ვითომ სანტას ბრალია?!
ინგლისური „ჰიტერბროს“ ფეხბურთელის, ტომი უილიამსის ცოლმა, ნიკოლ მაკლინმა, ახალი წლის შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა. მთელმა ბრიტანეთმა იცის, რომ წყვილს შვილი სურდა, მაგრამ არ უჩნდებოდა და ნანატრი დღე პირველ იანვარს დადგა.
– ახალი წლის ღამეს ფიფქიას ფორმა ჩავიცვი, ნაძვის ხესთან მივედი და ჩავიფიქრე, რომ სანტა კლაუსს ჩემთვის შვილი ეჩუქებინა. მეორე დღეს ექიმთან წავედი და, როგორც გაირკვა, ორსულად ვარ. სასწაულები ყველაზე ხშირად ახალი წლის ღამეს ხდება და ეს სასწაულიც მოხდა. როგორც ხედავთ, სანტას არსებობის უნდა გვჯეროდეს,
– განაცხადა ნიკოლმა. ახლა საინტერესო ის არის, „სანტას“ არსებობას ქმარი თუ დაიჯერებს და რა ხასიათზე დადგება.