კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩააცვა ქალბატონებს ზამთარში სადად დრი ვან ნოტენმა


ექსცენტრიკული მოდის ფუძემდებელი, ყველაზე „ვარსკვლავური” დიზაინერი მოდის სფეროში, ბელგიელი დრი ვან ნოტენი, 2010 წლის შემოდგომა-ზამთარს განსაკუთრებულად შეხვდა. იგი მთელი ათი წლის განმავლობაში ცდილობდა, მოდისთვის საკუთარი კანონები ეკარნახა, ზოგად ტენდენციებში აქტუალური გაეხადა მინიმალისტური ჩაცმულობა, რაც შეიძლება ცუდ ტონად ექცია მბზინვარე და გადაპრანჭული სამოსი და, ეს მხოლოდ 2000 წლიდან მოახერხა.

მკერავისა და მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელების ოჯახში გაზრდილი დრი ვან ნოტენი ადრე დაინტერესდა დიზაინით და სწავლა განაგრძო ანტვერპენის მოდის აკადემიაში, რომელიც ევროპაში ლონდონის სენ მარტინის სკოლის შემდეგ ყველაზე პრესტიჟულია. ვან ნოტენმა პირველი კოლექცია ლონდონში აჩვენა, რომლის წარმატების შემდეგაც ის წელიწადში ოთხ კოლექციას აჩვენებს: ქალებისთვის, მამაკაცებისთვის, შემოდგომა-ზამთარი და გაზაფხული-ზაფხული. აღსანიშნავია, რომ ბრენდი არ მუშაობს ოტ-კუტიურზე, რაც ვან ნოტენის პრინციპული დამოკიდებულებაა: „არ მინდა, შევქმნა სამოსი, რომელიც მაღაზიაში არ დაიკიდება და რომელსაც ვერავინ მოიხმარს“. მისი ნამუშევრები ყოველთვის სახასიათოა – ვან ნოტენს უყვარს მოხატულობების, ფერადი და ორიგინალური ქსოვილების გამოყენება, მათი განსაკუთრებული დამუშავება. ამჟამად ვან ნოტენი და მისი პარტნიორი ვანგელუვი, ანტვერპენთან ახლოს, პატარა სახლში ერთად ცხოვრობენ, საიდანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამარაგებენ მაღაზიებს. იმ სახლში ვან ნოტენი ძირითადად თავისი ყველაზე დიდი გატაცებით – მებაღეობით არის დაკავებული.

რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, რომელიც მოდის სახლებისა და ბრენდების დიდი ნაწილისთვის საკმაოდ რთულ ამოცანად იქცა, ვან ნოტენმა იოლად გადაჭრა. სეზონის კოლექციების უმრავლესობა „შიზოფრენიულად” არის გამოყოფილი, რომლის ერთი ნაწილი გათვლილია „ბაიერებსა“ და მსხვილი მაღაზიების მყიდველებზე, ხოლო მეორე ნაწილი – ჟურნალის რედაქტორებზე, რათა კოლექციიდან ანსამბლები მათი ჟურნალების პრიალა ფურცლებზე მოხვდეს. დრი ვან ნოტენს ასეთი „კონფლიქტი” არ ჰქონია, მისი კოლექციები ყოველთვის რეალისტურია და სულაც არ ცდილობს რედაქტორების გულის მოგებას, რადგან სწორედ ისინი ცდილობენ მის მოხიბვლას, რათა ახალი სამოსი ვან ნოტენის ახალი კოლექციიდან მათ ჟურნალებში მოხვდეს. ვან ნოტენისთვის მთავარია, ქალების გული მოიგოს და მან ეს შეძლო კიდეც. ზამთრის კოლექცია ძალიან ელეგანტური, დახვეწილი და სადაა: უბრალო, ტანზე მომდგარი ბლუზები, ასევე, ტანზე მომდგარი შარვლები, მოკლე დღის კაბები და წელთან ლამაზი ქამრით დაფიქსირებული გრძელი პალტოები. აღსანიშნავია, რომ ჩვენება სწორედ ამ ტიპის პალტოებში გამოწყობილმა მოდელებმა გახსნეს და დახურეს. მოდის კრიტიკოსებსა და მაყურებლებს თვალში მოხვდათ ვან ნოტენის უცნაური ფერები, რომლებზე შთაგონებაც როგორც დიზაინერმა თქვა, ფრენსის ბეკონის ნახატებიდან მოდის – ბაცი ვარდისფერი, კრემისფერი, ოხრა, ფორთოხლისფერი. ისევე, როგორც ფრენსის ბეკონმა, ვან ნოტენმაც შეძლო ამ ფერების გაცოცხლება, ფერების, რომლებიც სხვის ხელში ძალიან მოსაწყენი და არაფრისმომცემი იქნებოდა.

რაც შეეხება სტილს, ვან ნოტენმა პოდიუმზე დააყენა ქალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იყო „მოდაში – სადა ფერებში გამოწყობილი, ოდნავ სევდიანი, „გლამურული“. მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების სათვალე და „ეიზენჰაუერის” ჟაკეტები კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს ჩვენების „სულს”. მთელ კოლექციას აცოცხლებდა მოდელების მაკიაჟი და ვარცხნილობა. ერთი სიტყვით, ვან ნოტენმა წარმოადგინა „სითი ვოუმენი”, რომელიც ერთნაირად კარგად გამოიყურება როგორც ოფისში, ისე ქუჩაში და საღამოს წვეულებაზე.


скачать dle 11.3