„თბილისელების“ სამზარეულო
ცხელი ღვინო
საჭირო ინგრედიენტებია: 1 ბოთლი (750 მილილიტრი) ნახევრად მშრალი წითელი ღვინო, 6-7 ცალი მიხაკი, 1/3 ჭიქა წყალი, 1 სადილის კოვზი შაქარი და გემოვნებით – მუსკატის კაკალი.
მომზადების წესი: მუსკატის კაკალს და მიხაკს დაასხით წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადაწურეთ თხუთმეტი წუთის შემდეგ. ჩაასხით ღვინო ქვაბში. ადუღეთ, მაგრამ არ უნდა გადადუღდეს. ცხელსვე შეურიეთ შაქარი და სუნელიანი წყალი.