კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1987 წლის 29 აგვისტოს, თბილისში, საღამოს ხუთის ნახევარზე. რა არის მისი კარმული მისია და რომელ სფეროში ექნება წარმატება? ამჟამად ის იმყოფება საფრანგეთში და ექნება თუ არა წარმატებები ამ ქვეყანაში, თუ სამშობლოში დაბრუნებას ურჩევთ?

პასუხი: უცხოეთში ყოფნა ცოტა რთულია მისთვის. შესაძლოა, უცხო მხარეში მას ჰქონდეს წინაღობები, ბარიერები, პრობლემები. ყოველ შემთხვევაში, მოერიდოს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილს. ამ ქვეყნის დანარჩენი მხარეები მეტ-ნაკლებად უკეთესია. გამოიყენოს ორმაგი ძალისხმევა, გადალახოს ბარიერები მშვიდად, გამოიჩინოს შრომისუნარიანობა, შეუპოვრობა, ნებისყოფა. ასე შეძლებს ბარიერების გადალახვას და წარმატების მიღწევას. რაც შეეხება მის კოსმიურ მისიას, მან უნდა გამოავლინოს შემდეგი თვისებები: უპირველესად, უნდა შეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა. უნდა წარმოაჩინოს, მებრძოლი სულისკვეთება. თუ დაეყრდნობა ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას და ცოდნის ბაზას – ასე უფრო მიაღწევს წარმატებებს ცხოვრებაში. პროფესიებიდან კარგია: სამხედრო სტრუქტურები, სპორტი, მანქანათმშენებლობა ან მანქანების ბიზნესი – დიზაინი, პოლიტიკა, სამეცნიერო-საკვლევი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო სფერო; საავიაციო საქმე, სახანძრო-სამაშველო სამსახური, სამართალდამცავი ორგანოები, სადაზღვევო საქმე, ფსიქოთერაპია. მოერიდოს პროფესიონალურ დიპლომატიას, ტურიზმს, პედაგოგიურ სფეროში მოღვაწეობას.

კითხვა: დავიბადე 1965 წლის 27 იანვარს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო წარმატებების მისაღწევად?

პასუხი: თქვენ „მერწყულის“ ნიშნით ხართ დაბადებული შეასრულეთ შუამავლის ფუნქცია როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე ორგანიზაციებს შორის. დაეყრდენით ოპტიმიზმს და იყავით კომუნიკაბელური, გამოიყენეთ თქვენი ცოდნის ბაზა იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, ნებისყოფიანი, შრომისმოყვარე, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და წარმატებასაც მიაღწევთ. ეს თქვენი კარმული მისიაა. ირგვლივაც ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ. იყავით ფრთხილი და წინდახედული. აუცილებლად უნდა მიაღწიოთ სტაბილურობას ნებისმიერ სფეროში. რაც მეტად ეცდებით სტაბილური გახადოთ ურთიერთობები, მით მეტად შეძლებთ თქვენი კოსმიური მისიის შესრულებას და წარმატებებსაც მიაღწევთ ცხოვრებაში.

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 9 ივლისს, დილის 7 საათსა და 45 წუთზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და პირად ცხოვრებაში ვისთან ვიქნები ჰარმონიულ დამოკიდებულებაში?

პასუხი: სასიყვარულო პარტნიორებიდან თქვენთვის მისაღებია კუროს, ტყუპების, თევზების, მორიელის, ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. მოერიდეთ ურთიერთობას მშვილდოსნის, ვერძის და სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. თქვენი კოსმიური მისია კი არის ის, რომ გამოავლინოთ ხასიათში დადებითი თვისებები. მეტად დაეყრდენით ინტუიციას, დაიცავით საიდუმლო, ანუ ჯერ ნაბიჯი გადადგით და მერე თქვით და არა – პირიქით. ასევე, გამოიჩინეთ დიპლომატიურობა. იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, ერთგული, ფრთხილი, წინდახედული, სტაბილური. სხვათა შორის, რაც მეტად სტაბილურს გახდით ურთიერთობებს, მით მეტია კოსმიური მისიის შესრულების და წარმატებების მიღწევის შანსი.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 23 თებერვალს, დილის 5 საათზე, გორში. რომელი პროფესიაა ჩემთვის წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. ამიტომ, თუ ვერ ახერხებთ იქ გამგზავრებას, მაშინ აქ იმუშავეთ უცხოურ ორგანიზაციებში. ასევე, აუცილებელია, უცხო ენების ათვისება. პროფესიებიდან კარგია და წარმატების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ფოტოგრაფის ხელოვნება, სადალაქო სფერო, საკონდიტრო საქმიანობა ან ბიზნესი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, სპორტი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება.

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1992 წლის 27 დეკემბერს, დილის 11-დან 13 საათამდე. რომელი პროფესიაა მისთვის სასურველი და უცხოეთის რომელ ქვეყანაში ურჩევთ წასვლას?

პასუხი: უცხოეთი მისი კარმული მისიაა. ქვეყნებიდან კი კარგია და წარმატებული: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, ავსტრია. პროფესიებიდან კი კარგია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, ქორეოგრაფია, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, სპორტი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება.


скачать dle 11.3