აგრესია და სექსუალობა
მამაკაცის სექსუალობა ქალისაზე გაცილებით პრიმიტიულია. ქალის გარეგნობაში ეროტიკულობა ისეთი ძლიერი იარაღია, რომ სისულელე იქნებოდა მისი არგამოყენება.
სტატისტიკას თუ ვერწმუნებით, მამაკაცების 60 პროცენტზე მეტი დარწმუნებულია, რომ, როცა ქალს პერანგში თვალსაჩინოდ მოუჩანს ბიუსტჰალტერი, ან მხარი აქვს მოშიშვლებული, ის მზად არის მის შესაცდენად, ანუ საცდუნებლად. ამიტომ, თუ არ გინდათ, სექსუალურ აგრესიაში დაგდონ ბრალი, ყურადღება მიაქციეთ ბიუსტჰალტერის სამხრეებს.
* მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ განსაკუთრებით სექსუალურია ვიწრო ქვედაბოლო და ფეხსაცმელი წვრილ, მაღალ ქუსლზე, მით უფრო, თუ ქალბატონის კანისფერი თხელი კოლგოტი აცვია. შავ კოლგოტს თვალი უკვე შეეჩვია.
* მამაკაცებს არ მოსწონთ, როცა მათი კოლეგა ქალბატონები სამსახურში თხელი მაისურებით ან გამჭვირვალე პერანგებით დადიან. შეიძლება, ხმამაღლა უკმაყოფილებას არ გამოხატავენ და არ ბუზღუნებენ, მაგრამ ღიზიანდებიან.
* ერთხმად არის მოწონებული ჭრელი ქვედაბოლო. მამაკაცების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ასეთ ქვედაბოლოს ალტერნატივა არ აქვს და განსაკუთრებით წარმოაჩენს ქალბატონის ქალურობას. თუ მას გაუბედავ ღიმილსაც დაუმატებთ, წარმატება გარანტირებულია.