ვინ არის პოლიტიკური სექს-სკანდალების ჟანრის დამაარსებელი და რატომ უწოდებენ ისრაელის ყოფილ პრეზიდენტს „სექს-ტერორისტს“
10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი
საკმარისია, რომ მოვისმინოთ ფრაზა „ყველაზე გახმაურებული სექს-სკანდალი მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში“ და პირველი, რაც თავში მოგვდის, არის ამერიკის ექსპრეზიდენტის ბილ ქლინთონის და მონიკა ლევინსკის, გახმაურებული ისტორია. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ სექს-სკანდალები პოლიტიკაში ქლინთონამდე და მის შემდეგაც, ჩვეულებრივი მოვლენა იყო და დღევანდელ რუბრიკაში გთავაზობთ ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური სექს-სკანდალის ტრადიციულ ტოპ-ათეულს.
1. „სექს-ტერორისტი“ – ასე მოიხსენიებს მსოფლიო მასმედია ისრაელის ექსპრეზიდენტ მოშე კაცავის, რომელმაც პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში პრეზიდენტის კანცელარიის რამდენიმე თანამშრომელ ქალბატონთან თავისსავე კაბინეტში დაამყარა სქესობრივი კავშირი. კაცავი შანტაჟის და დაშინების გზით იტყუებდა კანცელარიის თანამშრომლებს კაბინეტში და იქ აუპატიურებდა. „ის არის სერიული მოძალადე და აღვირახსნილი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, ბილ ქლინთონი მასთან შედარებით ვაჟკაცური ადამიანია. 2 წლის განმავლობაში სექსუალური დაცინვის და შეურაცხყოფის ობიექტი ვიყავი და ჩემნაირი კიდევ ბევრია“, – ეს არის ნაწყვეტი, კაცავის ერთ-ერთი თანამშრომლის ინტერვიუდან. მისი სახელი არ ხმაურდება. მისივე თქმით, კაცავი აიძულებდა მათ საცვლების გარეშე ევლოთ სამსახურში და დღის განმავლობაში 3-4-ჯერ ამყარებდა სექსუალურ კავშირს მის რამდენიმე მსხვერპლთან.
კაცავი დაპატიმრებას გადაურჩა, მაგრამ მას დაეკისრა ჯარიმების გადახდა, მის მიერ შეურაცხყოფილი ქალბატონებისთვის, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.
2. ქალაქ ტამბოვის მერის, მაქსიმ კოსენკოვის, დაკავების ფაქტი რუსული პოლიტიკის ისტორიაში პირველი ჰომოსექსუალური სკანდალი იყო. გამოძიების თანახმად, 20 წლის უკრაინის მოქალაქე ვიტალი ბაბიამ გადაწყვიტა, დაშორებოდა თავის საყვარელს, კოსენკოვს და მოსკოვში ახალ მეგობართან, ამჯერად გოგონასთან ერთად გადაბარგდა. კოსენკოვმა ვერ აიტანა საყვარელი ადამიანის დაკარგვა და თავის დაცვის უფროსს დაავალა ბაბიას დაბრუნების ოპერაციის მოწყობა. ამ უკანასკნელმა მოსკოვში დღისით, მზისით, „ცვეტნოი ბულვარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალით ჩასვა ბაბია ავტომობილში და ტამბოვში კოსენკოვს ჩაუყვანა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ კოსენკოვი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და დააპატიმრეს.
3. პოლიტიკური სექს-სკანდალების ჟანრის დამაარსებლის, ამერიკის ექს-პრეზიდენტის, ბილ ქლინთონის ისტორია ყველასთვის ცნობილია. მისმა ეგრეთ წოდებულმა „საყვარელმა“ მონიკა ლევინსკიმ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ ცხოვრება მოიწყო, ხოლო მის მიერ წარმოთქმული ფრაზა – „ეს მოხდა ოვალურ კაბინეტში“ – საუკუნის ფრაზად მონათლეს ამერიკაში. სხვათა შორის, სკანდალური მეუღლის იმიჯმა არ შეუშალა ხელი ჰილარი ქლინთონს, გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბარაკ ობამას კაბინეტში.
4. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, 48 წლის ელიოტ სპიტცერმა, იმით გაითქვა სახელი, რომ საკუთარი კარიერა ელიტურ მეძავებზე გაცვალა. კორუფციასთან და პროსტიტუციასთან მებრძოლი გუბერნატორი ელიტური ნიუ-იორკული ბორდელის „ემპერიორს ქლაბ ვიპის“ ხშირი სტუმარი იყო და საათში სასურველ ქალებში 5 500 დოლარსაც კი იხდიდა. ის მე-9 ნომრად იყო აღნიშნული, ცნობილი ნიუ-იორკელი „მამაშის“ „მადამ დისტრიქტ კოლუმბიას“ კლიენტების წიგნაკში. სპიტცერის პოლიტიკური კარიერა ფაქტების გამომზეურების შემდეგ დასრულდა.
