რა შეემთხვა რუსეთში ქალთან „სავარჯიშოდ“ მისულ ვახო ტატიშვილს და ვინ „გამოაძვრინა“ ის სიტუაციიდან
ვახტანგ ტატიშვილი დღეს უკვე „დამსახურებულ პენსიაზეა“. ვგულისხმობთ მის განსაკუთრებულ ურთიერთობას სუსტი სქესის მიმართ. სამაგიეროდ, გამოცდილება ისეთი დიდი აქვს, ნებისმიერ ექსპერტს არ დაუდებდა ტოლს ქალის ფსიქოპორტრეტის შექმნაში. ჩვენი მცდელობა, ბატონი ვახტანგი „ქალის ტყავში “ შეგვეყვანა, საკმაოდ საინტერესო და მხიარული ექსპერიმენტი გამოვიდა. როდის იყო სერიოზული „დიდი ვახო“ ამ საუბრისას და როდის უბრალოდ იხუმრა, ეს უკვე ჩვენმა მკითხველმა გადაწყვიტოს.
ვახო ტატიშვილი: მე რომ ქალი ვყოფილიყავი? რა თქმა უნდა შეიძლებოდა, რატომაც არა და ძალიან ბევრი კაცი მეყოლებოდა მადლიერი. იმიტომ რომ ყველას „მივცემდი“. კარგია, როცა ადამიანები მადლიერი გყავს. რა ჯობია ამას!
– ანუ მსუბუქი ყოფაქცევის იქნებოდით?
– მე მსუბუქი ყოფაქცევის ახლაც ვარ (იცინის). რას ამბობ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები რომ არ იყვნენ, რა გვეშველებოდა მაშინ?! ყველანაირი ყოფაქცევის ქალი საჭიროა. ისე, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანის არჩევანის თავისუფლებას. შვილები ისე გავზარდე, პარალელური ტელეფონი არ ამიღია და მათი საუბრებისთვის არ მომისმენია – არც ბიჭისთვის და არც გოგოსთვის. არც მათ არჩევანში ჩავრეულვარ. რჩევის მიცემა სხვაა, მაგრამ გადაწყვეტილება ზრდასრულმა ადამიანმა თვითონ უნდა მიიღოს. აკრძალვაც არ არის სწორი. აკრძალულია საინტერესო, თორემ ნებადართულში სად არის ინტრიგა? ოცი წლის არ იყო ჩემი ბიჭი ცოლი რომ მოიყვანა. გოგო ცხრამეტი წლის გათხოვდა. იქითკენ მიდის ყველაფერი, რომ ადამიანი დღითიდღე სულ უფრო თავისუფალი ხდება. ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. რა თქმა უნდა, ოჯახი ყოველთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ვერავის ვერაფრის გაკეთებას ვერ აიძულებ.
– ძალიან დემოკრატიულად აზროვნებთ.
– ნამეტანი (იცინის), კომუნისტებიც იყვნენ რაღაცაში დემოკრატები. არც ისეა საქმე, როგორც გგონიათ. თანაც, რა არის, იცი? ქალის და მამაკაცის ურთიერთობა სულ უფრო მარტივდება და ამას წინ ვერ აღუდგები. ადრე კოჭი რომ გამოსჩენოდა ქალს, ბოზს დაარქმევდნენ. ახლა რას ვუყურებ და რა ხდება, გადაირევა კაცი. ყველაფერი გამოაჩინეს, რაც გამოსაჩენი იყო და არ იყო. მაგრამ უჩანს და ამიტომ უწესოაო, ვერ იტყვი ამას. შეიძლება, არაფერი უჩანდეს, მაგრამ იმისთანა ქნას...
ქალი რომ მამაკაცს გაუთანაბრდა, კაცებმა მათ თავისი სათრევი ტვირთიც აჰკიდეს. თქვენ გინდოდათ ეგ თანასწორობა. რა, არ გინდოდათ? ცუდია ემანსიპაცია? თუ არ უნდა ქალს, ნუ აიკიდებს იმ ტვირთს.
– მოდი, ღალატის თემა წამოვწიოთ.
– ღალატს რას ეძახი შენ? მე მგონი, ნორმალურ ოჯახში ეს არც უნდა იყოს სალაპარაკო თემა. არ არსებობს ღალატი.
– როგორ არ არსებობს? ოფიციალური საყვარლები რომ ჰყავთ ცოლიან კაცებს, ეგ რა არის?
