კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეცდომა დაუშვა მარიამ გიორგობიანმა და რას აღარ გაიმეორებს ის


სამოდელო სააგენტო „ნატალის“ 17 წლის მომხიბლავი მოდელი მარიამ გიორგობიანი ყოველთვის ცდილობს, ფორმაში იყოს და თავს მოუაროს. თუმცა, ამაში მას მშვენიერი გარეგნობაც ეხმარება.


– რა დროს უთმობ ყოველდღიურად თავის მოწესრიგებას?

– ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მივდივარ. როდესაც ჩვეულებრივი დღეა და ქასთინგები არ მაქვს, მაშინ მაკიაჟს არ ვიკეთებ და უფრო ცოტა დრო სჭირდება ჩემს მოწესრიგებას.

– როდის არჩევ სამოსს, წინა დღეს, თუ დილას?

– ესეც იმაზეა დამოკიდებული, სად მივდივარ იმ დღეს. თუ გადაღება ან ქასთინგი არ მაქვს, მაშინ დილას ვარჩევ. მაგრამ, თუ სადმე მივდივარ და განსაკუთრებული დღეა, მაშინ წინა საღამოს ვარჩევ სამოსს. გადაწყვეტილებას იოლად ვიღებ, რასაც გადავიცვამ, იმით მივდივარ. ძალიან მიყვარს სპორტული სტილი, მაგრამ ხშირად მიწევს კლასიკურად ჩაცმა, ქუსლებზე სიარული. ქუსლიანი ფეხსაცმლით თავისუფლად რომ მევლო, ამაზე სააგენტოში იმუშავეს, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა – ახლა უკვე მყარად ვდგავარ ქუსლებზე.

– კოსმეტოლოგთან თუ დადიხარ?

– კი, მყავს კოსმეტოლოგი, რომლის დახმარებით ვუვლი სახის კანს. ხშირად მიწევს მაკიაჟის, გრიმის გაკეთება, ამიტომ აუცილებელია სახის კანზე ზრუნვა. ვხმარობ ჩემი კოსმეტოლოგის მიერ დამზადებულ ნიღბებს, კრემებს და სხვადასხვა საშუალებებს. ზაფხულში ხილის ნიღაბიც გამიკეთებია, მაგალითად, მარწყვის. მომეწონა, მაგრამ დიდი შედეგი ვერ მივიღე.

– როგორ უვლი თმას?

– ბუნებრივად ხვეული თმა მაქვს. ყოველთვის ვცდილობ, კარგად მოვუარო. სხვადასხვა ნიღბებს ვხმარობ. ვცდილობ, ფენი არ გამოვიყენო, იმიტომ, რომ თმას აფუჭებს. ჩვენებების დროს ხშრად გვიკეთებენ ორიგინალურ, განსხვავებულ ვარცხნილობებს. სხვათა შორის, ადრე უფრო გრძელი თმა მქონდა, მაგრამ წელიწად-ნახევრის წინ უცებ გადავწყვიტე კარე შემეჭრა. მერე ძალიან ვინანე, ხვეულ თმაზე კარეს დაყენება არც ისე იოლია. საბედნიეროდ, თმა მალე მეზრდება. ასეთ შეცდომას აღარასდროს დავუშვებ.

– ზამთარში თუ დადიხარ სოლარიუმში და იოლად თუ ირუჯები?

– ძალიან მიყვარს გარუჯვა, იმდენად სწრაფად ვიღებ რუჯს და ისეთი შავი ვხდები, რომ აღარ ვჩანვარ ხოლმე. სოლარიუმში იშვიათად დავდივარ, თუ რაღაც არ ხდება, ზამთარში უფრო ბუნებრივი ფერი მაქვს.

– როგორ მაკიაჟს ხმარობ ყოველდღიურად?

