კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში ადამიანისთვის ორგანიზმში იოდის დეფიციტი


ფარისებრ ჯირკვალს იოდი ძალიან სჭირდება. მისი ნაკლებობის დროს ის თავის ძირითად ფუნქციას ცუდად ასრულებს. ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ოჯახს მიეკუთვნება. ის სისხლში გამოყოფს შესაბამის ჰორმონებს და მათი საშუალებით მთელი ორგანიზმის მოქმედებას აკონტროლებს. ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზეა დამოკიდებული ყველაფერი, მაგალითად, ჩვენი გარეგნობა, განწყობა, ინტელექტი, სქესობრივი მომწიფება, გამრავლება და ტემპერამენტიც კი.

ფარისებრ ჯირკვალს თავისი ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად სპეციალური ცილა, კერძოდ, იტროზინი და იოდი ესაჭიროება. ადამიანისთვის იოდის დღიური ნორმა ხუთი გრამია. დღეს კი ნიადაგი იოდის ნაკლებობას განიცდის და შესაბამისად, მას არასაკმარისი რაოდენობით შეიცავს საკვები და წყალი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ორგანიზმი იოდის ნაკლებობას ნამდვილად განიცდის. ამის შედეგად, ვითარდება ენდემური ჩიყვი. ეს დაავადება კი თავისთავად განსაკუთრებული სიმწვავით არ გამოირჩევა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგიერთ გარეგნულ ცვლილებას.

ადამიანებს იოდი მუდმივად გვაკლია. ამას ქრონიკული იოდდეფიციტი ეწოდება, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება.

იოდის ნაკლებობის შემთხვევაში, ორგანიზმი ძალიან იტანჯება, რაც ვლინდება შემდეგი ნიშნებით: პირველ დარტყმას იღებს ადამიანის ინტელექტუალური სფერო – ქვეითდება მეხსიერება, უარესდება ინფორმაციის სმენითი აღქმა და ნელდება მისი გადამუშავების პროცესი. მათ არც ჩვენი ემოციები და ქცევითი რეაქციები ჩამორჩება. ამ სფეროში ცვლილებები აღენიშნება ადამიანთა დაახლოებით სამოცდაათ პროცენტს. ამ დროს დამახასიათებელია სისუსტე, აპათია, ძილის სურვილი, მოუსვენრობა, ადაპტაციის უნარი. სუსტდება, ასევე, ადამიანის ნერვული სისტემის ადაპტაციური შესაძლებლობებიც. ამიტომ უმნიშვნელო სტრესიც კი შეიძლება დეპრესიის მიზეზი გახდეს. მკაცრი დიეტის დროსაც კი ადამიანი წონაში ვერ იკლებს, იმიტომ რომ ნივთიერებათა ცვლის პროცესი შენელებულია. კანი გამომშრალია, გამოფიტული, თმა – მტვრევადი. აღინიშნება მისი ცვენა და ქერტლი.

შიდა ქალის წნევის დარღვევის გამო ხშირია თავის ტკივილი, ჰორმონალური ფონის დარღვევა.

გირჩევთ, შეიძინოთ იოდიზებული მარილი და ყოველდღიურად გამოიყენოთ ის საჭმლის მომზადების დროს.

შეიძინეთ, ასევე, პოლივიტამინების კომპლექსი, რომელიც შეიცავს იოდს. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ზღვის პროდუქტი, რადგან მათში ბევრია იოდი. ასევე, მიირთვით პური, რძე და სხვა იოდის შემცველი პროდუქტები.

ზოგადად, იოდიზებული მარილი ბევრი თქვენგანისთვის იოდის ძირითადი წყაროა. იოდი სწრაფად ორთქლდება, ამიტომ მარილი, რომელიც მას შეიცავს, განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს. ყურადღება მიაქციეთ მისი ყიდვის დროს ვადას, რადგან ვადაგასულ მარილში იოდი აღარ არის. კერძს კი იოდიზებული მარილი დაუმატეთ მომზადების შემდეგ, რადგან მაღალი ტემპერატურის დროს იოდი სწრაფად ორთქლდება.


скачать dle 11.3