კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინეთის ეკონომიკა მომავალ წელს 10 პროცენტით გაიზრდება


მსოფლიოს ქვეყანათა უმრავლესობამ 2009 წლის მესამე კვარტალში რეცესიიდან გამოსვლა დაიწყო. პირველებმა ეკონომიკური პრობლემები იმ სახელმწიფოებმა გადალახეს, რომლებმაც საბანკო კრიზისი აიცილეს თავიდან და რომელთა მთავრობებიც აგრესიულ ანტიკრიზისულ პოლიტიკას ახორციელებდნენ. ამ დასკვნამდე მივიდნენ იმ მოხსენების ავტორები, რომელიც Bofa Merrill Lynch Global Research-მა მოამზადა. მოხსენების თანახმად, ამ მხრივ საუკეთესო მაგალითი ჩინეთია, სადაც მომავალ წელს ეკონომიკის 10,1-პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი. გამკაცრებული ფისკალური პოლიტიკა, საბანკო და სამომხმარებლო სექტორებში არსებული დაუბალანსებლობა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას საშუალებას არ მისცემს, კრიზისს დააღწიოს თავი. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალ წელს მხოლოდ 1,5 პროცენტით გაიზრდება. როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, 2010 წლისთვის ბრიტანეთის ეკონომიკა იშვიათი გამონაკლისი იქნება სხვა განვითარებული ქვეყნების ფონზე, სადაც უფრო მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი. მოხსენების ავტორების აზრით, უახლოესი 2 წლის განმავლობაში ცენტრალური ბანკების უმეტესობა ეკონომიკის ფინანსური სტიმულირების პოლიტიკაზე უარს იტყვის და ამ პროცესის ინტენსიურობა კონკრეტულ სახელმწიფოებში შექმნილ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. როგორც ეკონომისტები მოელიან, ცენტრალური ბანკი ქვეყნის ეკონომიკას ყველაზე დიდ სახელმწიფო მხარდაჭერას ბრიტანეთში აღმოუჩენს, ყველაზე ნაკლებს კი – ამერიკის შეერთებულ შტატებში. მომავალ წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში გადამწყვეტ როლს კვლავაც განვითარებადი ქვეყნების ბაზრები შეასრულებენ და ამ კუთხით აზიური სახელმწიფოები ესტაფეტას მექსიკასა და აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს გადასცემენ.




скачать dle 11.3