– მაგას სხვა რამე ჰქვია და ასეთ კაცს უკვე აღარ აქვს ოჯახი. ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ თუ კაცი სადღაც გაისეირნ-გამოისეირნებს, არ არის პრობლემა. ამით არავის არაფერი უშავდება.
– ცოლმაც რომ გაისეირნ-გამოისეირნოს?
– არა, ცოლი ვერ გაისეირნ-გამოისეირნებს. იმიტომ რომ, ქალმა რომ ეს გააკეთოს, მასში გრძნობა უნდა ჩადოს. ძალიან ბევრი შინაგანი ბარიერი უნდა გადალახოს. განსაკუთრებული სიტუაციაც სჭირდება. ესე იგი, შეგნებით უნდა მიუდგეს თავის საქციელს. თუ, რა თქმა უნდა, ბოზი არ არის. კაცს გრძნობა არ სჭირდება. არც ბევრი ფიქრი. გაჩნდა მომენტი, დაწვა, ადგა, ხვალ უკვე დაავიწყდა. ამის გამო ღირს ამბის ატეხა?!
– თუ არ დაავიწყდა?
– თუ არ დაავიწყდა, თუ ფულს ახარჯავს, თუ სახლში მისატანს და მოსახმარს ყველაფერს იმასთან ტოვებს, ანუ აქეთ სახმარი იქით ხმარობს, მაშინ ცუდადაა საქმე (იცინის). მე რომ გასტროლებზე ვიყავი, ხომ იცოდა ჩემი ფიზიკური მონაცემების ამბავი ჩემმა ცოლმა, მაშინდელ მონაცემებს ვგულისხმობ, მაგრამ „ვარჯიში“ იყო ის ყველაფერი და მორჩა. ანეკდოტია ასეთი: აბრამს საყვედურობს სარა, რატომ მღალატობო. კარგი იქნება, მეც იგივე გავაკეთოო? რა არის, იცი, სარა. მე რომ ვწვები სხვასთან, იმას ჩვენ ვხმარობთ და შენ თუ დაწვები სხვასთან, მაშინ ჩვენ გაგვჟიმავენო. აი, ასეა ეს ამბავი.
– როგორია გამაღიზიანებელი ქალი, ნერვებს რომ მოგიშლის?
– ბევრს რომ ლაპარაკობს, მით უმეტეს, ლოგინში. წევხარ შენთვის, გაკეთებული გაქვს შენი საქმე, განძრევის თავი არ გაქვს, ის კი ენას არ აჩერებს. უყურებ ამ დროს ფანჯარას და ფიქრობ, ნეტავ ეს გადააქცია ახლა ჩიტად და გააფრინა აქედანო.
– ამ ინტერვიუს ის „ჩიტებიც“ წაიკითხავენ.
– (იცინის). ქმარი დაბრუნდა სახლში უდროოდ! ხედავს ცოლი წევს ლოგინში, შიშველი, უცხო კაცი კი „ფორთოჩკაშია“ გაჩხერილი. გარბოდა და ვერ გაეტია – ახლა მე ამას მოვ...ავო, – დაიღრიალა ქმარმა, მაგრამ ვერ მისწვდა. მაღლა იყო ძალიან. – მაშინ, მოვკლავო და გამოიტანა თოფი. – კიდევ სცადეთ, რა, იქნებ რამენაირად მომწვდეთო – ამოიკნავლა „ფორტოჩკაში“ გაჩხერილმა.
– ვატყობ, ძალიან მხიარული ქალბატონი იქნებოდით.
– ახლა ბებერი ქალბატონი ვიქნებოდი. ახალგაზრდობაში ისეთი წესიერი ვიყავი, ვინ რას დაგანახებდა და მოგიყვებოდა. არაფერზე წარმოდგენა არ მქონდა. მხოლოდ ტურისტებისგან თუ ისწავლიდი რამეს, ბათუმში რომ ჩამოდიოდნენ. სკოლაში მივდიოდით ტყე-ტყე, ან ბოტანიკურ ბაღში და იქ ბიჭებს მოყავდათ გოგოები.
– „ლაივში“ უყურებდით პორნოგრაფიას?
– (იცინის) „ტოჩკები“ უნდა გცოდნოდა, თორემ სხვაც კი ვერ ნახულობდა ამისთანა რამეებს.
– ბატონო ვახტანგ, როგორ ფიქრობთ, განსაკუთრებული ნიჭიერებაა ის, რომ ქალს ერთდროულად ლაპარაკიც შეუძლია, მოსმენაც და კიდევ რაღაც საქმის კეთება?
