სოსო პავლიაშვილი საქართველოშია
სულ ცოტა ხნის წინ მომღერალი სოსო პავლიაშვილი საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. მის ვიზიტს სერიოზული მიზეზი ჰქონდა – შობის ღამეს მან კლუბ-რესტორან „ქალაქურში“ იმღერა და არაჩვეულებრივი დღესასწაული აჩუქა იქ შეკრებილ მაყურებელს. პარალელურად, მომღერალმა რამდენიმე დღე გამონახა იმისთვის, რომ ზამთრის კურორტზე, კერძოდ კი ბაკურიანში, დაესვენა. ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე კი სოსომ თავისი ახალი ალბომის პრეზენტაცია, გრანდიოზული სოლო კონცერტით ქალაქ ხარკოვში გამართა, სადაც ბევრი ისაუბრეს საქართველოზე, მის სიყვარულსა და სოსოს ქართველობაზე. როგორც მომღერალი ამბობს, ხშირად ესმის, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერლებს საქართველოში ლამის მოღალატეებად აცხადებენ, თუმცა, მისი ნებისმიერი კონცერტი ქართველობის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა ხოლმე, რადგან სოსო პავლიაშვილის გამოსვლის შემდეგ ყოველთვის სიყვარულით ლაპარაკობენ საქართველოზე.