საშობაო წვეულება “ბამბა-რუმში„
ქეთა თოფურიასთან და ირაკლი ფირცხალავასთან ერთად
6 იანვარს ქართული ბომონდის დიდი ნაწილი კლუბ-რესტორან „ბამბა-რუმსში“ შეიკრიბა, სადაც ამ დღისთვის არაჩვეულებრივი წვეულება იყო დაგეგმილი. „ქრისთმას ფართი“ ცნობილი საშობაო ჰიტებით დაიწყო, რასაც დიჯეი ბეროს არაჩვეულებრივი მიქსები მოჰყვა, კლუბი ნელ-ნელა გაივსო და ცნობილი სახეებიც გამოჩნდნენ. როგორც აღმოჩნდა, შობა-ახალი წლის დღეებში თბილისში იმყოფებოდა რუსეთში მოღვაწე კიდევ ორი მომღერალი – ქეთა თოფურია და ირაკლი ფირცხალავა ბავშვობის მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად შემოვიდნენ კლუბში და საყოველთაო ყურადღების ცენტრშიც მოექცნენ. საღამო რომ გახურდა, ქეთამ და ირაკლიმ ექსპრომტად შეასრულეს არაჩვეულებრივი იმპროვიზაციები, რამაც წვეულება განსაკუთრებით გაალამაზა. ამ საღამოს კლუბში ძალიან ბევრი ცნობილი სახე იყო შეკრებილი. გართობა „ბამბა-რუმსში“ გვიან ღამემდე გაგრძელდა.