კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მაინტერესებს, რა განსხვავებაა იაპონურ და ევროპულ ერთსა და იმავე მოდელის ავტომობილებს შორის. რომელი ჯობია? იაპონია ხომ ევროპისთვისაც უშვებს მანქანებს და განსხვავდებიან თუ არა ისინი ხარისხით?

პასუხი: იაპონია მანქანებს უშვებს ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, ისევე როგორც ევროპა უშვებს ამერიკისთვის და იაპონიისთვის. უფრო იოლად რომ გაიგოთ, მაგალითი მოვიყვანოთ. ვთქვათ, „სუბარუ იმპრეზა“, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მანქანაა საქართველოში და ბევრი იყიდება: 1998 წლის „იმპრეზა“, იაპონიისთვის დამზადებული, მარჯვნივსაჭიანი, დაახლოებით 7 000 დოლარი ღირს; ხოლო თუ იმავე წლის გამოშვება, იმავე კომპლექტაციის იმავე მანქანას ამერიკაში იყიდით, 10 000 დოლარი ეღირება, ევროპაში კი – 12 000-13 000 დოლარი. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენთან ყველაზე პოპულარული ევროპული მანქანების ყიდვა გვინდა, როგორიცაა „მერსედესისა“ და „ბეემვეს“ მოდელები, მათი ყიდვაც კი იაპონიაში ჯობია, რადგან იქ ექსპლუატირებულ ავტომობილებს გაცილებით ნაკლები აქვს გარბენი, უკეთ არის შენახული და უფრო იაფიც ღირს. ესეც იქიდან მომდინარეობს, რომ იაპონელები მანქანებს მალ-მალე იცვლიან. ისევ „სუბარუს“ მაგალითს დავუბრუნდეთ: ის მოდელები, რომლებიც აწყობილია ამერიკისთვის, უფრო კომფორტზეა გათვლილი, ვიდრე სხვა პარამეტრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპორტული „სედანია“, ანუ გათვლები ტიუნინგურ დეტალებზეა გაკეთებული, ამერიკისთვის მას სხვა დატვირთვები აქვს შეძენილი, იქნება ეს ამორტიზატორები, ანუ მანქანის „შასი“, რბილი მანევრი თუ სხვა. მათ ძირითადად დიდ ტრასებზე, ანუ „ჰაივეიზე“ უწევთ სიარული და ამიტომ მეტად სჭირდებათ კომფორტი. თუ ხარისხის თვალსაზრისით დაწუნებაზე ვისაუბრებთ, მაშინ, გააჩნია მარკას. ვერ ვიტყვით რომ მათ ხარისხი არ უვარგათ, უბრალოდ, ის ჩვენთვისაც და ევროპელებისთვისაც მაინც უცხო სისტემად მიიჩნევა. ჯერ ერთი, ისინი სიჩქარესაც მილებში ითვლიან, ელექტროსისტემებიც თავისებურად არის მოწყობილი, სხვანაირი ექსპლუატაციის პირობებია, სხვაგან არიან, სხვაგვარი სერვისი აქვთ, ანუ, თუ ამერიკულ მანქანას შეიძენთ, ავტომატურად ბევრი თავსატეხი გიჩნდებათ.

კითხვა: რომელია ყველაზე კარგი ამერიკული მანქანა და, საერთოდ, რამდენად „ამართლებს“ ამერიკული ავტომობილი საქართველოს პირობებში?

პასუხი: ეს არის „კადილაკი“, რომელიც ამერიკის სიამაყეა, მაგრამ საქართველოსთვის ის დიდად საიმედო არ არის. რაც შეეხება იაპონურ მანქანებს, მას ქარხნიდანვე აქვს ისეთი ტიუნინგური დეტალები, რომელთა გასაკეთებლად უკვე მზა ევროპულ მანქანებზე უფრო ბევრ ფულს ახარჯავენ. მაგალითად, ძარაზე სპოილერის, „შასის“ ანუ ტრანსმისიის დამუშავება. თან, ეს ხდება ნებისმიერ, რიგით, ჩვეულებრივ მანქანაზე.


скачать dle 11.3