დაუმორჩილებელნი 2
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-52(470)
– სიცოცხლეს დაემშვიდობე, შე პეტუხო!
სახტად დარჩენილმა პისტოლეტიანმა ხელები გაშალა, მაგრამ მოულოდნელად მკვეთრი მოძრაობა გააკეთა, რომ ლუდა განეიარაღებინა. თუმცა, მედვედევამ მას შუბლში ჩაარტყა პისტოლეტის ტარი, გათიშა და ჩაილაპარაკა: – ჯერ აქ ეგდე შენს პაძელნიკებს რომ დავხოცავ, მოგიბრუნდები და ბოლოს მოგკლავ!
ლუდა მედვედევა უკიდურესად იყო გამწარებული და თავდამსხმელების გაჟლეტას აპირებდა. გოგონა „ჟიგულიდან“ გადავიდა „ბეემვეს“ მიეპარა და პისტოლეტი მოიმარჯვა, რომ სროლა დაეწყო, მაგრამ ლუდას ვიღაცამ პირზე ააფარა ხელი და ყურში ჩასჩურჩულა:
– მშვიდად, ლუდა, ნუ ცხარობ, ყველაფერი მშვენივრადაა...
გოგონას ჯერ თვალები გაუბრწყინდა ნაცნობი ხმის გაგონებაზე, შემდეგ შეტრიალდა და ჰამოს ტუჩებში კოცნა დაუწყო, თან იმეორებდა: ჰამო, ძვირფასო, საყვარელო!..
მთაწმინდელმა ნაზად მოიშორა ლუდა და უთხრა:
– ეგ მერე, ახლა კი საქმე... რა ხდება?
– „ბეემვეში“ ოთხი ნაბოზარი ზის, ერთ-ერთი ავტომატითაა შეიარაღებული; „ჟიგულიში“ კი მეხუთე გათიშული ნაბოზარი გდია.
– კარგი. ჯერ ავტომატი დავითრიოთ და დანარჩენი მერე გადავწყვიტოთ.
ჰამომ პისტოლეტი გამოართვა ლუდას, „ბეემვეს“ მარცხნიდან მოუარა და უზარმაზარ ფიჭვს მოეფარა. მედვედევა კი სირბილით მივიდა მანქანასთან და აღშფოთებულ-შეშინებული სახით უთხრა იქ მსხდომთ:
– მე მგონი, თქვენი ძმაკაცი დაიბრიდა...
– დაიბრიდა? – გაიმეორა ავტომატიანმა, რომელიც საჭესთან იჯდა და გადაიხარხარა, – ასე ვთქვათ, ჟიმაობაში გაიპარა? ხომ ვეუბნებოდი, არ გინდა-მეთქი. იმან კი არ დამიჯერა.
– რა გაცინებს? – უთხრა ლუდამ ავტომატიანს, – შენი ძმაკაცი მოკვდა და შენ კი იცინი?
– ნუ გეშინია, არ მოკვდებოდა. წამოსვლის წინ მაგრად დაბოლდა და, ეტყობა, რომ გეჟიმავებოდა, იმდენი ენერგია დაკარგა, გული წაუვიდა. ასე იცის ხოლმე, როდესაც ბევრ ანაშას მოწევს.
– გული კი არ წაუვიდა, მე მგონი, გაუსკდა, გაშავდა და პირიდან დუჟი წამოუვიდა.
– გაშავდა და დუჟი წამოუვიდა?
– გადმოდი მანქანიდან, წამოდი და შენ თვითონ ნახე!
ავტომატიანმა კარი გააღო და მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა, მაგრამ, როგორც კი ერთი ნაბიჯი გადადგა, ფიჭვის უკან დამალულმა ჰამომ პისტოლეტი მიაჭირა კეფაზე და უთხრა:
– არ გაინძრე, თორემ ტვინს გაგასხმევინებ!
ლუდამ კი ავტომატი აართვა და, ჯერ ფეხებშუა ამოარტყა წიხლი და ჩაკეცა, შემდეგ მანქანასთან მივიდა, ავტომატი დანარჩენებს მიუშვირა და უბრძანა:
– მანქანიდან გადმოეთრიეთ, თქვე პეტუხებო და ერთ მწკრივში დადექით!
ლუდას ბრძანება დაუყოვნებლივ შეასრულეს და ოთხი უიარაღო, შეშინებული ახალგაზრდა მორჩილად გამწკრივდა მის წინ. გოგონამ მიწაზე გველივით დაკლაკნილ, ავტომატიანს წიხლი უთავაზა და ჰამოს უთხრა:
– „ჟიგულიში“ რომ პეტუხი გდია, ისიც მოათრიე!
ჰამომ მოათრია „პეტუხი“, რომელიც წვიმის წყალმა გამოაფხიზლა და ლუდას გაოცებული ათვალიერებდა. გოგონამ თვალებმოჭუტულმა შეხედა და ირონიულად უთხრა:
– როგორ ხარ, დიდო მჟიმავო, რაღაც ვერ მაწყევლინე თავბედი შენი სექს-ქარიშხლით, რაშია საქმე, გადაიფიქრე, თუ ტრაკი არა გაქვს?
იმას, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ავტომატი ეჭირა, ტკივილმა ნელ-ნელა გაუარა, ტლაპოში წამოჯდა და შეიარაღებულ ქალ-ვაჟს შეშინებული უყურებდა. ლუდამ კი ხელი აიქნია და მიწაზე მსხდომებს უბრძანა:
– ჩადექით მწკრივში, უნდა დაგხვრიტოთ!
მიწაზე მსხდომები მწკრივში ჩადგნენ. ლუდამ კი პისტოლეტი მიუშვირა და სროლის დაწყების იმიტაცია გააკეთა, რამაც ერთ-ერთი ისე შეაშინა, რომ ატირდა:
– არ მესროლო, მაპატიე, არ მინდოდა, აი ამ ნაბოზარმა გვითხრა, „ბეემვეს“ დავესხათ თავსო, – და ხელი იმისკენ გაიშვირა, რომელსაც ლუდას პისტოლეტი ემუქრებოდა თან ტირილს უმატა: – გემუდარებით, ნუ მომკლავთ!..
– ვინ ხართ, რატომ დაგვესხით თავს?
– ჩვენ პრესტუპნიკები ვართ და ფირმა მანქანებზე ვჩალიჩობთ, – ამოილუღლუღა ყოფილმა ავტომატიანმა.
– პრესტუპნიკი კი არა, ნაბოზარი ხარ შე ტრაკო! – კბილებში გამოსცრა ყოფილმა პისტოლეტიანმა, ფეხებშუა ამოჰკრა წიხლი და უზარმაზარ ტლაპოში ჩააგდო. შემდეგ, ლუდასკენ გაექანა, თან იღრიალა, – შენი დედაც, შე ძუკნავ!..
