კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ემუქრებოდა უილიამ დეფოსთან ინტერვიუზე მყოფ სალომე დადუნაშვილს


მას წილად ხვდა ბედნიერება მსოფლიოს უდიდეს ადამიანებს შეხვედროდა, მათთან ესაუბრა იმ თემებზე, რომელიც ძალიან აინტერესებდა. სალომე დადუნაშვილისთვის მოგზაურობა თითქმის ყოველთვის საქმეს უკავშირდებოდა. თუმცა, საქმეს ხელი არასდროს შეუშლია, რომ ახალი აღმოჩენები გაეკეთებინა და შთაბეჭდილებები მიეღო. იმ ქვეყნებისა და ადამიანების სია, სადაც სიამოვნებით ჩავიდოდა და ვისაც სიამოვნებით შეხვდებოდა, ძალიან გრძელია. თუმცა, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის...


სალომე დადუნაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვმოგზაურობ, ბევრ ქვეყანაში შევხვედრივარ ახალ წელს-მეთქი, ვერ გეტყვით. ახალ წელს ვყოფილვარ რუსეთსა და საფრანგეთში. ძალიან არ მიყვარს ახალი წლის გატარება სხვაგან. დედა და ბებია ყოველთვის სახლში იყვნენ და სურვილი არ მქონდა სადმე წავსულიყავი. მართალი, რომ გითხრათ ახალი წლის შეხვედრა ყველაზე მეტად მიყვარს სახლში, ფაჩუჩებში, ტელევიზორთან, კარგი პლედით მუხლებზე, გოზინაყით და ლამაზი ფილმებით. ყველა დანარჩენ სიტუაციაში მიყვარს მოგზაურობა, ცნობილი ვარ ამ მხრივ. ეს ალბათ, ადამიანის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი, რომელსაც საშუალება არ აქვს გავიდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მას ძალიან გაუჭირდება გაიგოს საკუთარი ქვეყნის ხიბლი და ისიც, რომ სადაც არ ვართ ყველგან კარგია. პლუს იმის ილუზიასაც გვიხსნის – რაც კარგები ვართ ქართველები ვართ. რაც კარგი და დასაფასებელი გვაქვს კი, იმის დაფასებასაც გვასწავლის.

– დამოუკიდებლად მოგზაურობა როდის დაიწყე?

– პირველად მშობლების გარეშე, დაახლოებით, თოთხმეტი-თხუთმეტი წლის ასაკში წავედი ამერიკაში. უფროსები, რა თქმა უნდა, გვახლდნენ. მაშინ საყმაწვილო ტელევიზიაში ვმუშაობდი. ოჯახებში ვცხოვრობდით ცალ-ცალკე. მშობლების გარეშე წასვლა ძალიან მეხალისებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრებოდნენ. თან იქ საქმის გასაკეთებლად ვიყავით წასულები. ვმუშაობდით და სამუშაო იდეებით ვიყავით შეპყრობილები. უამრავი განსხვავება აღმოვაჩინეთ, მათ შორის ჩვენი თანატოლების ცხოვრებაში, რომლებიც მაშინ, ტელევიზიის სერიოზულ მუშაკებთან შედარებით, ძალიან ქარაფშუტები იყვნენ და უაზრობებით ერთობოდნენ. ამ განსხვავების გამო უფრო მეტად „დავაფასეთ“ საკუთარი თავი. (იცინის) სხვათა შორის, ამ ქვეყანას დიდად არ გავუოცებივარ. ერთადერთი რაც მახსოვს, იყო სიმშვიდე და წესრიგი, დალაგებულობა, რის გამოც საინტერესო ექსპერიმენტიც კი ჩავატარე. ცოტა სულელური ექსპერიმენტი კი იყო, მაგრამ გაამართლა – ჩანთა, რომელშიც ყველაფერი მქონდა, შუა ქუჩაში, მოლზე დავდე, დავტოვე და წავედი. დაახლოებით ორი საათის მერე დავბრუნდი და დამხვდა. ეს ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი ამბავი იყო. ახლა ეჭვი მაქვს, ხელუხლებელს აღარ დატოვებენ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, იფიქრებენ, რომ ვინმემ რაიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვაო და იმ ჩემს ჩანთას გააქრობენ. იმ დროისთვის ამერიკაც უფრო გულუბრყვილო იყო, ვიდრე ახლა.

– განსაკუთრებული შთაბეჭდილება რომელმა მოგზაურობამ დატოვა შენზე?

– მახსოვს ჩემი პირველი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი მოგზაურობა, რომელიც იმ დროისთვის ნამდვილი ავანტიურა იყო, რადგან თვითმფრინავს ფაქტობრივად, ასაფრენ ბილიკზე მივდევდი. გაფრენამდე ერთი საათით ადრე აღმოვაჩინე, რომ მაქვს იქ წასასვლელი ფული. თვითმფრინავში, რომ აღმოვჩნდი, მაშინ მივხვდი, რომ მართლა წავედი.

– სად მიდიოდი?

