აღმოჩენილია ბნელი მატერიის სიგნალები
ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული, ფერმის სახელობის ნაციონალური ლაბორატორიის სწავლულებმა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მინესოტას მიტოვებულ გვირაბში მოწყობილ მიწისქვეშა ლაბორატორიაში ჩატარებულ კრიოგენულ ექსპერიმენტში, კრემნიუმისა და გერმანიუმის დეტექტორებზე, რომლებიც გაცივებულია თითქმის აბსოლუტურ ნულამდე (-273 გრადუს ცელსიუსამდე), აღმოაჩინეს სიგნალები, რომლებიც, შესაძლოა, მიუთითებდეს ასეთი ნაწილაკების არსებობაზე.
კოსმოლოგების გათვლებით, ჩვეულებრივი მატერია – გაზი, ვარსკვლავები, პლანეტები და გალაქტიკები სამყაროს მასის 5 პროცენტზე ნაკლებს შეადგენენ, დანარჩენი მასა უხილავია. ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ ამ მასის 70 პროცენტი დაკავშირებულია ეგრეთ წოდებულ „შავ ენერგიასთან“ – ასე უწოდებენ ჰიპოთეტურ მოვლენას, რომელსაც უნარი შესწევს, ახსნას სამყაროს გაფართოების მექანიზმი, დანარჩენი 25 პროცენტი კი – ბნელი მატერიაა.
არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც ბნელი მატერია შედგება ელემენტარული ნაწილაკებისგან, რომლებმაც მიიღეს სახელწოდება ვიმპები – სუსტად ურთიერთქმედი მასიური ნაწილაკები. ვარაუდობენ, რომ მათ აქვთ მასა, რომელიც ახლოსაა ატომის ბირთვის მასასთან, მაგრამ, კი არ მიიზიდება, არამედ განიზიდება სხვა ნაწილაკებისგან. ამის გამო თვით ნაწილაკების აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. დეტექტორები, რომლებიც ექსპერიმენტში გამოიყენება, ენერგიის მხოლოდ სუსტ კვალს აფიქსირებს, რომელიც ვიმპების გაფანტვის დროს წარმოიქმნება. ეს მათი არსებობის ერთადერთი ნიშანია.
როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პიერ ოდონმა განაცხადა, 2010 წელს მაღაროში დაიდგმევა უფრო მძლავრი დეტექტორის დანადგარი, რომლის მასა სამჯერ მეტი იქნება, ხოლო ფონური ხმაურის დონე გაცილებით მცირე, ვიდრე ახლა არსებულ დეტექტორებს აქვთ.