კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უსამართლობასა და შიშზე პასუხისმგებელი ჯირკვალი რეაგირებს


ადამიანის თავის ტვინში არის განსაკუთრებელი მონაკვეთი, რომელიც „პასუხისმგებელია“ სამართლიანობაზე. ეს გაარკვია იაპონიის ქალაქ ტამაგავის უნივერსიტეტთან არსებული ინსტიტუტის ნეიროფიზიოლოგების ჯგუფმა, რომელთაც პროფესორი მასახიკო ხარუნო ხელმძღვანელობს. ეს ნუშისებრი ჯირკვალი მდებარეობს ტვინის ქერქის ქვეშ და წინასწარი განჭვრეტით მართავს მონაკვეთებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შიშის მაგვარ პრიმიტიულ ემოციებზე. ის აქტიურდება იმ შემთხვევაში, როდესაც გამოსაკვლევი ობიექტი ხდება ფულის არასამართლიანი განაწილების მოწმე. აქამდე ნეიროფსიქოლოგია უსამართლობის ცნებას რთულ გრძნობას მიაკუთვნებდა. ითვლებოდა, რომ ტვინის შესაბამისი აქტივობა მისი იმ ფრონტალური ნაწილით კონტროლდებოდა, რომელიც პასუხისმგებელია მსჯელობაზე.

ექსპერიმენტში ჩართულ ცდის პირთა ტვინში მიმდინარე პროცესებს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით იკვლევდნენ. მიღებული ტომოგრამების ანალიზმა აჩვენა, რომ უსამართლო განაწილების დროს „სოციალურად ორიენტირებულების“, ანუ ფულის არასწორი განაწილების ჯგუფის წევრებს ტვინში მკვეთრად ეზრდებოდათ განსაზღვრული ნუშისებრი ჯირკვლის აქტივობა.


скачать dle 11.3