კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ეგონა ქეთი ჩხეიძე ძალიან „ცუდი ვინმე“ და როგორ სცადა მან „გამოსწორებულიყო“


ქეთი ჩხეიძე: საყოფაცხოვრებო პრობლემებს ისე ვუმკლავდები, როგორც ყველა – შეძლებისდაგვარად. სხვათა შორის, ჩემთანაც ყველაფერი ისე ფუჭდება, როგორც სხვასთან. ბავშვობაში მეც ვერ წარმომედგინა, მსახიობს რამე თუ აწუხებდა. სინამდვილეში, ასე არ არის და ჩვენც ისე ვცხოვრობთ, როგორც სხვა პროფესიის ადამიანები. ოჯახში პრობლემების მოგვარება, მეტწილად, მე მავალია.

– როგორც ყველა ქართულ ოჯახში.

– (იცინის) საქმე ის არის, რომ რაღაც-რაღაცეები მეც შემიძლია. ცოტა ჩხირკედელა ვარ. კარგად გამომდის და მიხარია, როცა რაღაც გაფუჭდება და საკუთარი ხელით შევაკეთებ. ცოტ-ცოტა ყველაფერი მეხერხება, სანტექნიკაც და ელექტროობაც. თუ ძალიან გამიჭირდება, ერთიც ვიქნები და მეორეც.

– ჩაქუჩი და ლურსმანი კაცის საქმე არ არის?

– როგორ არ არის, თუმცა გააჩნია, ლურსმნის სიგრძეს და კედლის სისქეს. (იცინის).

– თქვენი პროფესია გშველით ხელოსნებთან ურთიერთობაში? ან ხომ არ არის ეს ფასდაკლების ბარათი?

– თუ მცნობენ, ყურადღებას, კეთილგანწყობას და სითბოს ვგრძნობ. მადლობელი ვარ ამისთვის. შეიძლება, „ავი სიდედრის“ იარლიყი მომეწება და მე ამის შესახებ არ ვიცი, მაგრამ მერე ხომ ვცადე გამოსწორება. თუმცა ბოლომდე მაინც არ გამომივიდა და გამოვაგდე ისევ სახლიდან. (იცინის) მაგრამ მგონი, ქუჩაში ხალხის რეაქციიდან ვხვდები, რომ სიმპათიას უფრო ვიმსახურებ, ვიდრე ზიზღს. ღმერთმა დამიფაროს ამისგან! ისე, ერთმა ხელოსანმა, რომელთანაც რაღაცის საკითხავად მივედი და რაღაც პერიოდის განმავლობაში ვილაპარაკეთ, ასეთი რაღაც თქვა: როგორ ვერ ვიტანდი ამ ქალს და თურმე, სულაც არ ყოფილა ისეთი ცუდიო. (იცინის) მეორე ხელოსანს უთხრა. მერე მკითხა, შეიძლება, თქვენი შოუს ჩაწერას დავესწროო. მოვიდა და ძალიან კმაყოფილი დარჩა.

– „ცხელი ხაზით“ გისარგებლიათ?

– ანუ, დამირეკავს თუ არა, როცა წყალი დაწყვეტილა? ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია. წყალი და შუქი სულ გვაქვს. თუ არ არის, არ ვაქტიურობ, მშვიდად ველოდები, როდის მოვა. მაგრამ ბავშვები ვერ ითმენენ ხოლმე და მარეკვინებენ. გაიგე, როდის მოვაო.

– რაში შეიძლება, ფული შემოგეხარჯოთ?

– ფულის ხარჯვაში დიდად რაციონალური არ ვარ. როცა ფული მაქვს, ძალიან სწრაფად მეხარჯება.

– წარმომიდგენია, რა მოუვიდოდა თქვენს ბიუჯეტს წინასაახალწლოდ.

