ანეგდოტები
***
ჯანმრთელობის დაცვის საზოგადოების კონგრესზე ცხარე დებატები გაიმართა მწეველთა საკითხზე. გამომსვლელებმა აღნიშნეს‚ რომ ახლანდელი წარწერები: „ჯანმრთელობის სამინისტრო გაფრთხილებთ: მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის“ ან „მოწევა იწვევს სიკვდილს“‚ სულაც არ არის ეფექტური. კონგრესის პრეზიდიუმმა დაადგინა: „სიგა
***
მეგრელი პარიზშია. ისე როგორ წამოვიდოდა, ბორდელში არ შეევლო. „მამაშა“ ღიმილით შეეგება:
– რა თქმა უნდა‚ მობრძანდით‚ დაბრძანდით... ახლავე... – ღიმილით, მაგრამ დაბნეულად უპასუხა „მამაშამ“ და გოგოების ოთახში შევარდა:
– აბა‚ გოგოებო‚ სწრაფად‚ მეგრული სექსი ვინ იცის?
– ეგ რაღაა? არ ვიცით! – უპასუხეს ერთხმად.
– კარგი... მაგდა‚ შენ ყველაზე გამოცდილი ხარ‚ მიდი‚ მოიფიქრე რამე... ხომ არ გავუშვებთ კლიენტს?!
მაგდამ ჩვეული კეკლუცი მოძრაობით მიიხმო მეგრელი‚ ოთახში შეიყვანა‚ კარი მიხურა და უთხრა:
– მომისმინე, მეგობარო‚ გულახდილად გეტყვი‚ არავითარი მეგრული სექსი მე არ ვიცი‚ მაგრამ ჩემი საქმის სპეციალისტი ვარ, თანაც, ძალიან ნიჭიერი. შენ სწრაფად ამიხსენი – რა როგორ და უკმაყოფილოს არ დაგტოვებ‚ 25-პროცენტიანი ფასდაკლებაც ჩემზე იყოს.
– აი‚ ჩვენ უკვე დავიწყეთ მეგრული სექსი...
***
დაუჯერებელია‚ მაგრამ ფაქტია: რობოტები‚ რომელთაც განიცადეს ელექტროენერგიის დროებითი შეწყვეტა‚ ყვებიან‚ რომ გვირაბის ბოლოს ცისფერ ეკრანს ხედავენ...
***
„საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი – ლუდი:
ხსნის სტრესს‚ ავარჯიშებს ღვიძლს‚ ამაღლებს ადამიანებთან ურთიერთობის უნარს...
მიღების წესები: სამჯერ დღეში‚ ჭამის დროს.
დოზები: წონის მიხედვით.“
***
„იყიდე დიპლომი? მოითხოვე ინსტრუქცია!“
***
„შევარცხვინე ის თავკომბალა‚ რომელიც არ ოცნებობს, გახდეს ანაკონდა“.