„თბილისელების“ სამზარეულო
ყველის რულეტი
საჭირო ინგრედიენტებია: 300 გრამი რბილი ყველი, 200 გრამი ხაჭო, 200 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 1 კონა ოხრახუში, მარილი, 50 გრამი კარაქი.
მომზადების წესი: პოლიეთილენის პარკს წაუსვით შიგნიდან კარაქი და ჩადეთ მასში ყველი. კარგად მოუკარით თავი და ჩაუშვით მდუღარე წყალში. გააჩერეთ მანამდე, სანამ ყველი ძალიან კარგად არ დარბილდება.
მოამზადეთ სატენი: ოხრახუში გარეცხეთ, შეაშრეთ და დაჭერით წვრილად. მოხარშული ქათმის ფილე დაჩეჩეთ. ხაჭოს მოაყარეთ მარილი, ცოტა პილპილი, დაუმატეთ ქათმის ხორცი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გამოიღეთ ყველი. დადეთ ხის დაფაზე და ცხელ წყალში დასველებული საბრტყელებლით გააბრტყელეთ. წაუსვით სატენი და გადაახვიეთ. მოათავსეთ მაცივარში 3-4 საათის განმავლობაში. შემდეგ დაჭერით მრგვალ და თხელ ნაჭრებად.