– ძირითადად, მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ. როდესაც მინდა ტუჩის გამოკვეთა, თვალს არ ვიხატავ და პირიქით, როცა მინდა თვალის გამოკვეთა, ტუჩს არ ვიმუქებ. „პუპას“ რუჟს ვხმარობ და ძალიან კმაყოფილი ვარ, ტუში და ფანქარი „შანელის“ მაქვს. რაც შეეხება პომადას, უფრო ღია ფერები მიყვარს და იმის მიხედვით ვისვამ, რაც მაცვია. ტონალურს არ ვხმარობ.

– როდისმე დაგზარებია მაკიაჟის მოშორება?

– არა, ყოველთვის ვიშორებ. ჩემი კოსმეტოლოგის მიერ დამზადებული რძე მაქვს და იმით ვიწმენდ სახეს. მთლიანად მასზე ვარ დამოკიდებული.

– გახსოვს, პირველად როდის მიხვდი, რომ გოგონა ხარ და რა გააკეთე?

– ბავშვობაში არ მიფიქრია მოდელობაზე და პრანჭიაც არ ვყოფილვარ. 15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მეგობარმა მირჩია, რომელიც „ნატალის“ მოდელი იყო, მივსულიყავი სააგენტოში. მეც მივედი და მას შემდეგ ძალიან დავიხვეწე, შევიცვალე. ადრეც სულ ვცდილობდი, ფორმაში ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა უფრო მეტად ვუვლი თავს.

– როგორ ზრუნავ სხეულზე? ვარჯიშობ?

– სააგენტოში აერობიკაზე დავდივარ. ნატა სამადალაშვილი სულ გვეუბნება, უნდა ვივარჯიშოთ, რომ ფორმაში ვიყოთ. ხშირად ვაკეთებ პრესის ვარჯიშებს. ეს ყველა ქალისთვის აუცილებელია.

– სწორ კვებასაც აქცევ ყურადღებას?

– ძალიან არ ვარ შეზღუდული, მაგრამ ვცდილობ, 6 საათის შემდეგ არ ვჭამო. ტკბილეულიც მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ მიწევს უარის თქმა.

– მასაჟები გიყვარს?

– მასაჟები მიყვარს, მაგრამ ხშირად არ ვიკეთებ, თუმცა 13-14 წლის ასაკში ხერხემალზე გამიკეთებია მასაჟები.

– დუშ-გელებს, ბოდი-ლოსიონებს ხმარობ?

– ძალიან მიყვარს დუშ-გელები, ბოდი-ლოსიონები და დიდ ყურადღებას ვაქცევ სურნელს. უნდა იყოს გრილი, სასიამოვნო, თბილი და ჩემს კანს მოუხდეს.

– სუნამოც ასეთივე სურნელის გიყვარს?

– ძალიან მიყვარს „ბარბერის“ „იბითი“. ჩემი სურნელია, ვგიჟდები ისე მომწონს. სხვა სუნამოებიც მაქვს, მაგრამ სულ ეს მასხია, ჩემი მეგობრებიც სულ ამბობენ, ეს მარიამის სუნამოაო. მეც მქონია შემთხვევა, როდესაც ადამიანი სუნამოს სურნელით დამმახსოვრებია.

– ყურადღებას აქცევ, როგორი სუნამო ასხია ბიჭს?

– რა თქმა უნდა. არ უნდა იყოს მძაფრი და ბევრი არ უნდა ესხას, შემაწუხებლად. ძალიან მომწონს „ბოსის“ ახალი სუნამო.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცი თავს უნდა უვლიდეს?

– როგორც ქალი, ისე არა, მაგრამ უნდა უვლიდეს. თმა უნდა ჰქონდეს წესრიგში, ფრჩხილები. სუნამოც უნდა ესხას.

– როდესაც ვიღაც მოგწონს, უფრო მეტად უვლი ხოლმე თავს?

– ალბათ, ეს არის სტიმული, მაგრამ ვცდილობ, ყოველთვის მოწესრიგებული ვიყო, მაშინ კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის.

რჩევა: ყველა ქალს ვურჩევ, მოუაროს თავს, ფიგურა შეინარჩუნოს და საკუთარი გარეგნობისთვის არაფერი დაზოგოს.


скачать dle 11.3