კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გველის იანვარში ფულის უკმარისობასთან დაკავშირებული პრობლემები და რა უნდა გავაკეთოთ, რომ 2010 წელი ბედნიერი აღმოჩნდეს ჩვენთვის


რადგან 2010 წელი დაიწყო გონების მმართველი პლანეტა მერკურის უკან მოძრაობით, ანუ რეტროგრადულობით, ამიტომ იანვრის პრობლემები ძირითადად დამოკიდებული იქნება ფულის უკმარისობასთან, ხელმძღვანელებთან ურთიერთობის გაუარესებასთან, შეუსრულებელ ვალდებულებებთან და ვალებთან. ერთადერთი, ვინც ამ პერიოდში დაგეხმარებათ, ეს ახლობლები იქნებიან. ის ადამიანები, რომლებსაც კარგი ნათესავები ჰყავთ, უფრო იოლად გადაიტანენ ამ პერიოდს. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თხის რქებისთვის, კირჩხიბებისთვის, სასწორებისთვის და ვერძებისთვის.

იანვრის ბოლოდან თებერვლის 6-7 რიცხვამდე მოერიდეთ საეჭვო ფინანსურ გარიგებებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ გითვალთვალებთ არა მხოლოდ საგადასახადო ინსპექცია, არამედ ვარსკვლავთა სისტემაც კი, ამიტომ არ არის სასურველი სასამართლო პროცესების დაწყება. სიტუაცია შეიძლება, სასიკეთოდ არ შეიცვალოს. ამ მხრივ მეტი სიფრთხილე ჰმართებთ მორიელის, კუროს, ლომისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ამ პერიოდში განსაკუთრებით კანონმორჩილი უნდა იყოთ.

იმისთვის, რომ 2010-მა წელმა სიამოვნება მოგიტანოთ, 11 იანვარს, როდესაც სიყვარულისა და სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა მზეს შეუერთდება, ეცადეთ, მოაწყოთ დღესასწაული. მაგალითად, სამსახურში გაშალეთ თუნდაც მოკრძალებული სუფრა, ან დაურიგეთ ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებს თუნდაც სიმბოლური საჩუქრები. პლანეტა ვენერა მფარველობს გურმანებს. ის აუცილებლად დააფასებს თქვენს ძალისხმევას, კერძოდ, ნაყოფს გამოიღებს ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში. როცა ეს შეერთება კვლავ განმეორდება, თქვენ შეიძლება დასაჩუქრდეთ – მოგემატოთ ხელფასი, მოგცენ პრემია ან ვინმემ დაგასაჩუქროთ. თებერვლის დასაწყისში მოხდება პლანეტების – იუპიტერის და პლუტონის, ენერგიების შეერთება. სხვათა შორის, ეს ორი ყველაზე მდიდარი პლანეტაა, ამიტომ უარი უნდა თქვათ წვრილმან ხარჯზე, თუ იხარჯებით, დაიხარჯეთ ბარაქიანად და მასშტაბურად. გახსენით ბანკში ანგარიში, რაც შემდგომ რეგულარულად შეივსება დანამატებით. თუ თქვენ არ გაქვთ სათანადო სახსრები, მაშინ 6 და 7 თებერვალს ხშირად დაიჭირეთ ხელში ფულის კუპიურები, გადაითვალეთ და მოეფერეთ მას სიტყვიერად. ამავე პერიოდში კარგია სასამართლო პროცესების დაწყება, რაც უკავშირდება ვალების დაბრუნებას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნამდვილად მართალი ხართ, მაშინ ვარსკვლავები დაგეხმარებიან სამართლიანობის დაცვაში.


скачать dle 11.3