილზევე მოძებნას, ძალიან რთულია ტერიტორიული სიშორის დაძლევა. ამიტომ, თქვენი და მკითხველის გულისხმიერების იმედი გვაქვს, ვიცით, რომ საქართველოში ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს და ჩვენც დიდ პატივს ვცემთ მათ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენ უფრო დაგვეხმაროთ, ვიდრე აქაური დამხმარეები. არ მგონია, ჩემს დეიდაშვილებს საცხოვრებელი ადგილი შეეცვალათ ან გვარი გამოეცვალათ. ერთადერთი, რაც ვიცი მათ შესახებ, ის არის, რომ, ივანეს ჰყავს მეუღლე, რომელიც პროფესიით ექიმია და ლარისა ჰქვია. სამწუხაროდ, გვარი ჩემთვის უცნობია.

– დაკარგული დეიდაშვილების პოვნის შემთხვევაში როგორ აპირებთ მათთან შეხვედრას?

– საქართველოში ჩამოსვლას ვერ მოვახერხებ, ასაკიც ფრენისთვის შეუფერებელი მაქვს, მაგრამ ჩემთვის მათთან სატელეფონო კავშირიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება, თუკი მათ მაპოვნინებთ. იმედია, იმის გამო, რომ ტერიტორიულად ძალიან შორს ვარ, ჩემს ისტორიას არ უგულებელყოფთ. წინასწარ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცით იმის საშუალება, პრესით მაინც მეცადა მათი პოვნა. ვიმედოვნებ, დედაჩემს ბოლო სურვილს ავუხდენ. ყოველ შემთხვევაში, ამას ვეცდები.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3