მედვედევამ გამოქანებულს მარჯვენა ხელის მაჯაში ჩაავლო ხელი და მოხდენილი მოძრაობით ისეთი უცნაური ილეთი ჩაუტარა, რომ სალტო გააკეთებინა და თავისი „პაძელნიკის“ გვერდით ჩააგდო ტლაპოში, თან დააყოლა:
– მე ვარ ძუკნა თუ შენ, შე ღორო?! – შემდეგ, მწკრივში მდგომებს მიუბრუნდა და უთხრა, – თქვენც ხომ არ გინდათ ასეთ დღეში ჩავარდნა?
– არა, არა! – თითქმის ერთდროულად უპასუხეს ლუდას სამივემ.
– მაშინ, ეს „ჯიპი“ აგვითრიეთ ტრასაზე!
ერთ მწკრივში მდგომებმა „ჯიპი“ რის ვაი-ვაგლახით აიყვანეს გზატკეცილზე და არაქათგამოცლილებმა ჰკითხეს ლუდას:
– კიდევ რამეს ხომ არ გვიბრძანებთ?
– არა, შეგიძლიათ, დაახვიოთ, მაგრამ თქვენი პეტუხი ძმაკაცის თან წაყვანა არ დაგავიწყდეთ, თორემ ტლაპოში ყვერები გაუცივდება! – ირონიულად უთხრა ლუდამ, ჰამომ კი ხელით ანიშნა, რომ მოეცადათ და დავალება მისცა:
– ფიჭვის გვერდით რომ ბუჩქებია, თეთრი კეისი დევს და რომელიმემ ამომირბენინეთ!
სამივე თავდამსხმელი ერთდროულად დაეშვა დაღმართზე. ლუდამ კი ჰამოს ჰკითხა:
– როგორ მოახერხე კეისის შენარჩუნება?
– ის არ გიკვირს, თავი როგორღა შევინარჩუნე და შენ როგორ მოგაგენი?
– როგორ?
– ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, – უთხრა ლუდას ჰამომ, ერთ-ერთ თავდამსხმელს კეისი გამოართვა და გოგონასთან ერთად „ჯიპში“ ჩაჯდა, ძრავა ჩართო, შემდეგ, მჭიდამოცლილი ცეცხლსასროლი იარაღები დაღმართზე მოისროლა და, სანამ ადგილიდან დაიძრებოდა, თავდამსხმელებს უთხრა: – ეს რკინები თქვენს მეგობრებს გაუკვეხეთ უკანალში!..
***
ჰამო და ლუდა შუშებჩალეწილი, დაჭეჭყილი „ბეემვეთი“ სასტუმრო „ინტურისტში“ რომ დაბრუნდნენ, შუაღამე შესრულდა. აბსოლუტურად სველი ქალ-ვაჟი სასტუმროს სველ ჰოლში შევიდა. გაოცებულმა პორტიემ ჰკითხა:
– ასე სად დასველდით, „ჯიპით“ არ წახვედით?
– ჰო, „ჯიპით“ ვიყავით, – თავი დაუქნია პორტიეს ჰამომ, – მაგრამ, პატარა ავარია მოგვივიდა და მანქანიდან გადასვლა მოგვიწია. „ბეემვეს“ სახელოსნო თუ არის ქალაქში?
– რა თქმა უნდა, არის, თანაც, ძალიან კარგი ხელოსნები მუშაობენ. გნებავთ, დავრეკავ და შეკვეთას მივცემ?
– მე ახლა იქ მისვლის თავი არ მაქვს. თანაც, შუაღამეა და იქნება ვინმე?
– სახელოსნო ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობს. მანქანას კი თვითონ წაიყვანენ.
მაშინ, დარეკეთ და წაიყვანონ. ჩვენ კი ნომერში ავალთ და ხარჯებზე ხვალ დავილაპარაკოთ. თქვენ თვითონვე გაარკვიეთ ყველაფერი და, უკან რომ მოიყვანენ, მაშინ გადავუხდი ფულს, – უთხრა ჰამომ პორტიეს, გასაღები გამოართვა და სასტუმროს ლუქსში ავიდა ლუდასთან ერთად.
როგორც კი ოთახში შედგეს ფეხი, ლუდამ ტანისამოსი გაიძრო, მთლიანად გაშიშვლდა და სააბაზანოში შევიდა. უკან ოციოდე წუთის მერე დაბრუნდა ხალათში გამოწყობილი და შხაპის მისაღებად უკვე ჰამო შევიდა. მთაწმინდელიც ხალათმოსხმული გამოვიდა სააბაზანოდან და წინა ღამით გაწყობილ სუფრას ლუდასთან ერთად მიუჯდა. გოგონამ ორი ჭიქა კონიაკით შეავსო და ჰამოს უთხრა:
– მაპატიე, ძვირფასო, ჩემი რომანტიკული კაპრიზები კინაღამ სიცოცხლის ფასად დაგიჯდა.
– დაგვიჯდა, – შეუსწორა ლუდას ჰამომ.
– შენ რომ ფეხქვეშ მიწა გამოგეცალა და ჩავარდი, ვიფიქრე, ქვესკნელში ჩავარდა და ცოცხალი აღარ არის-მეთქი. ამიტომ ავკივლდი და იმ ნაბოზრებმაც დამითრიეს.
– მართლაც ძალიან ხმამაღლა კიოდი.
– შენ რა იცი?
– მესმოდა.
– გესმოდა? კი მაგრამ, როგორ?
– შენმა ხმამ მიწაშიც ჩამოაღწია, – გაიცინა ჰამომ, – არ მეგონა, თუ ამხელა ხმა გქონდა.
– მაინც რა მოხდა, როგორ გადარჩი?
– არ გიხარია, რომ გადავრჩი? – იხუმრა ჰამომ.
– კარგი რა, კიდევ ეს მინდა? თქვი, თუ ამბობ!
– როგორც ჩანს, სადაც მე ჩავვარდი, უწინ იქ მიწისქვეშა ნაგებობა იყო. ეტყობა, წვიმებმა გამოფიტა ნიადაგი, მიწამ ჩემს სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაინგრა.
– რა მიწისქვეშა ნაგებობა?
– ალბათ, პარტიზანების შტაბი. ისინი ხომ მიწურებს თხრიდნენ.
– ვერაფერი გავიგე... – მხრები აიჩეჩა ლუდამ.
