კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოქროს ფასი დაეცემა, დოლარი – გამყარდება


როგორც ცნობილია, დანიური ბანკის, „სახო ბანკის“ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს მსოფლიოს ბევრი მოულოდნელობა ელის – ოქროსა და შაქრის ფასი მკვეთრად დაეცემა, იაპონურ იენასა და ევროსთან მიმართებაში დოლარის კურსი მოიმატებს და სხვა. დანიური ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს „შოკის მომგვრელ წინასწარმეტყველებებს“ და მან ტრადიციას არც წელს უღალატა. „ბევრი ფიქრობს, რომ 2010 წელი ეკონომიკის აღორძინების იქნება, მაგრამ ჩვენ წინ სერიოზული სტრუქტურული ცვლილებები გველის, რომლებსაც შესაძლოა, ბევრი მოულოდნელი შედეგი მოჰყვეს“, – აცხადებს დანიური ბანკის მთავარი ანალიტიკოსი დევიდ კარსბოლი. ბანკის ექსპერტების ვარაუდით, ოქროს ფასი 1 130-დან 870 დოლარამდე შემცირდება. ამასთან, თითქმის გამორიცხულია ამ ძვირფასი ლითონის ღირებულების ზრდა იმ შემთხვევაში, თუ დოლარის კურსი განმტკიცდება. მიუხედავად ყველაფრისა, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, 2014 წლისთვის, ოქროს ფასმა 1 500 დოლარსაც კი მიაღწიოს. სენსაციურად ისმის „სახო ბანკის“ ექსპერტების კიდევ ერთი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, მომავალ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლოა, დადებითი სავაჭრო სალდო ჰქონდეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. თუ ეს ვარაუდი გამართლდა, 1975 წლის შემდეგ ამერიკას პირველად ექნება დადებითი სალდო სხვებთან მიმართებაში. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დოლარის კურსმა უკვე მიაღწია დაცემის ქვედა ნიშნულს და ამით ამერიკის ექსპორტის მნიშვნელოვნად ზრდას შეუწყო ხელი იმპორტის საზიანოდ. პროგნოზის თანახმად, 2010 წელს შაქრის ფასი თითქმის მესამედით შემცირდება და ამის შედეგად, ის ნაკლებად საინტერესო პროდუქტი გახდება მომგებიანი კომერციისთვის.


скачать dle 11.3