– ქალები ძალიან სხვანაირი და ძალიან კარგები არიან. ვენაცვალე მაგათ. ნიჭიერები ხართ, კი, კი, მაგრამ კაცებს გლობალური აზროვნება უკეთესად გამოსდით. მეცნიერება, საქმოსნობა – ეს ყველაფერი მამაკაცის პრეროგატივაა. ტელევიზორი, მანქანა, თვითმფრინავი, როგორ ფიქრობ, ვისი გამოგონებაა? ასეა, ჩვენ ვიგონებთ და თქვენ სარგებლობთ.
– ჭადრაკში რომ მაგრები ვართ, ეს არაფერია?
– მარტო ქართველი ქალები არიან მაგრები. ვერც ერთი სხვა ეროვნების ქალი ვერ შესძლებს, სამი საათის განმავლობაში დაჯდეს და ხმა არ ამოიღოს (იცინის), თან იფიქროს.
– გინდათ მითხრათ, რომ ქართველი ქალი განსაკუთრებულია?
– აბა, რა! მაგრამ ხანდახან ქალი ისეთ რამეში ჩაერევა, სულ რომ არ არის მისი საქმე. თუ ამას არ გააკეთებს ქალი, მაშინ ის ჭკვიანია. ისე, სულ ქალის გამო არ ხდება ყველაფერი, ომიც და ჩხუბიც?!
– თქვენ გიჩხუბიათ ქალის გამო?
– ვერ მოვასწარი. აქეთ გამლახეს! (იცინის).
– ამბობენ, მამაკაცები ჭკვიანი ცოლების ჭკუაზე დადიანო.
– მე დავდივარ ცოლის ჭკუაზე, მაგრამ „ნავარჯიშებიც“ ვარ. ცოლის მოყვანამდეც კარგად „ვივარჯიშე“ და მერეც. სამი თვე რომ კაცი სახლში არ ხარ, შეიძლება, დაგავიწყდეს, ამიტომ ცოტა „წავარჯიშება“ სასარგებლოა.
– ცოლს რა, უკეთესი მეხსიერება აქვს? იმას არ დაავიწყდება?
– ხომ დაბრუნდები სახლში და გაახსენებ ერთ წამში. მით უმეტეს, თუ კარგი „ნავარჯიშებიც“ იქნები. ამ ვარჯიშზე გამახსენდა, ერთხელ „სავარჯიშოდ“ ვიყავი ერთ ქალთან რუსეთში. დაბრუნდა ქმარი. როგორია, შენს ცოლთან უცხო კაცია, თანაც „გრუზინი“. სად გინდა, წახვიდე. მეშვიდე სართულზე ხარ. ისევ ქალმა იმარჯვა, არ შემოუშვა სახლში. მე მოვუვლი ამასო. გააღო კარი ჯაჭვზე და იმდენი ელაპარაკა, ისეთი რაღაცეები მოიგონა, იქით დასდო ბრალი. შენ მე მაწყენინე, წადი ახლა დედაშენთან, მოინანიე და ისე მოდიო. გაბრუნდა ისიც და წავიდა. ოო, ქალი ძალიან საშიში არსებაა.
– სახლში კარს ჯაჭვი ხომ არ მოხსენით ამის შემდეგ.
– (იცინის) მე მაქვს ერთი პრინციპი: ქალმა ღამე სხვაგან არ უნდა გაათიოს, არავითარ შემთხვევაში! სიტუაცია ბევრ რამეს განსაზღვრავს და შესაფერისი სიტუაცია თუ შეექმნება, ვინ რას გააკეთებს, არავინ იცის. დაბადების დღე, დაქალი არ ვიცი მე, არც ნათესავი. შეგაჩვევს მერე ამას და საშიშია. ნდობა არაფერ შუაშია. შეიძლება, ძალიან ენდობოდე, მაგრამ გაუთვალისწინებელი მოხდეს. სიტუაცია წყვეტს ძალიან ხშირად ადამიანის საქციელს. საერთოდ, სახლი იმიტომ არსებობს, რომ ღამით იქ უნდა იყო. ბავშვებსაც სულ იმას ვეუბნები, სანამ დაღამდება სახლში იყავით-მეთქი. ღამე უფრო ნეგატიურია და რადგან საფრთხის რისკი ამ დროს უფრო მეტია, ჯობია, თავშესაფარში იყო. ჩვენი თავშესაფარი კი ჩვენი სახლებია.