– რა ვერ გაიგე? მეორე მსოფლიო ომის დროს ხომ აქ ფაშისტები იყვნენ და მათ წინააღმდეგ პარტიზანები იბრძოდნენ.
– ახლა გასაგებია, მაგრამ მე როგორ მომაგენი?
– ხომ გითხარი, კივილის ხმას გამოვყევი, თორემ იმ უკუნეთში როგორ მოგაგნებდი.
– მაპატიე, ძვირფასო, – კიდევ ერთხელ მოუბოდიშა ლუდამ, შემდეგ კონიაკი გადაჰკრა და ჰამოს ტუჩებით დააცხრა...
წყვილმა მთელი ღამე ხვევნა-კოცნასა და ალერსში გაატარა. გამთენიისას დაიძინეს და მხოლოდ დღის 3 საათზე ადგნენ. შხაპი მიიღეს, ჩაიცვეს და რესტორანში ჩავიდნენ. ჰოლში მათ პორტიე მიესალმა, გაუღიმა და ჰამოს უთხრა:
– თქვენი მანქანა საღამოს 8 საათზე სრულ წესრიგში იქნება და სასტუმროს წინ იდგება.
– ძალიან კარგი. რამდენია გადასახადი? – ჰკითხა ჰამომ პორტიეს და საფულე ამოიღო.
– 850 ევრო, – გაიღიმა პორტიემ.
ჰამომ პორტიეს 1 000 ევრო მისცა და უთხრა:
– ხურდა თქვენი იყოს. ჩვენ ახლა რესტორანში მივდივართ. თუ მანქანა ჩვენს გამოსვლამდე მოიყვანეს, გასაღები იქ მოგვიტანე, თუ არა და – ნომერში.
– გასაგებია, – მიუგო ჰამოს პორტიემ.
წყვილი რესტორანში შევიდა და მარცხენა კედელთან მდგარ მაგიდას მიუსხდა. ჰამომ ფულით სავსე კეისი ხელმარცხნივ, სკამზე დადო და მიმტანს უთხრა:
– მწვადები, შამფურზე შემწვარი კალმახი, შავი ხიზილალა და ერთი ბოთლი „ბორდოც“ მოგვიტანეთ. მანამდე კი თითო თეფში სოკოს ცხელი სუპი.
მიმტანი შეკვეთის შესასრულებლად წავიდა. ჰამომ და ლუდამ სიგარეტი გააბოლეს, მშვიდად საუბრობდნენ და რესტორნის კლიენტებს ათვალიერებდნენ, რომლებიც ნელ-ნელა ავსებდნენ უზარმაზარ დარბაზს.
ლუდამ კვამლი გამოუშვა, დარბაზს გადახედა და ჰამოს უთხრა:
– მოსკოვი სულ სხვაა. საკმარისია, ამ ხალხის როჟებს გადახედო, მიხვდები, რომ პროვინციაში იმყოფები. „მდაა, ეტო ნე რიო-დე-ჟანეირო“, როგორც ოსტაპ ბენდერი იტყოდა.
– სამაგიეროდ, როსტოვი პრესტუპნი მირის დედაქალაქია.
– ეგ ადრე იყო. ახლა კი ყველაფერი მოსკოვშია თავმოყრილი. სანკტ-პეტერბურგიც კი ვერ შეედრება.
– იმათი დედაც, – შეიგინა ჰამომ და კოვზი მოიმარჯვა, – მოდი, ვჭამოთ.
ახალგაზრდებმა ჯერ სოკოს სუპი მიირთვეს, შემდეგ კი სიგარეტი გააბოლეს. ამასობაში, რესტორნის დარბაზი თითქმის შეივსო ხალხით და ჰამომ ლუდას უთხრა:
– რაღაც უცნაური გრძნობა მაქვს.
– რა გრძნობა?
– რა და, ვფიქრობ, თითქოს რაღაც უნდა მოხდეს.
– რა უნდა მოხდეს?
– არ ვიცი, მაგრამ ასეთი შეგრძნება მაქვს.
– მაშინ, აქედან ავახვიოთ.
– არა, ასე არ ივარგებს, ყურადღებას მივიქცევთ. ჯობია, შენ წახვიდე და კეისი წაიღო, მე მოგვიანებით შემოგიერთდები. საჭმელი კი ნომერში შევუკვეთოთ.
– კარგი, – თქვა ლუდამ და კეისს ხელი დაავლო, ჰამოს გაუღიმა და გასასვლელისკენ გაემართა.
გოგონა მშვიდობიანად გავიდა რესტორნიდან, ჰოლი გადაკვეთა და, ის იყო, ლიფტთან მივიდა, რომ უცებ სასტუმროს შენობაში უნიფორმიანი, ნიღბიანი სპეცრაზმელები შემოცვივდნენ, რომლებიც პატარა ავტომატებით იყვნენ შეიარაღებული. მათი ნაწილი ჰოლში დარჩა და პერიმეტრი გადაკეტა, უმეტესობა კი რესტორანში შეცვივდა... ლუდას არავინ შეხებია, მისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევიათ. მედვედევამ ამით ისარგებლა, ლიფტში ჩაჯდა, ნომერში ავიდა და ჩაილაპარაკა: „რა მაგარი ინტუიცია აქვს ამ ბიჭს! კიდევ კარგი, დროზე გამოვედი რესტორნიდან, თორემ მორიგ შარში გავეხვეოდით“.
ლუდამ ფულით სავსე კეისი ლეიბის ქვეშ დამალა, ნომრის კარი ჩაკეტა და სასწრაფოდ ჰოლში ჩავიდა, რომ ჰამოს დახმარებოდა – მას გაახსენდა, რომ ჰამოს არანაირი საბუთი არ ჰქონდა თან და, შეიძლებოდა უსიამოვნებას გადაყროდა. გოგონა ჯერ პორტიესთან მივიდა და ჰკითხა:
– ხომ არ იცით, რა ხდება?
– როგორც ჩანს, „ომონი“ სპეცოპერაციას ატარებს და ვიღაც მსხვილ შიშკას აკავებენ რესტორანში. ასეთი რამ ჩვენს ქალაქში ხშირად ხდება.
– კარგი, გმადლობთ, – უთხრა ლუდამ პორტიეს და რესტორნისკენ გაემართა, მაგრამ, კარში მდგომმა ნიღბიანმა ომონელმა ლუდას გზა გადაუღობა და მკაცრად უთხრა:
– არ შეიძლება!
ლუდამ ნიღბიანს „ეფესბეს“ წითელი წიგნაკი აუფრიალა ცხვირწინ და მიუგო:
– ოღონდ, არა ჩემთვის! გამატარე!
– მიბრძანდით, – სწრაფად თქვა ნიღბიანმა გოგონას რესტორნის კარი გაუღო და დარბაზში შეუშვა.
