კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სწავლობდა და აანალიზებდა სტალინი ცნობილი მთავარსარდლების ბრძოლებს


„ბრძოლაში რაც შეიძლება აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ტყუილი, რომელიც, რაც უფრო აბსურდულია, მით უფრო ადვილად დასაჯერებელია ხალხისთვის, ხოლო, როდესაც მოვიპოვებთ გამარჯვებას, მერე აღარავინ მოგვკითხავს, სად ითქვა მართალი და სად – ტყუილი...“ – ეს სიტყვები ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნის. მოგვიანებით ჰიტლერთან ყველაზე დაახლოებულმა თანამებრძოლმა, პროპაგანდის მინისტრმა ჰებელსმა აღნიშნა: ათასჯერ გამეორებული ტყუილი სიმართლე ხდებაო. სამწუხაროდ, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, მოგონებების უმრავლესობა იოსებ სტალინის შესახებ იყო ტყუილი და ჰიტლერის ზემოთ ნათქვამ პრინციპს იზიარებდა.

ამ ტყუილებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტყუილის ავტორად თავად ხრუშჩოვი გვევლინება. რატომ არ გამოვიდა ქვეყნის ბელადი 1941 წლის 22 ივნისს, ომის დაწყების პირველ დღეს, თავისი ხალხის წინაშე? ამასთან დაკავშირებით ნიკიტა ხრუშჩოვი აღნიშნავდა, რომ საბჭოთა ბელადი დაიბნა, შეშინდა და დიდხანს გონს ვერ მოდიოდა გერმანელების მოულოდნელი თავდასხმის შედეგადო. რა თქმა უნდა, ეს ტყუილი იყო.

სტალინს, როგორც მამაც, გაბედულ, პროფესიონალ რევოლუციონერს, რომელსაც დაკარგული ჰქონდა სიკვდილის შიში, არ შეიძლება, ომის დაწყებისა შეშინებოდა, მით უმეტეს, რომ ამაში მოულოდნელს ვერაფერს ხედავდა. თავის მოგონებებში ხრუშჩოვისგან საპირისპიროს ადასტურებს მარშალი ჟუკოვი. ის ამბობს, რომ თითქმის მთელი ცხოვრება გაიარა სტალინთან ერთად და ასკვნის, რომ იოსებ ჯუღაშვილი მამაცი, გაბედული და შეუდრეკელი ადამიანი იყო. უფრო მეტიც, ჟუკოვი იხსენებს: – ომის დაწყებამდე პოლიტბიუროს ყველა ხელმძღვანელი, ცენტრშიც და რეგიონებშიც, გაფრთხილებული იყო, 1941 წლის 22 ივნისს გერმანელების მხრიდან საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შესახებ. ეს გაფრთხილება იყო ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი წერილობითი. მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ მომენტში დაიბნა ყველა მარშალი, გენერალიტეტი... ერთადერთი გაწონასწორებული ადამიანი, რომელიც აუღელვებლად და მშვიდად იდგა მათ შორის, იყო იოსებ სტალინი. მაშ, რატომ არ წარდგა საბჭოთა ბელადი ხალხის წინაშე? ამ კითხვაზე პასუხი კარგა ხანს არ იყო ცნობილი ისტორიკოსებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. ყველა თავის ვერსიას ყვებოდა ამასთან დაკავშირებით.

