კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კალიფორნიას მარიხუანის იმედი აქვს


ბოლო წლებში ამერიკაში ორიგინალური ინიციატივებით გამორჩეული კალიფორნიის შტატი კიდევ ერთი მოულოდნელი კანონპროექტით აკვირვებს საზოგადოებას. რამდენიმე ლობისტური ჯგუფი ადგილობრივ კანონმდებლებს მარიხუანას ლეგალიზაციას სთავაზობს. მათი აზრით, ამ გზით შტატის ბიუჯეტში შესაძლოა, ასობით მილიონი დოლარი შევიდეს. დღესდღეობით კალიფორნია ერთ-ერთია ამერიკის იმ 14 შტატს შორის, სადაც დაშვებულია მარიხუანას შეზღუდული რაოდენობით გამოყენება სამედიცინო მიზნებით. თუმცა, კალიფორნიის შტატის ზოგიერთ მცხოვრებს ეს არ აკმაყოფილებს და ისინი უფრო შორს წასვლას აპირებენ. ლობისტურმა ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ორგანიზაცია Qaksterdam University უდგას, უკვე შეაგროვა 680 ათასზე მეტი ხელმოწერა ზემოხსენებული კანონპროექტის მხარდასაჭერად. მოგროვილი ხელმოწერები საშუალებას იძლევა მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხის განხილვა 2010 წლის ბოლოსთვის დაიწყოს და კანონპროექტს კენჭიც უყარონ. ეს კანონპროექტი გულისხმობს არა მხოლოდ მარიხუანის გარკვეული რაოდენობით შენახვისა და მოყვანის უფლებას, არამედ მუნიციპალიტეტებს საშუალებას აძლევს, თავად დააწესონ ნარკოტიკების გაყიდვიდან მიღებული თანხის გადასახადის ნიხრი. კალიფორნიის შტატის საგადასახადი სამსახურის გამოთვლების თანახმად, რომლის ბიუჯეტის წლევანდელი დეფიციტი 21 მილიარდამდე დოლარია, მარიხუანის კომერციული გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადების სახით ადგილობრივმა ხაზინამ შესაძლოა, ყოველწლიურად 1,4 მილიარდი დოლარი მიიღოს. საინტერესოა, რომ ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ახალ ინიციატივას გამოკითხულთა 56 პროცენტი უჭერს მხარს.


скачать dle 11.3