რესტორნის უზარმაზარ დარბაზში ორმოცდაათამდე შეიარაღებული ომონელი იმყოფებოდა. მათ ოცი ადამიანი ჰყავდათ დაკავებული, რომლებიც იატაკზე ეყარნენ და ზურგსუკან ხელბორკილები ჰქონდათ დადებული, რესტორნის დანარჩენი კლიენტები კი მაგიდებთან ისხდნენ და მორჩილად აკვირდებოდნენ შეიარაღებული ომონელების ყველა მოქმედებას. მაგიდასთან იჯდა ჰამოც და მშვიდად მიირთმევდა მწვადს.
ლუდა შესასვლელში შედგა, სიტუაცია შეაფასა და ჰამოსკენ გაემართა. სამოქალაქო სამოსში გამოწყობილმა, ოცდაათიოდე წლის მამაკაცმა ლუდა რომ დაინახა, აღშფოთდა და ერთ-ერთ უნიფორმიან ომონელს, რომელიც თავის კოლეგებზე ერთი თავით მაღალი იყო, უღრიალა:
– აქ რა ხდება, სტეპანოვ, ეს ძუკნა ვინ შემოუშვა?
სტეპანოვი სწრაფად შეტრიალდა, ლუდასკენ გაემართა, მაჯაში ჩაავლო ხელი და კბილებში გამოცრა:
– აქედან აახვიე, შე ძროხა, ვერ ხედავ, რომ სპეცოპერაციას ვატარებთ? გაეთრიე და კლიენტები გარეთ ეძებე, შე ძუკნა პუტანა, შენა!
– ოპერაცია, თანაც სასწრაფო, შეიძლება, შენ დაგჭირდეს, შენი დედაც!.. – არ შეარჩინა ლუდამ, მკვეთრად შეუტრიალდა ზურგით და მარცხენა ფეხის ქუსლი ისე ძლიერად ამოსცხო ფეხებშუა, რომ გოლიათი ომონელი თვალის დახამხამებაში მოიკეცა, მაგრამ ლუდამ ეს არ იკმარა, სტეპანოვს მხრებში ჩაავლო ხელი, მისივე ინერციის ძალა გამოიყენა, მკვეთრად მარჯვნივ მოიქნია და გოლიათი ომონელი მონეტასავით დაატრიალა ჰაერში, რომელიც საშინელი ძალით დაენარცხა მარმარილოს იატაკზე...
ამ სურათის მხილველმა ადამიანებმა ლუდას გაოცებული მზერა მიაპყრეს. მედვედევა კი, ვითომ არაფერი მომხდარიყოს, ჰამოსთან მივიდა, მაგიდას მიუჯდა და მწვადის ჭამას შეუდგა.
– ბრიუს ლი ხარ, ოღონდ, უყვერებო – ნაშა ბრიუს ლი, – ხუმრობით უთხრა ჰამომ ლუდას და ჭიქა წითელი „ბორდოთი“ აუვსო.
– არა მარტო მე ვარ უყვერებო, არამედ ისიც, – ლუდამ სტეპანოვზე მიუთითა, რომელიც იატაკზე ეგდო, გველივით იკლაკნებოდა და კნაოდა.
– მოემზადე, ჩვენთან „ძაღლების“ შეფი მოდის საქმის გასარჩევად, – უთხრა ჰამომ.
– ძირში არ მოგვჭამოს, – თქვა ლუდამ, წითელი ღვინით სავსე ჭიქა ასწია და ჰამოს უთხრა:
– ამ სასმისით ყველა ყვერებიან მამაკაცს გაუმარჯოს შენი თამადობით!
ამასობაში მაგიდას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა მიუახლოვდა, რომელსაც ორი ომონელი მოჰყვა.
– თქვენი საბუთები! – მიმართა მან ლუდას.
მედვედევამ ღვინო ნელ-ნელა დალია და ჭიქა დადგა. შემდეგ ხიზილალიანი პური ჩაკბიჩა, დაღეჭა, გადაყლაპა და ჰამოს უთხრა:
– კარგია, მაგრამ წითელი ხიზილალა მირჩევნია. მოდი, შევუკვეთოთ!
ახალგაზრდა ლუდას საქციელმა უკიდურესად გააღიზიანა, მაგრამ მაქსიმალურად შეიკავა თავი და გაიმეორა:
– თქვენი საბუთები გვანახვეთ!
ლუდამ დინჯად მიაბრუნა თავი, ახალგაზრდა აათვალიერ-ჩაათვალიერა და ჰკითხა:
– გნებავთ რამე?
– თქვენი საბუთები! – კვლავ გაიმეორა სამოქალაქოსამოსიანმა.
– რაში გჭირდებათ ჩემი საბუთები?
ვამოწმებთ.
– ამოწმებთ?
– დიახ, ვამოწმებთ.
– რა უფლებით, ვინ ხართ?
სამოქალაქოფორმიანმა ლუდას წითელი წიგნაკი გაუშალა, რომელშიც ეწერა: „ეფესბეს“ კაპიტანი ტუპოვი“. შემდეგ, წიგნაკი ჯიბეში ჩაიდო და მეოთხედ თქვა:
– თქვენი საბუთები!
ლუდამ ტუპოვს „ეფესბეს“ წიგნაკი გაუშალა. შემდეგ ჯიბეში ჩაიდო და ჰკითხა:
– დაკმაყოფილდით?
ტუპოვმა თავი გააქნია და მედვედევას უთხრა:
– არა!
– არა? – გაიმეორა მედვედევამ, – რატომ?
– იმიტომ, რომ თქვენი წიგნაკი ვადაგასულია. ამიტომ, ნება იბოძეთ და განყოფილებაში წამოგვყევით.
– აი, თურმე, რაშია საქმე, – გადაიხარხარა ლუდამ, – ვერა და ვერ შევირბინე სამსახურში, რომ წიგნაკი გამოვცვალო. მაგრამ, არა უშავს, მოსკოვში რომ დავბრუნდები, ამას აუცილებლად გავაკეთებ. ასე რომ, ტუპოვ, აცუილებლად გამოვასწორებ ამ ხარვეზს. შენ კი, შეგიძლია, შენი სპეცოპერაცია განაგრძო, ოღონდ, სტეპანოვის საავადმყოფოში წაყვანა არ დაგავიწყდეთ, თორემ, ვინ იცის, ყვერები აქვს მომძვრალი.
– მოქალაქევ, – კბილებში გამოსცრა ტუპოვმა, – ადექით და მშვიდად გამოგვყევით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალას გამოვიყენებთ!
