ევამ პოლონელებს სტიმული გაუორმაგა
ინგე ვირვალი 20 წლის პოლონელი მოდელია, რომელსაც მოდის სამყაროში „ევას“ მეტსახელით იცნობენ. ჰოდა, სწორედ ევა დაჰპირდა პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდებით, თქვენთან ერთად აბანოში მთელ საღამოს გავატარებ და უარს არც მასაჟის გაკეთებაზე გეტყვითო. პოლონელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვეს და ევას მასაჟის გარეშეც დარჩნენ, თუმცა, ეჭვი გვაქვს, მომდევნო შესარჩევში უფრო მეტი მონდომებით ითამაშებენ.
– მინდა, ფეხბურთელებს დავანახვო, რა დაკარგეს მათ, – განაცხადა ევამ და ტანისამოსი ზედ საახალწლოდ შემოიძარცვა და, პოლონელებს კი არა, მეც კი დამწყდა გული.