აბრამოვიჩის საახალწლო სუპერსაღამო
რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა მასშტაბურად აღნიშნა შვილის, აარონის დაბადება, „მილიარდერთა კუნძულზე“ განლაგებულ უძვირფასეს სასახლეში ახალმოსახლეობა და ახალი წელი. მეგობარ მანდილოსან დარია ჟუკოვასთან ერთად, რომელმაც აბრამოვიჩს შვილი რამდენიმე კვირის წინ გაუჩინა (რუს მილიარდერს ყოფილ მეუღლესთან კიდევ 4 შვილი ჰყავს), მან ახალ წელს „მილიარდერთა კუნძულად“ წოდებულ სენტ ბარტელმის კუნძულზე ხმაურიანი წვეულება გამართა. კუნძულზე სასახლე თავისი მოზრდილი პლაჟით რუსმა მილიარდერმა რამდენიმე თვის წინათ შეიძინა. 29 ჰექტარზე განთავსებული ეგზოტიკური მამული ადრე როკფელერების ცნობილი დინასტიის დამფუძნებლის, ჯონ როკფელერის შვილიშვილს, დევიდს ეკუთვნოდა, რომელმაც მამული და ფეშენებელური ვილა აბრამოვიჩს 89 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ყვითელი პრესის ცნობით, სენტ ბარტელმის კუნძულზე მოწყობილი წვეულება რომან აბრამოვიჩს 3 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა და ის ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ და ექსტრავაგანტურ ღონისძიებად დასახელდა. წვეულებაზე 250-მდე სტუმარი იყო მიწვეული, მათ შორის ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავი. სტუმრების გასართობად აბრამოვიჩმა ბიონსე, პრინცი და გვენ სტეფანი დაიქირავა. გავრცელებული ინფორმაციით, თითოეულმა მათგანმა ამ საღამოზე გამოსვლისთვის ჰონორარად 500 ათასამდე გირვაქა სტერლინგი აიღო.