კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ახვეწნინებს და აწვალებს ბიჭებს ნათია რუხაია


17 წლის ნათია რუხაია ლალი ტოტიკაშვილის მოდელია და თითქმის სამი წელია, რაც პოდიუმზე გამოდის. ის მომავალში იურიდიულ ფაკულტეტზე აპირებს ჩაბარებას და მიაჩნია, რომ ამ საქმეს კარგად გაართმევს თავს.


ნათია: ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს მოდელობა, საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს პოდიუმზე, თავდაჯერებული ვარ.

– მოდელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად ფლობდეს საკუთარ სხეულს. შენ თუ ახერხებ ამას?

– ერთი წლის განმავლობაში ვემზადებოდი ამისთვის და მიმაჩნია, რომ ჩემი ასაკისა და სამოდელო გამოცდილების ფონზე, საკუთარ სხეულს ნორმალურად ვფლობ.

– მოდი, საკუთარი თავი დაახასიათე.

– საკმაოდ კომუნიკაბელური, მხიარული ადამიანი ვარ და იოლად შევდივარ სხვებთან ურთიერთობაში. თუ ვხედავ, რომ კარგი ადამიანია, შემიძლია, მივენდო, თუმცა გოგონებს ნაკლებად ვენდობი.

– ბიჭებს უფრო ენდობი?

– ბიჭების ნდობა უფრო შეიძლება, ვიდრე გოგონების. მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ჩემი მიმნდობი ხასიათით ბოროტად უსარგებლიათ, მაგრამ ეს დიდად არ მიმაქვს გულთან. თანაც უცხო ადამიანებს ნაკლებად ვენდობი. მაგრამ, შეიძლება, ადამიანი ისე მომეწონოს, რომ ერთი ნახვით შემიყვარდეს და ყველაფერი მოვუყვე, გავუზიარო.

– ბრაზიანიც ხარ?

– ბრაზიანიც ვარ და ცოტა უხეშიც. ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს, ამ დროს ვყვირი და ბოლო ხმაზე ვღრიალებ. თან, მალე ვერ ვწყნარდები, სიბრაზე დიდხანს მიმყვება, თუმცა ბოღმა არ ვარ და გულში არაფერს ვიდებ. ბოლოს ისე ხდება, რომ ვინც გულს მტკენს, იმას ყველაფერს ვპატიობ და ვივიწყებ.

– როგორი გართობა გიყვარს?

– ღამის კლუბებში ჩემს მეგობრებთან ერთად მიყვარს სიარული, თუმცა ხშირად არ დავდივარ. ძალიან კარგად ვერთობით ხოლმე, ალკოჰოლურ სასმელსაც ზომიერად ვსვამ. ბუნებაშიც გვიყვარს ერთად გასვლა, რესტორანშიც. ისეთი სადაქალო გვყავს, სადაც ჩვენ ვართ, იქ ყოველთვის არის კისკისი, ღრიალი, ხარხარი, ჩვენ გვერდით არ მოიწყენს კაცი.

– როგორ რეაგირებ კომპლიმენტებზე?

– გააჩნია კომპლიმენტს. ყველა გოგონას სიამოვნებს მისი მოსმენა, თუმცა, იმასაც გააჩნია, როგორი კომპლიმენტია და ვინ გეუბნება. უხეშ კომპლიმენტებს არასდროს ვაქცევ ყურადღებას, იგნორს ვუკეთებ, სადაც უნდა ვიყო, ჩემთვის განვაგრძობ გზას.

– ბუნებით თუ ხარ თბილი, ყურადღებიანი?

– არ ვარ არც თბილი და არც ყურადღებიანი, ცივი ადამიანი ვარ. არ მიყვარს სითბოს გამოხატვა. თუმცა, შინაგანად თბილი ვარ. უხეში ადამიანი ვარ და, ალბათ, ეს ამის ბრალია.

– ისე, მამაკაცებს ზოგჯერ მოსწონთ ასეთი ქალები.

– დიახ, ბიჭებს უხეში გოგონები უფრო აინტერესებთ, უნდათ, რომ გადაიბირონ, დაიყოლიონ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს იშვიათად ხდება. ძალიან ჯიუტი ვარ. კი ცდილობენ ჩემს დაყოლიებას, მაგრამ არაფერი გამოსდით. საერთოდ, თუ მამაკაცი ჩემგან დაჟინებით, მკაცრად მოითხოვს რამეს, ისეთი ხასიათი მაქვს, რომ არ წავალ დათმობაზე.

– რომ შეგიყვარდეს, არც მაშინ?

– თუ შემიყვარდება, მაშინ წავალ დათმობაზე, მაგრამ ჯერ არავინ მიყვარს.

– გიყვარს ბიჭების წვალება?

– არ მიყვარს, მაგრამ ჩემი ხასიათის გამო, ასე გამოდის. როგორც კი იწყება ჩემი ურთიერთობა ბიჭთან, მაშინვე იწყება მისი წვალებაც. ცოტა კაპრიზული ვარ და არასდროს ვიღებ მტკიცე გადაწყვეტილებას, თავიდან სულ ვყოყმანობ. ბიჭი უნდა მეხვეწოს, რომ რაღაცას მიაღწიოს. საერთოდ, ბიჭმა არც პირველ და არც მეორე უარზე არ უნდა ჩაიქნიოს ხელი. ბოლომდე უნდა იბრძოლოს. ყველა გოგონა იფასებს თავს, მაგრამ ბიჭმაც უნდა იგრძნოს თავი კაცად და ზედ არ უნდა გადაუარო.

