კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი მილიონერებისთვის ღიაა


დუბაიში დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა მსოფლიოს ახალი საოცრება – 828-მეტრიანი ნაგებობა, რომელსაც აშენებამდე „ბურჯ დუბაის“, ანუ დუბაის კოშკს უწოდებდნენ, საზეიმო ცერემონიალზე კი გაცხადდა, რომ მისი სახელწოდება ამიერიდან „ბურჯ ხალიფა“ იქნება – არაბეთის გაერთიანებული საამიროების მეთაურის, შეიხ ხალიფა ბენ საიდ ალ ნახაიანის საპატივსაცემოდ. „ბურჯ ხალიფა“ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობაა და ის 162 სართულისგან შედგება. მისი შიდა სათავსოების ფართობი მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტია. მსოფლიოში ყველაზე მაღალ ცათამბჯენში უკვე აქტიურად ყიდულობენ ბინებსა და აპარტამენტებს. შენობის შიდა ფართობის 90 პროცენტამდე უკვე გაყიდულია. „ბურჯში“ ათასამდე ბინაა, რომელთა ფასებიც ძალიან მაღალია. შენობის წვერთან განლაგებული ბინები ყველაზე ძვირია, ისინი 10 მილიონ დოლარამდე ღირს. ცნობილია იმ ვარსკვლავთა ნაწილის ვინაობა, რომლებმაც საკუთარ თავს უფლება მისცეს, „ბურჯ ხალიფაში“ აპარტამენტები შეეძინათ. მათ შორის არიან დონალდ ტრამპი, მიხაელ შუმახერი და სხვები. დუბაის კოშკი „დაუნთაუნ ბურჯ დუბაის“ ბიზნესცენტრის გვირგვინი იქნება, რომელიც საბოლოო ჯამში, 20 მილიარდი დოლარი ჯდება. „ხალიფას კოშკის“ გარშემო სავაჭრო ცენტრი, ოფისები და ულამაზესი პარკი განთავსდება თავისი ტბით. შენობის დამპროექტებელთა მტკიცებით, მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა უძლიერეს ქარიშხლებსაც გაუძლებს და მიწისქვეშა ბიძგებსაც. 700-მდე აპარტამენტთან ერთად ყველაზე მაღალ შენობაში პირველიდან მერვე სართულამდე სასტუმრო „არმანია“ განლაგებული. გარდა ამისა, ცნობილი კუტურიე ჯორჯო არმანი შენობის ინტერიერზეც მუშაობდა. „ბურჯ ხალიფას“ საძირკველი 2004 წელს ჩაუყარეს. აქამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნაგებობად ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში მდებარე 508-მეტრიანი ნაგებობა მიიჩნეოდა.


скачать dle 11.3