– ტუპოვ, – ირონიულად ჩაეცინა ლუდას, – შენ შენს გვარს მთლიანად ამართლებ. ეტყობა, მართლა უყვერებოდ დარჩენა გინდა.
ტუპოვმა ლუდას ზიზღით შეხედა და გვერდით მდგარ ომონელებს უბრძანა:
– დააკავეთ ეს ძუკნა და წამოათრიეთ!
ომონელები ადგილიდან დაიძრნენ, მაგრამ ლუდამ ორივეს ფეხებშუა ამოარტყა წიხლი და იატაკზე დაყარა, იგივე გაუკეთა ტუპოვსაც შემდეგ მობილური ტელეფონი ამოაცურა, დარეკა და მთელი ხმით ჩასძახა:
– ვოვა, როსტოვის ოლქის „ეფესბეს“ უფროსს დაურეკე და უთხარი, რომ დაურეკოს, კაპიტან ტუპოვს, რომელიც სასტუმრო „ინტურისტში“ სპეცოპერაციას ატარებს და უთხრას, რომ იატაკზე კოტრიალს თავი დაანებოს, თავისი ყვერები აკრიფოს და სამსახურში დაბრუნდეს. გაიგე?
– გავიგე, ახლავე!
ტელეფონი რომ დაკეცა, ლუდამ „ბორდოთი“ სავსე ჭიქა ასწია, ფეხზე წამოდგა და ყველას გასაგონად თქვა:
– ამ სასმისით ყველა ყვერებიან მამაკაცს გაუმარჯოს. უყვერებოებს და პეტუხებს კი ვურჩიოთ, რომ ტრაკის თამაშს თავი დაანებონ და კაცური ცხოვრება დაიწყონ! – ლუდამ ჭიქა ბოლომდე გამოსცალა და მაგიდაზე დადგა. შემდეგ იატაკზე დაკლაკნილ ტუპოვს მიაპყრო მზერა, რომელმაც რის ვაი-ვაგლახით ამოაცურა ჯიბიდან მობილური ტელეფონი და თქვა:
– გისმენთ, ბატონო გენერალო!
– ტუპოვ, შენი დედაც! ჩქარა აქ მოეთრიე! მიჩალიჩებ, რომ სამსახურიდან გამაგდონ? მინისტრის მოადგილის ქალიშვილს იჭერდი, არა?! აქ მოეთრიე და მე შენ გიჩვენებ სეირს!
– არის, მოვეთრიო, ბატონი გენერალო!.. – გაიმეორა ტუპოვმა, შემდეგ მძიმედ წამოდგა და თავის ხელქვეითებთან და დაკავებულებთან ერთად რესტორნიდან გავიდა, მანამდე კი ლუდას უთხრა:
– მაპატიეთ შეწუხებისთვის, გაუგებრობა მოხდა.
ლუდამ მხრები აიჩეჩა:
– ამით მხოლოდ და მხოლოდ თვითონ დაზარალდი და შენი ხელქვეითებიც დააზარალე. სხვა დროს ყვერებსაც გაუფრთხილდი და თავსაც.
„ომონი“ რომ წავიდა, ჰამომ და ლუდამ ჩვეულებრივად განაგრძეს სადილობა, მაგრამ რესტორანში დარჩენილი ადამიანები მხოლოდ მათ მისჩერებოდნენ და გოგონამ ჰამოს უთხრა:
– წამოდი, წავიდეთ, ყველანი ჩვენ გვიყურებენ და თავს შიშველი მაიმუნივით ვგრძნობ. თანაც, ისევ ვინმე არ შეძვრეს ჩვენს ნომერში და ფული არ წაიღოს. თანაც... თანაც... – ლუდამ მაცდურად გაიღიმა, – ხომ იცი, როგორ აღვიგზნები ხოლმე ჩხუბის მერე! მოდი, ნომერში დავბრუნდეთ.
წყვილი რესტორნიდან გავიდა. ჰოლში მათ პორტიე შეეგება, „ბეემვეს“ გასაღები მისცა ჰამოს და უთხრა:
– თქვენი „ჯიპი“ მოიყვანეს. ისეთ ვიდზეა, თითქოს ახლახან გადმოვიდა კონვეირიდან...
***
ლუდამ და ჰამომ მორიგი მგზნებარე ღამე გაატარეს, დილით კი „ჯიპში“ ჩასხდნენ და მოსკოვისკენ აიღეს გეზი. მათ გადაწყვიტეს, ერთ ღამეზე მეტი არსად შეჩერებულიყვნენ, თითქმის შეუსვენებლად ემოძრავათ და, რაც შეიძლება, მალე ჩასულიყვნენ მათესთან. ჰამო ჩვეული ოსტატობით მართავდა მანქანას და 160-200 კილომეტრი სიჩქარით მიჰქროდა.
– ასე თუ ვიარეთ, მოსკოვში 7-8 საათში ჩავალთ, – თქვა ლუდამ, – სულ რაღაც 1 200 კილომეტრი გვაქვს გასავლელი და ჩემს რაკეტას ამის გაკეთება არ გაუჭირდება.
– არა, – თავი გააქნია მთაწმინდელმა, – ხუთასი კილომეტრის მერე შევისვენებთ, ვორონეჟში ღამეს გავათევთ და ისევ დავაწვებით.
– მასე იყოს, – ამოიოხრა ლუდამ.
– შენ რა, კმაყოფილი არ ხარ?
– კი, როგორ არა, – სხვათა შორის თქვა გოგონამ.
– რაღაც არ გეტყობა. რა იყო, რა მოხდა?
ლუდამ ნაღვლიანი მზერა შეავლო ჰამოს:
– ჩვენი ბოლო ღამე იქნება და, ეს რომ გავიფიქრე, ხასიათი წამიხდა, – ლუდას უცებ სახე შეეცვალა, წამოწითლდა და მგზნებარედ თქვა, – მაგრამ ჩვენი ეს ბოლო ღამე ისეთი ბობოქარი და ვნებიანი იქნება, დედამიწის ქანებს შევარყევთ!
– ჩვენი რომელი ღამე არ ყოფილა ასეთი? – გაეცინა ჰამოს, – მომხდარა ოდესმე, რომ შენ ჩემგან უკმაყოფილო დარჩენილიყავი?
– არა, კვიცო, არა, მაგრამ ეს ღამე განსაკუთრებული უნდა იყოს.
– იყოს და იყოს, – გაეცინა ჰამოს, – არ ვარ წინააღმდეგი..