ცნობილი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმისაგან, აკადემიკოს ბორის პრიაბრაჟენსკისგან, რომელიც 20 წელი მკურნალობდა ბელადს, ასეთი რამ გახდა ცნობილი: იოსებ სტალინს სუსტი ყელი ჰქონია, რის გამოც ხშირად ემართებოდა ანგინა. თუმცა გლანდების ამოჭრაზე უარს ამბობდა. 1941 წლის დღის 2 საათისთვის ექიმი პრიაბრაჟენსკი კუნცევოში, სტალინის საზაფხულო აგარაკზე გამოუძახებიათ ბელადთან. მას ბელადის დაცვის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლასიკი დახვდა, რომელმაც უთხრა, რომ სტალინი მძიმედ იყო ავად... „როდესაც ოთახში შევედი, დავინახე, რომ განიერ დივანზე იოსებ სტალინი იწვა და ზემოდან თბილად ეფარა. გვერდით რძით, ბორჯომითა და ჩაით სავსე ჭიქები ეწყო. „ნახეთ, ექიმო, რა დღეში ვარ?“ – მითხრა ბელადმა. მე ის ყურადღებით გავსინჯე, რის შედეგადაც ნათელი გახდა, რომ ჯუღაშვილს ანგინა ჰქონდა, სიცხე რომ გავუსინჯე, 40 გრადუსზე მაღალი ჰქონდა. მე მაშინვე მისი ჰოსპიტალიზაცია მოვითხოვე, თან განვუმარტე, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ იყო, ბელადი გაგუდულიყო. „ახლა ამის დრო არ არის, მოიფიქრეთ სხვა საშუალება!“ – ეს იყო სტალინის პასუხი. ამ საუბარში ვიყავით, როდესაც ტელეფონზე ჟუკოვის ზარი გაისმა. სტალინმა მისუსტებული ხმით მიმართა: „შეკრიბე პოლიტბიუროს ყველა წევრი კრემლში, მეც ახლავე მოვალო. ბელადი ადგა, კედელ-კედელ მიდიოდა, თუმცა კი ხელის შეშველების ნებას არ აძლევდა დაცვის თანამშრომლებს“. პრიაბრაჟენსკის ნაამბობ ისტორიას საბოლოოდ ჰფენს ნათელს ბელადის პირადი მძღოლი, მიტრუხინი: „მე დავინახე, როგორ უახლოვდებოდა იოსებ სტალინი არეული ნაბიჯით მანქანას. გამიკვირდა, რადგან ვიცოდი, რომ იგი სასმელს არასდროს ეტანებოდა. როდესაც იოსებ სტალინი მანქანაში ჩაჯდა, როგორც ყოველთვის, უკანა სავარძელზე, მე მივიხედე და დავინახე, როგორ უჭირდა მას სუნთქვა“...

აი, რატომ დაევალა ომის დაწყების პირველ დღეს ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლა სტალინის მოადგილეს, ვიაჩესლავ მოლოტოვს და რატომ არ გამოვიდა თვით იოსებ ჯუღაშვილი.

მეორე მნიშვნელოვანი ტყუილი, რომელიც კვლავ ხრუშჩოვის გავლენას განიცდის და რომელმაც შემდეგ ბევრ ნაწარმოებში პოვა ანარეკლი, არის ის, რომ თითქოს ომის დასაწყებად საბჭოთა კავშირი მზად არ იყო. რაც, რაღა თქმა უნდა, აბსურდია. აი, რას წერდა თავის დღიურში გერმანიის სახმელეთო ჯარების უფროსი – ჰალდერი: „ომის დაწყების პირველივე დღეებში დარწმუნებულები ვიყავით, რომ 14 დღეში მოსკოვს ავიღებდით და სულ რაღაც 2 თვეში ჩვენი საბოლოო გამარჯვება გარდაუვალი იყო, მაგრამ, ომის მსვლელობიდან მეოცე დღეს, 11 ივლისს, ჩვენი ოპტიმიზმისგან ნატამალიც აღარ დარჩა. გერმანელებმა დიდი დანაკარგი მივიღეთ. ჯარი დაიღალა“.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიიჩნევა, სტალინის მიერ ეგრეთ წოდებული „მეხუთე კოლონის“, უფრო სწორად, უცხოეთის აგენტურის ლიკვიდაცია ომის დაწყებამდე. მარტო 1940 წელს და 1941 წლის დასაწყისში ლიკვიდირებულ იქნა საბჭოთა კავშირში მოქმედი 66 კარგად კონსპირირებული გერმანული რეზიდენტურა. შედეგად, ფაქტობრივად, პარალიზებულ იქნა გერმანული დაზვერვის სამსახური. ამის გამო, ომის დაწყების მომენტში, გერმანიის მთავარსარდლობა ვერ იქნა სათანადოდ ინფორმირებული. შპიონაჟს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არ ჰქონდა სამოქმედო არეალი, იმისთვის რომ, ომის დაწყების შემთხვევაში, გერმანელებს წარმოდგენა მაინც შეჰქმნოდათ საბჭოთა მხარის შესაძლებლობების შესახებ.

ჰიტლერი ვერ ფლობდა რეალურ ინფორმაციას საბჭოთა კავშირის მატერიალური და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ, რაც მოგვიანებით თვითონაც აღიარა. იმავეს აღიარებდა ომის შემდგომ გერმანიის მთავარსარდლობის რამდენიმე გენერალიც.

ნაპოვნია სტალინის კონსპექტები, სადაც ბელადი სწავლობდა და აანალიზებდა მსოფლიო დონის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლას, რის შედეგადაც ცდილობდა, ბოლომდე გაერკვია და ნათელი მოეფინა, თუ რის გამო დამარცხდა ესა თუ ის მთავარსარდალი.

დიდი საბჭოთა ბელადი, იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, სხვის შეცდომებზე სწავლობდა.


скачать dle 11.3