კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპულმა ქვეყნებმა უნიკალური ენერგოპროექტი შეიმუშავეს


9 ევროპული ქვეყანა უახლოესი წლების განმავლობაში ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას გეგმავს. პროექტის ფარგლებში ჩრდილოეთის ზღვის რეგიონში ელექტროენერგიის მისაღებად გამიზნული ყველა უახლოესი ტექნოლოგია ერთ ჩარჩოში მოექცევა. ამ პროექტში ყველა ის ქვეყანა ჩაერთვება, რომელსაც ჩრდილოეთის ზღვაზე აქვს გასასვლელი. ახალი პროექტის მიზანი ცალკეული ევროპული ქვეყნების მიერ შემუშავებული ეროვნული მაღალტექნოლოგიური და ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული პროექტების კოორდინირებაა. 9 ევროპული ქვეყნის მიერ მომზადებული პროექტი ქარის, მზისა და ტალღების ეკოლოგიურად სუფთა წყაროებით მიღებული ელექტროენერგეტიკულ სადგურებს გააერთიანებს. წინასწარი მონაცემებით, პროექტის ღირებულება 30 მილიარდამდე ევრო იქნება. მისი შექმნის ინიციატორი ქვეყნებია: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, დანია, ჰოლანდია, ირლანდია, ლუქსემბურგი და ნორვეგია. ერთობლივი პროექტის შემუშავების თაობაზე გადაწყვეტილება ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა ირლანდიაში გამართულ სამიტზე 2009 წლის ბოლოს მიიღეს. 2010 წლის იანვარში მუშა ჯგუფების პირველი შეხვედრა გაიმართება. შემოდგომაზე პროექტის მონაწილე ქვეყნები ხელს მოაწერენ განზრახულობათა ოქმს და მისი განხორციელების ვადებს დააზუსტებენ.


скачать dle 11.3