ვორონეჟში რომ შევიდნენ, საღამოს 7 საათი სრულდებოდა. ქალაქში რუსული წარმოების ავტომობილები ჭარბობდა, იშვიათად თუ გამოერეოდა ძველი, დაბალი კლასის უცხოური მანქანები. „ბეემვეს ჯიპის“ გამოჩენამ მოქალაქეების საყოველთაო ყურადღება მიიპყრო და მანქანას ისე უმზერდნენ, როგორც მარსიდან ჩამოფრენილ კოსმოსურ ხომალდს. ქალ-ვაჟმა ეს ყურადღება შეამჩნია და ლუდამ ჰამოს უთხრა:
– ხომ გახსოვს, ჯერ კიდევ როსტოვში გეუბნებოდი, მოსკოვის გარდა, დანარჩენი რუსეთი პროვინციაა-მეთქი. ვორონეჟი კი განსაკუთრებული საქაჯეთია. ხომ ხედავ, როგორი თვალებით გვიყურებენ? ასე მგონია, „ბეემვეს ჯიპს“ ცხოვრებაში პირველად ხედავენ.
– სამაგიეროდ, რა ნაშები დადიან ქალაქში!..
ლუდას ჩაეცინა:
– ჩემზე უკეთესები?
– არა, – თავი გააქნია ჰამომ.
ლუდა, ასეთმა პასუხმა არ დააკმაყოფილა.
– არა, ამ გომბიოებში რა ნახე მოსაწონი, თანაც, მე რომ მადარებ? – იკითხა ნაწყენმა.
– თუ არ შეგადარე, მაშინ, როგორ მივხვდები, რომ საუკეთესო ხარ?
– შენც რაღა ამათ მადარებ, ჰოლივუდელებს შემადარე!
– მაგარი ნაშა ხარ, ლუდა, დამშვიდდი. მოდი, ახლა ნორმალური სასტუმრო მოვძებნოთ და დავბინავდეთ, – თქვა ჰამომ, მანქანა „გაის“ ინსპექტორის გვერდით შეაჩერა.
– გამარჯობა, კაპიტანო! – მიესალმა ლუდა.
მილიციელმა გოგონას მხედრული სალამი მისცა და უთხრა:
– გაგიმარჯოთ, გისმენთ!
– კაპიტანო, რომელია თქვენს მშვენიერ ქალაქში საუკეთესო სასტუმრო?
– რა თქმა უნდა, „ინტურისტები“, – გაიღიმა მილიციელმა, – თანაც, სულ ახლახან დაასრულეს რემონტი. მართალია, იქ ცხოვრება ძვირია, მაგრამ, გატყობთ, თქვენ ეს არ გაგიჭირდებათ. ისეთი გასისინებული მანქანა გყავთ, აშკარაა რომ „ინტურისტი“ თქვენს ჯიბეს ვერ შეათხელებს.
– ხომ ვერ მიგვასწავლით გზას?
– სიამოვნებით, – თქვა კაპიტანმა, – სამასიოდე მეტრს რომ გაივლით, მარცხნივ შეუხვევთ; თეატრთან მარჯვნივ მოუხვევთ და იქვეა.
– გმადლობთ, კაპიტანო, – უთხრა ლუდამ მილიციელს, ჯიბეში ოცი ევრო ჩაუდო, გაუღიმა და დაემშვიდობა, – წარმატებას გისურვებთ, ნახვამდის!
მილიციელმა მიმავალ წყვილს მხედრული სალამი მისცა, შემდეგ ფულს დახედა და გაოცებულმა თქვა:
– ღმერთო ჩემო, ოცი ევრო მოუციათ! ნაღდად მილიონერები იყვნენ!
ჰამომ „ბეემვე“ თეატრის წინ შეაჩერა და მარჯვნივ გაიხედა. შემდეგ გაუხვია და ხუთსართულიანი შენობის წინ გაჩერდა, რომელსაც „ინტურისტი“ ეწერა, თუმცა მაღალი კლასის სასტუმრომდე ბევრი აკლდა.
– ხომ გეუბნებოდი! ნახე, რა საქათმეა! ამას ჯობია, კარავი ან სულაც საძილე ტომარა ვიყიდოთ და ღამე მდინარის პირას გავატაროთ, კოცონის წინ, – თქვა ლუდამ.
– რას იზამ, ჭირიმე. რაცაა, ესაა. წამოდი, ნომერი ავიღოთ!
ლუდა უკმაყოფილო სახით გადმოვიდა მანქანიდან, ამავე განწყობით შევიდა სასტუმროში და პორტიეს უთხრა:
– ნომერი გვინდა, მამილო, მაგრამ, რაც შეიძლება სუფთა და დალაგებული.
პორტიემ გაოცებით შეხედა გოგონას:
– ჩვენთან იდეალური სისუფთავეა. სხვათა შორის, სანიმუშო მომსახურებისთვის, აგერ უკვე სამი წელია, გარდამავალი დროშა ხელიდან არ გაგვიშვია.
– ლუქსი გვინდა, მამილო. გაქვთ მსგავსი რამ?
პორტიეს ჩაეცინა, ულვაშებზე ხელი გადაისვა და მიუგო:
– გვაქვს, გვაქვს, მაგრამ ერთი ღამე ორმოცი დოლარი დაგიჯდებათ.
– ორმოცი დოლარი? – გაიმეორა ლუდამ.
პორტიემ უფრო გულიანად გაიცინა, ულვაშები ორივე ხელით გაისწორა და უპასუხა:
– მართალია, ძვირია, მაგრამ უმაღლესი კლასის ოთახებია, მომსახურება კი – ბრწყინვალე. მოკლედ, სრული კომფორტია.
– ძვირი კი არა, ძალიან იაფია, მამილო და, ბაღლინჯოები არ დაგვესიონ.
– აბა, აბა, ეგეთები არ იყოს! – ულვაშა პორტიემ თითი დაუქნია ლუდას, კეთილი ბაბუასავით დატუქსა და უთხრა: – ყველა საპატიო სტუმარი ჩვენს სასტუმროში ჩერდება. ერთხელ ამერიკელი კონგრესმენები ცხოვრობდნენ აქ და მარადონასაც ჰქონდა ნომერი დაჯავშნული. თუმცა, მერე ვორონეჟში აღარ ჩამოსულა.
– ეს იმიტომ, მამილო, რომ თქვენი სასტუმრო უნახავადაც არ მოეწონა.
– გინდათ თუ არა ნომერი? – მოკლედ და კონკრეტულად იკითხა პორტიემ და ულვაშები სასაცილოდ ააცმაცუნა.
– უკეთესი სასტუმრო თქვენს ქალაქში არსადაა? – არ მოეშვა ლუდა.
– არა, – წყენით თქვა პორტიემ.
