კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ვარჯიშობდა 30 000 კაცი ქეთა თოფურიასთან ერთად და რატომ ვერ აოცებს მას საყვარელი მამაკაცი


რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია, ახალ წელს ჩვეულ რეჟიმში შეხვდა. არც ამჯერად ჩაუვლია მისთვის ამ დღეს კონცერტის გარეშე. უკვე რამდენიმე წელია, ქეთა გამოჩენისთანავე ყურადღების ცენტრში ექცევა, მის შესახებ ბევრ ჭორ-მართალს ყვებიან. მისი პირადი ცხოვრებით ძალიან დაინტერესებულია რუსული პრესა, მაგრამ მათთვის ცოტა რამ თუ არის ცნობილი ქეთას რჩეულის შესახებ. რჩეულის ვინაობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ის კი შევიტყვეთ, რომ ქეთა ზამთრის არდადეგების გატარებას სამშობლოში გეგმავს და მეგობრებთან ერთად გუდაურში დაისვენებს.

ქეთა თოფურია: ახალი წლის ღამეს „ა სტუდიოს“ ორი კორპორატიული კონცერტი გვქონდა. რაც შეეხება დიდ, საერთო კონცერტებს, არ გამართულა. ძირითადად საახალწლო გადაცემები იყო და მონაწილეობა იქაც მივიღეთ.

– ახალ წელს რა სიახლით შეხვდი?

– სიახლე ის არის, რომ ჩავწერეთ ახალი სიმღერები, მალე ახალი ალბომიც გამოვა. მონაწილეობა მივიღეთ ერთ პროექტში: იყო დიდი აქცია, რომელიც ადამიანებს ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებდა. „პრიკოლის“ ვარიანტში გადავაკეთეთ და ჩავწერეთ ვლადიმირ ვისოცკის ერთ-ერთი სიმღერა. დუეტი რუსეთში ძალიან პოპულარულ დიჯეისთან, ლეონიდ ერუდენკოსთან ერთად გაკეთდა. „დავაგიგეთ“ კლიპი, რომელიც ახალი წლის მერე გამოვა. ძალიან მასობრივი გადაღებები გვქონდა. 30 000 კაცი ვარჯიშობდა ჩვენთან ერთად. მოკლედ ძალიან დიდი პროექტი იყო.

– მართალია, ხალხს ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდებთ, მაგრამ, საინტერესოა თავად თუ ახერხებ ამას?

– შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვცდილობ, ჯანსაღი წესით ვიცხოვრო. ჩემი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დავდივარ იოგაზე, არ ვსვამ და ასე შემდეგ.

– იოგათი დიდი ხანია, დაინტერესდი?

– დაახლოებით ნახევარი წელია. იოგას სხვადასხვანაირი სახეობა არსებობს. მე უფრო ფიზიკურ დატვირთვაზე ვაკეთებ აქცენტს.

– ანუ, ფორმაში ხარ.

– დიახ.

– საქართველოში არ გეგმავ ჩამოსვლას?

– ჩამოსვლას ნამდვილად ვგეგმავ. მინდა, მეგობრებთან ერთად გუდაურში ათი დღე დავისვენო.

– გამოდის, ალპებს გუდაური გირჩევნია?

– არანაირად. უბრალოდ, მანდ ჩემი მეგობრები არიან და კარგად გავერთობით.

– თხილამურებით სრიალებ?

– დიდად პროფესიონალი მოთხილამურე არ ვარ, მაგრამ რაღაცას ვახერხებ.

– საშობაო კონცერტებს რაც შეეხება?

– საშობაოდ არაფერს ვგეგმავ, რადგან მაგ პერიოდში ჩვენ ვისვენებთ, ორკვირიანი არდადეგები გვაქვს.

– „ა სტუდიო“ თუ გეგმავს კონცერტს საქართველოში?

– ამაზე იყო საუბარი, მაგრამ, იმ დროს უნდა დაგეგმილიყო, როცა ჩვენ არდადეგები გვაქვს. ამიტომ, ჯერჯერობით არ ხერხდება.

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, რომელიც ყოველთვის ყველას აინტერესებს?

– ახალი არაფერი ხდება. ჯერჯერობით ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო.