5. „ადამიანი, რომელიც წააგავს გენერალურ პროკურორს“. წლების წინ იური სკურატოვის საქმე ყველაზე სკანდალური იყო რუსეთის ფედერაციაში. მთავარი პროკურორი სკურატოვი – იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ებრძვის პროსტიტუციას, ძალადობას და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს, მეძავების ხშირი კლიენტი აღმოჩნდა და მისი მორიგი სექს-ორგიები ფარული კამერით დააფიქსირეს კიდეც. სკურატოვმა პოსტი დატოვა, მაგრამ იმ ფაქტის ასი პროცენტით დამტკიცება, რომ ვიდეოში სკურატოვი ფიგურირებდა, დღემდე ვერ მოხერხდა.
6. სექსუალური სკანდალის გამო მოუწია თანამდებობის დატოვება „მსოფლიო ბანკის“ ყოფილ მმართველს პოლ ვულფოვიცს. აღმოჩნდა, რომ ვულფოვიცი სისტემატურად ურიცხავდა თანხას „მსოფლიო ბანკის“ სალაროდან თავის საყვარელს, შაჰე რიზას, რომელიც რამდენიმე წლით ადრე „მსოფლიო ბანკის“ წარმომადგენლად დაინიშნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. ვულფოვიცისგან რიზა, ყოველწლიურად დამატებთ 60 ათას დოლარს იღებდა ხელფასის გარდა. რამდენად სასაცილოდაც უნდა ჟღერდეს, „მსოფლიო ბანკის“ ჩვეულებრივი ჩინოვნიკი უფრო დიდ ხელფასს იღებდა, ვიდრე იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი.
7. ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი ჩეხმა ჟურნალისტებმა ქერათმიან სტიუარდესასთან კავშირში გამოიჭირეს. 66 წლის ცოლშვილიანი კლაუსის საყვარელი 25 წლის მომხიბლავი პეტრა ბედნაროვა აღმოჩნდა. უცნობია, სად და რა ვითარებაში დაუახლოვდა პრეზიდენტი სტიუარდესას, მაგრამ ფაქტია, რომ ფარული კამერის მეშვეობით, ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ტოვებდნენ საპრეზიდენტო ლიმუზინით პრაღის ერთ-ერთ ძვირად ღირებულ სასტუმროს კლაუსი და მისი ახალგაზრდა საყვარელი. ფაქტის გახმაურების შემდეგ კლაუსის მეუღლემ უარი განაცხადა ქმართან ცხოვრებაზე და პრეზიდენტი დღემდე ცდილობს მასთან შერიგებას.
8. ახლახან ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს ინტრიგა ჰქონდა მასაჟისტ ქალთან. ბრიტანეთის „ლეიბორისტულ პარტიაში“ მოსაკრებლების ამკრეფმა ლორდ ლევიმ გაიხსენა, რომ ბლერი მუდმივად წითლდებოდა, როდესაც მას ეკითხებოდნენ მასაჟის ხანგრძლივ სეანსებზე, რომელსაც ბლერს პირადი მწვრთნელი ფიტნესში ქეროლ კეპლინი უტარებდა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტის გამომზეურება არავის აძლევდა ხელს „ლეიბორისტულ პარტიაში“, იმ დროს, როდესაც ბლერს მაღალი პოსტი ეკავა. ამიტომაც, სექს-სკანდალი პარტიაშივე დამალეს, მაგრამ – დროებით.
9. ბრიტანეთის კონსულის მოადგილემ რუსეთში, კერძოდ კი, ქალაქ ეკატერინბურგში ჯეიმს ჰადსონმა საზოგადოებას თავი იმით დაამახსოვრა, რომ ყოველდღე ახალ პარტნიორ ქალთან ატარებდა ღამეს. ფარული კამერით გადაღებული ვიდეო, თუ როგორ ერთობოდა რუს გოგონებთან ბრიტანელი დიპლომატი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ინტერნეტში და სწორედ ეს ფაქტი გახდა ჰადსონის სამშობლოში გამოწვევის მთავარი მიზეზი.
10. დაბოლოს, როგორ შეიძლებოდა, რომ პოლიტიკური სექს-სკანდალების რეიტინგს იტალიელების გარეშე ჩაევლო. ქვეყანა, რომლის პარლამენტის წევრი ერთხანს, პორნო-ფილმების სუპერ-ვარსკვლავი იყო, ნამდვილად იმსახურებდა თავის წარმომადგენელს სექს-სკანდალების ჩამონათვალში. იტალიის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის ცხოვრება სექს-სკანდალების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. მაგრამ, ჩვენ მხოლოდ ერთი ფაქტის გამომზეურებით შემოვიფარგლებით. 2009 წლის ზაფხულში ევროპის ტელე და ბეჭდური მედია სკანდალურმა ფოტოებმა მოიცვა. კადრებზე აღბეჭდილი იყვნენ ნახევრად შიშველი ბერლუსკონი და მთლიანად შიშველი ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მირეკ ტოპოლანეკი. მაღალი დონის პოლიტიკოსები ბერლუსკონის ჩერტოზას ვილაში მოდელებთან ერთად ერთობოდნენ და მეტი არაფერი, უბრალოდ, პაპარაცებმა ამის დაფიქსირება მოახერხეს.