– მაშინ, რა გაეწყობა, ისევ თქვენთან უნდა გავჩერდეთ, მაგრამ, საუკეთესო ნომერი გვინდა, ისეთი, რომ შეისვლებოდეს და, რაც მთავარია, მაგარი საწოლი იდგას. ისეთი, რომ ჟიმაობისას არ ჩაინგრეს.
პორტიე ისევ გამხიარულდა:
– ალბათ, ახალდაქორწინებულები ხართ!
– სწორია. როგორ გამოიცანით?
პორტიემ კეთილგანწყობილად გაიღიმა, ლუდას ისევ თითი დაუქნია და უთხრა:
– ისე ცქმუტავ, გეტყობა, ახალი პატარძალი უნდა იყო. ამიტომ, საუკეთესო ნომერში მოგათავსებთ, მიდით და გემოზე გაატარეთ დრო. 234-ე ნომერში შეგიშვებთ. ფანჯრები მდინარეს უყურებს და მშვენიერი პეიზაჟი მოჩანს.
– კეთილი, გვაწყობს!
– რამდენი დღით გინდათ?
– ჯერჯერობით, ერთი ღამით. მაგრამ, თუ მოგვეწონა, შეიძლება, ერთი კვირაც კი დავრჩეთ.
– გასაგებია, – წაიღიღინა ულვაშა პორტიემ. სტუმრები გააფორმა, ლუდას ნომრის გასაღები დაუდო წინ და უთხრა: – 40 დოლარი გადაიხადეთ.
ლუდამ პორტიეს 50 ევრო დაუდო:
– დოლარები არ გვაქვს. აი, ეს გადაახურდავეთ და, რაც დარჩება, სულ თქვენი იყოს.
პორტიეს გაკვირვებისგან კინაღამ თვალები გადმოსცვივდა. ლუდამ კი თვალი ჩაუკრა მას და უთხრა:
– გმადლობთ, მამილო! თუ კმაყოფილი დავრჩი, კიდევ გაჩუქებ ფულს.
წყვილი მეორე სართულზე ავიდა.
– არც ისეთი ბანძობაა, როგორც გვეგონა, – თქვა ჰამომ, ნომერში რომ შევიდნენ.
– არა უშავს, – მხრები აიჩეჩა ლუდამ, – ერთ ღამეს როგორმე გავძლებთ. თუმცა ჩვენი ბოლო რომანტიკული ღამისთვის უკეთესი ნომერი გვეკუთვნოდა.
– კარგი, კარგი, გული ნუ ამიჩუყე. ღამემდე ჯერ კიდევ ადრეა. მოდი, ვივახშმოთ და მერე ვნახოთ რა იქნება, არ გშია?
– რესტორანში ჩავიდეთ თუ ნომერში შევუკვეთოთ?
– ნომერში თუ მოგვიტანენ, აქ ჯობია. თუ არა და, ჩავიდეთ.
– დავრეკავ და გავარკვევ, – თქვა ლუდამ, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ გაბრაზებულმა დაახეთქა ყურმილი: – ფუი, ამათი დედაც! პროვინციაზე უარესია! გაკვირვებულებმა მითხრეს, ნომერში, ვახშმის შეკვეთა ჩვენთან არ არისო.
– მაშინ, ჩავიდეთ. ერთი ვნახოთ, რა რესტორანი და საჭმელები აქვთ, – თქვა ჰამომ. შემდეგ კეისს დაავლო ხელი, ნომერი ჩაკეტა და ლუდასთან ერთად პირველ სართულზე ჩავიდა.
პორტიემ რომ წყვილი დაინახა, კეთილგანწყობილად გაუღიმა და უთხრა:
– საით, ახალგაზრდებო?
– ეჰ, მამილო, მამილო, აქ ნამდვილი საქათმეა!
– საქათმე? კი მაგრამ, რატომ?
– იმიტომ, მამილო, რომ გვშია და ნომერში ვახშმის მიტანის სერვისი არ გაქვთ.
– ამისთვის რესტორანი არსებობს, მაგრამ საღამოობით იქ ადგილები დაკავებულია.
– დაკავებულია? – გაიმეორა ლუდამ და მხრები აიჩეჩა, – რა სისულელეა! ისეთი გრძნობა მაქვს, რომ კომუნისტური ზასტოის პერიოდში დავბრუნდი. კი მაგრამ, ამხელა ქალაქში მეტი რესტორანი არ გაქვთ?
– გვაქვს, რესტორნების მეტი რა გვაქვს, მაგრამ ჩვენი საუკეთესოა და მთელი ქალაქის ცვეტი აქ მოდის სავახშმოდ და საგულაოდ.
– ნომერში ვახშმის მიტანის სერვისი თქვენ არ გაქვთ, რესტორანი გადაჭედილია და ჩვენ რა ვქნათ ვინც აქ ვცხოვრობით, მშივრები დავრჩეთ?
ულვაშა პორტიემ გაიღიმა, ორივე ხელი გადაისვა ულვაშებზე და ლუდას უთხრა:
– მართალია, ადგილები პრობლემაა, მაგრამ რეზერვი ყოველთვის არსებობს. მით უმეტეს, თქვენისთანა კარგი ხალხისთვის. რამდენიმე წუთს აქ დამელოდეთ და ყველაფერს მოვაგვარებ.
პორტიე დახლიდან გამოვიდა და რესტორანში შევიდა.
– არნახულ სიტუაციაში ვართ და მამაჩემის მონათხრობი გამახსენდა. თურმე, კომუნისტების დროს ყოფილა ასე – რესტორანში რომ გევახშმა, უნდა ჩაგეწყო. წარმოგიდგენიათ ვახშამი უნდა ჩაგეწყო! – უთხრა ჰამოს ლუდამ:
– ვიცი, – გაეცინა ჰამოს, – მაგრამ, დაიკიდე. აი, ულვაშაც მოდის და, მგონი, ვახშამი გვეღირსა.
პორტიე წყვილს მიუახლოვდა და ამაყად თქვა:
– ყველაფერი რიგზეა, ვახშმის საკითხი მოგვარებულია და შეგიძლიათ, რესტორანში შეხვიდეთ. მერვე მაგიდასთან ორი ადგილია თავისუფალი და მიდით, გემრიელად ივახშმეთ!
ლუდა იმდენად აღაშფოთა უცხო ხალხთან ერთად ვახშმობის პერსპექტივამ, რომ ხმა არ გაუცია პორტიესთვის, მხოლოდ ხელი ჩაიქნია და ჰამოს მიმართა:
– წამოდი, შევიდეთ, ვივახშმოთ და მალე გამოვიდეთ. ძალიან რომ არ მშიოდეს, ამ საქათმეში ფეხს არ შევდგამდი!
