კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: 2009 წლის 1 ოქტომბერს, სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის აქტი, რომლითაც დამეკისრა 5 000 ლარის გადახდა, ასევე „თელასის“ ჯარიმა – 800 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის აქტი წარდგენილ იქნა სასამართლოში. სასამართლო სხდომაზე წარვადგინე ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ დამაჯარიმა 5 000 ლარით. ჩემ მიერ სასამართლოს დადგენილება გასაჩივრებულ იქნა სხვადასხვა საფუძვლით, რის შემდეგაც სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის დადგენილება და საქმე ამჟამად პირველი ინსტანციის წარმოებაშია. 2009 წლის 25 დეკემბერს ჩანიშნულია სასამართლო სხდომა. აქვს თუ არა სასამართლოს უფლება, ექსპერტიზის დასკვნის არსებობის შემთხვევაში, მაინც დამაჯარიმოს?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია, არაუგვიანეს ორი თვისა გამოვლენის დღიდან. თქვენს შემთხვევაში კი იგულისხმება სამართალდარღვევის ჩადენიდან არაუგვიანეს ორი თვე. ვინაიდან გასულია კანონით დადგენილი ორთვიანი ვადა, შესაბამისად, სასამართლო უარს იტყვის სამართალდარღვევის სახდელის დადებაზე.

კითხვა: იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა ჩადენილი, როგორ დაეკისრება მას სახდელი?

პასუხი: ერთი პირის მიერ ორი ან მეტი სამართალდარღვევის ჩადენისას, ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითოეული სამართალდარღვევისთვის ცალ-ცალკე.

თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისთვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს, შეიძლება, დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებს რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადის გასვლაა საჭირო, რომ პირი ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სახდელ დაუდებლად?

პასუხი: თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს, სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად. სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

კითხვა: მოგახსენებთ, რომ მაქვს აფთიაქი, სადაც მქონდა განთავსებული ჩვილი ბავშვის ხელოვნური საკვების რეკლამა. აღნიშნულის გამო დამაჯარიმეს. გთხოვთ, მაცნობოთ, კანონიერია თუ არა საკვების რეკლამის გამო დაჯარიმება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების ნებისმიერი სახის რეკლამა გამოიწვევს დაჯარიმებას 250-დან 500 ლარამდე. იგივე მოქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 700 ლარამდე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როცა ბავშვები, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან მშობლების მეთვალყურეობის გარეშე, ხშირად არღვევენ წესრიგს და სკოლის შინაგანაწესს, ისჯება თუ არა მათი ქმედება და რა ზომები უნდა იქნეს გამოყენებული ასეთი ბავშვების მიმართ?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, აგრეთვე არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, ან მათ მიერ სხვა სამართალდარღვევათა ჩადენა (საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, სპირტიანი სასმელების მიღება) გამოიწვევს მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 20-დან 30 მინიმალურ ოდენობამდე.

წვრილმანი ხულიგნობა ან ხულიგნობა, ჩადენილი მოზარდის მიერ, გამოიწვევს მშობლების ან მათი შემცვლელი პირების გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ ან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებისათვის მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, აგრეთვე არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე ან მათ მიერ სხვა სამართალდარღვევათა ჩადენის (საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა და სპირტიანი სასმელების მიღება) შეუტყობინებლობა იწვევს დაჯარიმებას ხელფასის 10 მინიმალური ოდენობით.

კითხვა: ვარ კანონიერ ქორწინებაში მეუღლესთან, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე. ქორწინების დღიდან ჩვენი ერთად ცხოვრების პერიოდში შეგვეძინა ბავშვი, შესაბამისად, ავიღეთ დაბადების მოწმობა, სადაც ბავშვის ეროვნებად მითითებულია ქართველი. ამჟამად მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს მეტად რთული ურთიერთობა და გვსურს განქორწინება. იგი აღარ ცხოვრობს საქართველოში და აცხადებს, რომ ბავშვები არ არიან საქართველოს მოქალაქეები. გთხოვთ მაცნობოთ, როგორ ხდება მოქალაქეობის მიღება და არის თუ არა ჩემი შვილი, რომელიც დაიბადა საქართველოში და 13 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქე?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მშობლების სხვადასხვა მოქალაქეობისას, თუ ბავშვის დაბადების მომენტისათვის ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, ბავშვი ითვლება საქართველოს მოქალაქედ, თუ:

ა) დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) დაიბადა საქართველოს ფარგლებს გარეთ; მაგრამ მის ერთ-ერთ მშობელს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს საქართველოს ტერიტორიაზე;

გ) ერთ-ერთი მშობელი მისი დაბადების მომენტისთვის (დაბადების ადგილის მიუხედავად) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მეორე – მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცნობია.

მშობელთა სხვადასხვა მოქალაქეობისას, თუ ბავშვის დაბადების მომენტისთვის ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა და ორივე ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხი წყდება მშობელთა შეთანხმებით. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში – იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ბავშვი დაიბადა.

იმ ბავშვის მამობის დადგენის შემთხვევაში, რომლის დედა მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მამად მიჩნეულია საქართველოს მოქალაქე, ბავშვი ხდება საქართველოს მოქალაქე დაბადების ადგილის მიუხედავად.


скачать dle 11.3