– ბერლინის კინოფესტივალზე. ეს იყო ჩემი პირველი სტუმრობა და მის მერე არც ერთხელ არ გამომიტოვებია. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ ჩასვლა მოვახერხე. ის კი არა, ჩემი მეგობრები, ვინც უნდა დამხვედროდნენ, არ გავაღვიძე და გამთენიის ხუთიდან ცხრა საათამდე ბერლინის ქუჩებში დავბოდიალობდი, ჩემოდნით ხელში. ახლა, რომ ვინმემ მითხრას, ბერლინის ქუჩებში ხუთი საათი უნდა იაროო, ალბათ გავგიჟდები, მაგრამ მაშინ იმდენად გახარებული ვიყავი იქ მოხვედრით, რომ აღარაფერს ვჩიოდი.

– ადაპტაცია არ გაგიჭირდა?

– ერთი თვისება, რაც საყმაწვილო ტელევიზიის წყალობით გამომიმუშავდა ისაა, რომ ადაპტაცია აღარ მიჭირს. ყველანაირ სიტუაციას იოლად ვეჩვევი, უხეშობის, უტაქტობის და უზრდელობის გარეშე. შევძელი, რომ იქ სიტუაციაში მალე გავრკვეულიყავი. ჟურნალისტის პროფესია შიშს და მორიდებულობას, არაფრით არ ვგულისხმობ უტაქტობას, გამორიცხავს. შენ თუ კითხვის დასმა გერიდება, მაშინ ჯობია, სხვა პროფესია აირჩიო. მთავარია, იცოდე, რომ კითხვა, რომელსაც სვამ, არ არის აბსოლუტურად იდიოტური.

– პირველი რესპონდენტი გახსოვს?

– კი, როგორ არა. პირველი, ვინც ფესტივალზე ჩავწერე, იყო უილიამ დეფო. ძალიან მიყვარდა და მომწონდა ეს ადამიანი და მასთან ინტერვიუთი საოცრად ვისიამოვნე. მახსოვს, როგორ მძულდა ის ქალი – მენეჯერი, რომელიც ყოველ ხუთ წუთში შემოდიოდა და გვეუბნებოდა, ინტერვიუს დროს გადააცილეთო. გაგვიგრძელდა საუბარი. ინტერვიუები მქონდა ენტონი მინგელასთან და უილიამ დეფოსთან. ენტონი მინგელამაც საკმაოდ გადააჭარბა დროს, რეჟისორია და მასთან არაჩვეულებრივი საუბარი შედგა. მან იოლად მოიგერია ის ქალბატონი, რომელიც ყოველ ხუთ წუთში შემოდიოდა და დროს ახსენებდა. რაც შეეხება უილიამ დეფოს, მასთან სხვა ჟურნალისტების ძალიან გრძელი რიგი იდგა, ისეთი თვალებით მიყურებდნენ, ვიფიქრე, აქედან რომ გავალ, გავილახები-მეთქი.

– არ აქვთ მათ სტანდარტული პასუხები? მით უმეტეს, როდესაც კონკრეტული ფილმის გამო ფესტივალზე ჩამოსულებს ასობით ჟურნალისტი ერთსა და იმავე კითხვას უსვამს?

– რა თქმა უნდა, არის და ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადო, არ დასვა ის კითხვა, რომელსაც უმრავლესობა სვამს, რაც არცთუ ისე რთული გამოსაცნობია, დამერწმუნეთ. ვერ დავიჩივლებ, რომ რომელიმე რესპონდენტი განსაკუთრებულად სტანდარტული ან მოსაწყენი იყო.

– როგორც ძალიან კარგმა რესპონდენტმა, ვინ მოახდინა შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

– ეს იყო პიტერ გრინვეი. სხვათა შორის, რეჟისორები ყოველთვის ბევრად უფრო თავისუფლად საუბრობენ. მსახიობებს უფრო მეტი ვალდებულებები აქვთ და მეტს ფიქრობენ, ვიდრე რამეს იტყვიან. რეჟისორები კი მსგავსი კლიშეებისგან სრულიად თავისუფლები არიან და საუბარიც უფრო საინტერესო გამოდის. თავისთავად მათთან უფრო მეტი კითხვებიც მიჩნდება. საოცრად მახსოვს პიტერ გრინვეი და ასევე აბას კიაროსტამი. არაფრით არ დავეთანხმები იმ აბსურდულ ლეგენდას, რომ დიდი და ნამდვილი ვარსკვლავები უტაქტოები არიანო. ყველა ნამდვილი მეგავარსკვლავი, რაც უფრო მეტად არის თავისი საქმის მცოდნე, მართლა მნიშვნელოვანი ფიგურა, მით უფრო თავმდაბალია. არასდროს არც ერთ ვარსკვლავთან არ მქონია საუბრის პრობლემა, პირიქით არაჩვეულებრივად საინტერესოები არიან. დისკომფორტი უფრო იმის გამო მიჩნდება, როდესაც ვხედავ, ზოგიერთი ჩემი კოლეგა რა კითხვებს უსვამს მათ. ვყოფილვარ რესპონდენტებთან, ისეთ დიდ ფიგურებთან, მათ მიმართ, მოწიწების გრძნობის გამო ინტერვიუზე შესვლის მეშინოდა. მაგრამ, მისალმების შემდეგვე ეს დამოკიდებულება ქრება. მით უმეტეს, ყველაზე დიდ ადამიანსაც კი სიამოვნებს, როდესაც მათ შემოქმედებას იცნობ და ზუსტად იცი რაზე ესაუბრები. ამ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიცნობდი ორივე რეჟისორის შემოქმედებას და საუბარიც არაჩვეულებრივი გამოვიდა.