– ვიცი, რომ შენი რჩეული არ არის შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი, უფრო მეტიც, მას არანაირი შეხება არ აქვს ამ სფეროსთან. ის ახალგაზრდა ბიზნესმენია. როგორ „უძლებს“ შენს პოპულარობას?

– ამით არანაირი პრობლემა არ ექმნება. ალბათ, უფრო ნაკლებად მიმზიდველი იქნება მისთვის, პირიქით რომ იყოს და მის რჩეულს არავინ იცნობდეს.

– თუმცა, მამაკაცს ხშირად აკომპლექსებს ის მომენტი, როცა მისი შეყვარებული საზოგადოებისთვის ბევრად უფრო ცნობილია, ვიდრე თვითონ. ალბათ, ხალხმრავალ ადგილებში, თავისუფლად ვერ გრძნობთ თავს, რადგან ყველა ცდილობს თქვენი ურთიერთობის გარკვევას და პრესაში დაფიქსირებას.

– ძირითადად, არც მე დავდივარ „ტუსოვკებზე,“ თვითონაც ისეთი ტიპია, არ უყვარს ხალხმრავალ ადგილებში სიარული. ამიტომ, არანაირად არ მიშლის ხელს ხალხის ზედმეტი ყურადღება. მასთან ერთად ასეთ ადგილებში ვერავინ მხედავს. როცა შეხვედრა გვინდა, ერთმანეთს ვუკავშირდებით და სადმე მივდივართ, იქ სადაც სხვა არავინ არის.

– ანუ, განმარტოებას და წყნარ სიტუაციას ამჯობინებთ.

– დიახ.

– გამოგდით ეს „მანევრი“?

– მშვენივრად. ბოლო პერიოდში მართალია ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ მისთვის დროს მაინც ვპოულობ.

– სიყვარულმა შეგცვალა?

– სიყვარულმა არანაირად არ შემცვალა, ისევ ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი.

– მისთვის თუ მიგიძღვნია სიმღერა?

– დიახ, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დავწერე სიმღერა და ისიც მას მივუძღვენი. ეს სიმღერა არავის აქვს მოსმენილი, მის გარდა.

– მოეწონა?

– გაგიჟდა, გადაირია...

– თვითონ რა სახის სიურპრიზებს გიკეთებს?

– რომ გითხრა, ძალიან რომანტიკული ადამიანია-მეთქი, მოგატყუებ. ის უფრო ძვირფას საჩუქრებს მჩუქნის. რომანტიკული სიურპრიზით ჯერჯერობით არ გავუოცებივარ.

– შენ თუ გაგიოცებია?

– მე უფრო რომანტიკული ვარ და საჩუქრებსაც ასეთს ვუკეთებ.

– ყველაზე მეტად რით ჰგავხართ ერთმანეთს?

– ერთმანეთს ძალიან ვგავართ უკომპლექსობით, იუმორით. თბილი ადამიანები ვართ. საერთო ძალიან ბევრი გვაქვს და ერთმანეთს მშვენივრად ვეგუებით, თან ორივე „ქალწულები“ ვართ.

– საქართველოში როდის აპირებ მის ჩამოყვანას?

– საქართველოში ზაფხულში ბრძანდებოდა. თავისი საქმე ჰქონდა, თან, მეც აქ ვიყავი და სიამოვნებით ჩამოვიდა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოეწონა საქართველო.

– რუსულმა პრესამ როგორ მიიღო შენი რომანი?

– რა ვიცი, ჩვეულებრივად. სხვათა შორის, საქართველოდან უფრო ბევრი კითხვა მოდის, ვიდრე აქედან.

– როგორ ახერხებ ამდენ ხანს შენი საყვარელი ადამიანის დამალვას?

– არ ვმალავ, უბრალოდ, ცნობილი ადამიანი არ არის და ვერავინ იგებს მის ვინაობას. ერთხელ მითხრეს, რომ არ ამბობ, უფრო გვაინტერესებსო. არ ვამბობ და რა ხდება, რომ ვთქვა, უეჭველად გააგიჟებენ. ამიტომ, როგორც არის ასე ჯობია.


скачать dle 11.3