– (იცინის) თან იმდენი მქონდა, რა დახარჯავდა იმას. მე ამ დროს სასიამოვნო რაღაცეებში მირჩევნია ფულის დახარჯვა, ვიდრე საკვებში. შენს თავსაც უნდა გაუკეთო საჩუქარი, შვილებსაც და მეუღლესაც. შენს ახლობელ ადამიანებსაც ასე უნდა მიულოცო ახალი წელი, მაგრამ ზოგჯერ გინდა და ვერ აკეთებ. ყველაფერი არის, მაგრამ ფინანსები არ არის იმდენი. თუმცა, სიყვარულის გამოვლენა ნაკლებად ძვირფასი ნივთითაც შეიძლება.

– რომელი კერძია თქვენთვის ყველაზე საახალწლო?

– ყველა ოჯახში რომ კეთდება, ყოველ ახალ წელს. ეს არის საცივი. კი, დავიჯერეთ, რომ ევროპა ვართ, მაგრამ მაინც ვამზადებთ საცივს. ეს ჩვენი ტრადიციაა და მოგვწონს. თან ყველას იმის ამბიცია გვაქვს, რომ ჩვენი საცივია ყველაზე კარგი. ჩემს შვილებს ძალიან უყვართ და არასაახალწლო დღეებშიც მთხოვენ ხოლმე, გააკეთეო. მაგრამ მე ძალიან დიდ დროს ვანდომებ მის მომზადებას და ღირსშესანიშნავ დღეს ველოდები ხოლმე. უფრო ქათმით ვამზადებ. ყველა ამბობს და მეც ვიტყვი, რომ განსაკუთრებული რეცეპტი მაქვს. (იცინის) ცოტა ფქვილს ვურევ და ვცდილობ, იყოს ნაზი და თეთრი ფერის. ძმრის ნაცვლად ლიმონს ვუმატებ და უფრო პიკანტური გემო აქვს. გოზინაყსაც ყოველთვის მე ვაკეთებ. საერთოდ არ არის რთული გასაკეთებელი. ადრე იყო ცოტა დამღლელი და შრომატევადი, როცა ხელით იჭრებოდა, მაგრამ ახლა სპეციალური დაზგა მაქვს. ჩადებ შიგ ნიგოზს და იჭრება თვითონ. მოსკოვში რომ ვცხოვრობდი, ყველა მთხოვდა გოზინაყის გაკეთებას. რამდენიმეს დავპირდი და მერე მივხვდი, რომ სამი დღე ნიგვზის ჭრაში უნდა გამეტარებინა. ეს რაღა ახალი წელია-მეთქი და მოვიფიქრე: კომბაინს აქვს თხელი დანა. თითქოს, თლის. ავდექი და ოთხი თუ ხუთი ოჯახის გოზინაყისთვის გამზადებული ნიგოზი ჩავყარე ამ კომბაინში და გავატარე. მერე მოვხალე და მშვენიერი გამოვიდა. კონკიას როლში ყოფნასაც თავი დავანებე.

– ჩვენს მკითხველს რის მომზადებას ასწავლით?

– გამომცხვარი ვაშლების. ძალიან გემრიელია და იოლად მოსამზადებელი. ვაშლებს უნდა ამოვაჭრათ შუაგული და გავუკეთოთ მასში პატარა ღრმული, რომელსაც გატარებული ნიგვზითა და შაქრით ამოვავსებთ. „ანტონოვკა“ უფრო გემრიელი გამოდის, მაგრამ არც სხვა ვაშლია ცუდი. დააწყობთ ამ ვაშლებს ტაფაზე, დანამავთ წითელი ტკბილი ღვინით და გამოაცხობთ ჰაერღუმელში. ტაფაზეც შეიძლება, თუ დაახურებთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე დადგამთ.

ნაბახუსევის წამალიც ხომ არ იცით?

– ჩემთვის არ დამჭირვებია, მაგრამ საქართველოში იმდენი საშუალებაა ნაბახუსევისთვის, რომ დიდი არჩევანი აქვთ მამაკაცებს, იოლად გამოდიან. მერე ისევ შედიან და მერე „გადი-გამოდიში“ არიან. (იცინის) ამიტომ, ქალებისთვის ცხელი კომპოტი იქნება კარგი.


скачать dle 11.3