– მოდის სფეროს გრანდებსაც შეხვედრიხარ?

– კი, მოდაშიც გამიმართლა. თან ყველა ვინც ამ ბიზნესშია არასტანდარტული და უცნაური ადამიანები არიან. შევხვდი და ვესაუბრე ძალიან საინტერესო ქალბატონს, ალბათ, ყველაზე ექსტრავაგანტურს მოდის სფეროში, ეს არის ანა პიაჯი – მოდის კრიტიკოსი, რომლის სიტყვა და შეფასება ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია.

– თან საოცრად იცვამს?

– კი და სხვათა შორის, ის მოდის უამრავი შემქმნელისთვის ინსპირაციის მიზეზადაც იქცევა ხოლმე. მაგალითად კარლ ლაგერფილდს მისი არაერთი პორტრეტი აქვს დახატული. ქალბატონი ანა ძალიან საყვარელი, უშუალო და საინტერესო აღმოჩნდა. მას ძალიან უყვარს ის, რაზეც წერს და ბუნებრივია, რომ ყველა დიდი დიზაინერი მასზეა შეყვარებული. სხვათა შორის, ქალბატონ ანას ვიტორიო და ალბერტის მუზეუმში შევხვდი, სადაც ასევე გამოფენა ჰქონდა კასტელბაჟაკს. ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამ გამოფენის კურატორი იყო, მითხრა, იქნებ მიხვიდე და სცადო, და მასთანაც მოახერხო ინტერვიუს ჩაწერაო. ანასთან ინტერვიუს დამთავრებისთანავე გავიქეცი, იქნებ რამე გამომივიდეს-მეთქი და ისეთი სიხარულით დამთანხმდა, ვერ წარმოიდგენთ. დიდხანს ვუხსნიდი, რომ არ ვარ არც „ვოგიდან“ და არც „ელედან“. არაჩვეულებრივი ინტერვიუ გამოვიდა, ზუსტად საათ-ნახევარი მელაპარაკებოდა და როდესაც შემდეგ უკვე, უბრალოდ ვსაუბრობდით და ვთქვი ანა ჩავწერე-მეთქი, გადაირია, ანა აქ არისო? წამომყევით, უნდა ვნახოო. გამოიქცა გახარებული, გადაეხვია, სასწრაფოდ თავისი კოლექციიდან მოსასხამი მიართვა საჩუქრად, რომელიც შემდეგ, სხვათა შორის, ანას საკუთარი გამოფენის გახსნაზე ეცვა. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ამ ყველაფრის მომსწრე გავხდი. მივხვდი, რა მნიშვნელოვანი ფიგურაა იგი მოდის სფეროში. საოცარი პროფესიონალია, არაჩვეულებრივი სტილისტი, მისი აწყობილი „ვოგის“ გვერდები მთავარ მოვლენად იქცევა ხოლმე.

– რომელ ქალაქში გრძნობ თავს ყველაზე შინაურულად?

– ბევრია ისეთი ქალაქი, სადაც თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ქალაქი, რომელიც როგორც საკუთარი სახლი ისე მენატრება, არის თეირანი. იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. საერთოდ იმისთვის, რომ ქალაქში თავი შინაურულად ვიგრძნო, აუცილებელია იქ ბევრი მეგობარი მყავდეს. თეირანში მოგზაურობის გამო შემიძლია ნებისმიერ ქალაქში ჩასვლაზე უარი ვთქვა. ძალიან საინტერესოა ირანი როგორც ქვეყანა და იქ ჩასული ისეთ რაღაცეებს აღმოაჩენ, რასაც სხვაგან ვერსად ნახავ. რობერტ უილსონს, თეატრის მსოფლიო რეჟისორს ვეკონტაქტებოდი იმეილით ინტერვიუს თაობაზე, რომელიც ძირითადად ინტერვიუებზე უარს ამბობს ხოლმე. მიმოწერის შემდეგ მითხრა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, განვიხილო თქვენთან ინტერვიუ, თუ ირანის შესახებ ყველაფერს მომიყვებითო. მას, ჯერ კიდევ შაჰის დროს ძალიან საინტერესო პერფორმანსი ჰქონდა ირანში ფესტივალზე. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა ირანში და რომ გაიგო, სულ ცოტა ხნით ადრე მქონდა იქ ყოფნისა და ინტერვიუების ჩაწერის ბედნიერება, ეს ამბები კარგად გამომკითხა.


скачать dle 11.3