ჰამომ გაღიმებულ პორტიეს ხუთევროიანი ჩაუდო ჯიბეში, ლუდას გაჰყვა და რესტორანში შევიდა... უზარმაზარი დარბაზი ბოლომდე არ იყო შევსებული, მაგრამ ხალხი ემატებოდა. სცენაზე საესტრადო ორკესტრი უკრავდა და საღამოს კაბაში გამოწყობილი, ტანწერწეტა, ქერათმიანი მომღერალი გოგონა უნიჭოდ ასრულებდა სიმღერებს. მისი რეპერტუარი ძირითადად ქურდული სიმღერებისგან შედგებოდა – აშკარა იყო შეკვეთებს რესტორანში მსხდომები იძლეოდნენ. ჰამომ მაგიდებს გადაავლო თვალი და ლუდას უთხრა:
– შავების პრიტონში მოვსულვართ. აქაურობა საეჭვო ხალხითაა სავსე. რომ ვივახშმებთ, აქედან სწრაფად ავახვიოთ. სულ არ მეკაიფება ამ კრეტინული სიმღერებით ყურების გამოჭედვა.
– არც მე, – დაეთანხმა ლუდა, მაგიდებს გადახედა და გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა, – სადაა ეს ოხერი მერვე მაგიდა?
– აი, იქ! – ჰამომ მარჯვნივ და დარბაზის შუაგულში, ძალიან უხერხულ ადგილას მდგარი მაგიდისკენ გაიშვირა ხელი, რომელთანაც ოცდათხუთმეტიოდე წლის ორი, მამაკაცი იჯდა.
– ფუი, ამათი დედაც! – შეიგინა ლუდამ, – ვიღაც ღორებთან ერთად უნდა ვივახშმოთ...
ჰამო და ლუდა, მამაკაცებს მიესალმნენ და სუფრას მიუსხდნენ. ჰამომ კი უთხრა:
– ბოდიშს მოგიხდით, რომ მყუდროება დაგირღვიეთ, მაგრამ თქვენს მაგიდასთან გაგვამწესეს.
დამხვდურები თევზს მიირთმევდნენ და არაყს აყოლებდნენ. ერთ-ერთს, კეხიანი ცხვირი ჰქონდა და, სათვალე ეკეთა, მეორე კი, ქერა, ულვაშა მამაკაცი, ენამოჩლექით ლაპარაკობდა.
– დაბრძანდით, ივახშმეთ, ადგილი ყველას გვეყოფა, – უთხრა ჰამოს სათვალიანმა და პური მოკბიჩა.
მაგიდასთან მიმტანი მივიდა, შეკვეთა მიიღო და წავიდა. ჰამომ და ლუდამ გააბოლეს. მათი მეზობლები მშვიდად განაგრძობდნენ ვახშმობას, მაგრამ ჰამოს გამოცდილმა თვალმა მათ ოდნავ შესამჩნევი ნერვიულობა შეატყო, ინტუიციამ უკარნახა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო.
მიმტანი თხუთმეტი წუთის შემდეგ დაბრუნდა და ცხელი წვნიანი კერძები მოიტანა. ამ დროს რესტორანში ადამიანების ჯგუფი შემოვიდა. შუაში, მოაბიჯებდა სოლიდურად გამოწყობილი ჰალსტუხიანი მამაკაცი, რომელსაც ორი ტანწერწეტა ქალიშვილი მოჰყვებოდა. უკან კი, ათლეტური აღნაგობის ათიოდე ახალგაზრდა მოაბიჯებდა. ჰალსტუხიანი ორმოციოდე წლის იქნებოდა და მედიდურად მოდიოდა. მის დანახვაზე დარბაზში მსხდომები გამოცოცხლდნენ, ყველა მოწიწებით ესალმებოდა მას, ტანწერწეტა მომღერალმა გოგონამ კი ქურდული სიმღერა შეასრულა. ჰალსტუხიანი მარჯვენა კედელთან მდგომ, უზარმაზარ მაგიდას მიუჯდა, რომელზეც ისეთი პურმარილი იყო გაშლილი ჩიტის რძეც არ აკლდა. გოგონები აქეთ-იქიდან მიუსხდნენ, ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდებმა კი წრე შეკრეს და მაგიდასთან მისადგომი ჩაკეტეს... ჰამოს, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა ყველაფერს, არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ ათლეტები, ჰალსტუხიანის პირადი მცველები იყვნენ და არც ის გამორჩენია მხედველობიდან, რომ მის სუფრასთან მსხდომი მამაკაცები ჰალსტუხიანის შემოსვლის შემდეგ რაღაცნაირად დაიძაბნენ. ჰამოს მოეჩვენა, რომ ისინი ერთმანეთში უხმოდ საუბრობდნენ.
წვნიანის ჭამა ჰამომ და ლუდამ თხუთმეტ წუთში დაასრულეს. მიმტანმა შემწვარი ღორის ხორცი და ერთი ბოთლი წითელი ღვინო მოიტანა, დადგა და წასვლას აპირებდა, როდესაც ჰამომ ჰკითხა:
– ის ჰალსტუხიანი მამაკაცი ვინაა, გოგოები და კუნთმაგარი ახალგაზრდები რომ ახვევია?
მიმტანმა ჯერ ჰალსტუხიანისკენ გაიხედა, შემდეგ ჰამოსკენ დაიხარა და უჩურჩულა:
– ეგ „ჩორნი ანზორია“, ჩვენი ქალაქის პატივცემული მოქალაქე, ღირსეული ადამიანი და ცნობილი პიროვნება.
– ქურდია?
მიმტანი შეცბა, თავი გააქნია და უფრო დაბალი ხმით თქვა:
– ეგ ჩემი საქმე არაა, მე უბრალო მიმტანი ვარ, – მერე შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით მოშორდა იქაურობას.
ლუდამ და ჰამომ ერთმანეთს გადახედეს და შემწვარი ღორის ხორცის ჭამას შეუდგნენ. ამასობაში ტანწერწეტა მომღერალმა გოგონამ რამდენიმე ქურდული სიმღერა მიაყოლა ერთმანეთს. რესტორანი მთლიანად შეივსო. იმატა შექეიფიანებულმა ხალხის ხმაურმა. დარბაზში კვამლის ნისლი დადგა...
ქალ-ვაჟი შემწვარი ხორცის ჭამას ამთავრებდა, როდესაც სათვალიანი და ულვაშიანი ფეხზე წამოდგნენ, ქამრებიდან ავტომატური პისტოლეტები ამოაცურეს, ჰალსტუხიანს მიუშვირეს და ცეცხლი გახსნეს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში