ნინო ჩხეიძის აქტიური ახალი 2010
2010 წელი ერთ-ერთმა ყველაზე პროდუქტიულმა და პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა ნინო ჩხეიძემ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო: ახალი წლის პირველ დღეებში მან ახალი კარაოკე-ალბომი გამოუშვა, სადაც ნინოს ყველა ცნობილი ჰიტია შესული, რომელთა შესრულების სურვილიც გართობის დროს ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება. ალბომში ერთი ახალი სიმღერაც არის – „გამახარეს“ როგორც კარაოკე, ისე პლუს-ვერსია. 31 დეკემბერს თავისუფლების მოედნიდან ნინომ რესტორან „კრუიზში“ გადაინაცვლა, სადაც რადიო „არ დაიდარდოს“ საღამო იმართებოდა. 3 იანვარს მომღერალი უკვე ზუგდიდში გამართულ კონცერტზე იმყოფებოდა, 7-ში, კი – შობას, რესტორან „ტრიუმფში“, რუსა მორჩილაძის საღამოზე, რუსას დაწერილი ახალი სიმღერის საპრემიერო შესრულებაც მოასწრო, რომლის ჩაწერაც კონცერტამდე ორი საათით ადრე დასრულდა. ცხელ-ცხელმა მომავალმა ჰიტმა „ტრიუმფში“ შეკრებილი საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ნინო გაჩერებას არ აპირებს და ვეფხვის წელიწადის შემოქმედებით აქტიურობაში გატარება აქვს გადაწყვეტილი.