– რა შემთხვევაში აძლევ მამაკაცს შენთან ურთიერთობის შანსს?

– თუ მამაკაცი მომეწონება და მომინდება მასთან ურთიერთობა, მაშინ მივცემ შანსს. მაგრამ თუ არ მინდა მასთან ურთიერთობა, პირდაპირ ვაგრძნობინებ, ამას. ასეთ შემთხვევაში არ ვარ უხეში, უბრალოდ პირდაპირ ვეუბნები: „არა“ – და მორჩა. თუ ბიჭი „ლაითად“ მომწონს, ჩემამდე მოვუშვებ, მაგრამ ბოლომდე არა. ჩემთვის ყოველთვის დავიტოვებ ისეთ რაღაცას, რომ კიდევ უფრო დავაინტერესო. საერთოდ, გოგონა მამაკაცისთვის ყოველთვის უნდა იყოს საინტერესო, მასთან ბოლომდე არ უნდა გაიხსნას და რაღაც უნდა დაიტოვოს. მამაკაციც ყოველთვის საინტერესო უნდა იყოს. თუ მასში რაღაც ინტრიგა დევს, ქალი უფრო მეტად იჩენს მის მიმართ ყურადღებას.

– როგორი მამაკაცები მოგწონს?

– რომ ამბობენ ხოლმე, მთავარი მამაკაცის შინაგანი სამყაროა, თუ თავიდან გარეგნობით არ მომეწონა, მაშინ მისი შინაგანი სამყაროთი არ დავინტერესდები. ჯერ გარეგნობით უნდა მომხიბლოს, ჩემს გემოვნებაში უნდა ჯდებოდეს და მერე, თუ ისეთი ხასიათის აღმოჩნდება, როგორიც მე მომწონს, მაშინ მივცემ შანსს. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მამაკაცის ჩაცმულობას. ცოტა წვერიც მომწონს, შავგვრემანი და ტალღოვანი თმით, კაცური უნდა იყოს. კლასიკური სტილი, სერიოზული, საქმიანი, ჩამოყალიბებული მამაკაცები მომწონს, რომ იციან, რა უნდათ.. პატარა, 16-17 წლის ბიჭები არ მომწონს. რაც შეეხება ხასიათს, მე ხომ ვარ უხეში, ჯიუტი, უყურადღებო, მამაკაცი კი, პირიქით, მინდა, რომ იყოს თბილი, ყურადღებიანი, დამთმობი, ანუ ჩემგან განსხვავებული, რომ კარგად შევეწყოთ ერთმანეთს. მკაცრი ხასიათიც უნდა ჰქონდეს, მაგრამ ძალიან არა. თავისუფლებას ვარ მიჩვეული და არ მიყვარს, როცა ვინმე რამეში მზღუდავს. ანუ მამაკაცი მკაცრი უნდა იყოს, მაგრამ ძალიან არა, უნდა აინტერესებდეს, სად მივდივარ, რას ვაკეთებ, ყურადღებას უნდა მაქცევდეს.

– ესე იგი, არ მოგეწონება, რომ მამაკაცმა გაგაკონტროლოს?

– საერთოდ, კაცებს ხასიათში აქვთ – გოგონაა და ჩემს ჭკუაზე უნდა ვატაროო. მაგრამ როგორ გამოსდით ეს, უკვე სხვა საქმეა. არც ის მიყვარს, როდესაც ბიჭი ჩემს ჭკუაზე დამყავს, ასეთ მამაკაცთან ურთიერთობა არასაინტერესოა. კარგია, როდესაც მამაკაცი გაკონტროლებს, მაგრამ ეს ზომიერების ფარგლებში უნდა მოხდეს. თუ გინდა, რომ ურთიერთობა შედგეს, ქალმაც უნდა დათმოს და მამაკაცმაც.

– როგორ ფიქრობ, ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ყველაფერში არ უნდა აჰყვნენ?

– კი, მქონია ასეთი შემთხვევა. თუ გინდა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გქონდეს, უნდა გაუგო, ამიტომ, შეიძლება, ერთად იგიჟოთ, ერთად წახვიდეთ სადმე, თუნდაც მისი ხათრით.

– შენ გააკონტროლებ?

– კაცი არ უნდა იყოს ეჭვიანი, უნდა მენდობოდეს და დარწმუნებული უნდა იყოს ჩემში. თუ მამაკაცს ჩემი მხრიდან კონტროლი დასჭირდება, ნამდვილად დამკარგავს. ჩემი გასაკონტროლებელი თუ გახდება, ეს მისთვის იქნება უარესი, შესაბამისად თუ უნდა, რომ შემინარჩუნოს, ჯობია, არ დასჭირდეს კონტროლი.

– რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს?

– ეჭვიანი არ ვარ, სკანდალებს არ მოვაწყობ, მაგრამ ცუდი რეაქცია მექნება, გული მეტკინება. ქალმა და მამაკაცმა ერთმანეთი უნდა შეავსონ. კაცს სითბო, ყურადღება არ უნდა მოაკლო, ყველანაირად უნდა ეცადო, შენი ინტერესი ჰქონდეს. მაგრამ თუ ამ ინტერესს დაკარგავს, მაშინ არაფერს აღარ აქვს აზრი.

– როგორ ფიქრობ, ქალმა უნდა გამოაჩინოს ის, რაც ლამაზი აქვს?

– რაც ლამაზი გაქვს, უნდა გამოაჩინო, მაგრამ ზომიერების ფარგლებში, გადამეტებულად არა.


скачать dle 11.3