კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მინდა ავტომობილის შეძენა. იქნებ, მირჩიოთ, უგზოობის პირობებში რომელი ჯობია – „ტოიოტა პრადო“ თუ „მიცუბიში პაჯერო“?

პასუხი: ერთმნიშვნელოვნად უნდა გითხრათ, რომ უგზოობის პირობებში „მიცუბიში პაჯერო“ გაცილებით უკეთესია, მიუხედავად იმისა, რომ „პრადო“ ძალიან ბევრ „ჯიპს“ ჯობია გამავლობით და ზოგადად კარგია, მაგრამ ცუდ გზებზე „პაჯერო“ ასჯერ მაინც აჯობებს.

კითხვა: მაინტერესებს, რომელი ავტომობილის ყიდვა ჯობია: 2000 წლის „მიცუბიში მონტერო“ სპორტის, თუ ამავე წლის „მიცუბიში პაჯეროს“? ზოგადად, რომელია უკეთესი, როგორც „ჯიპი“?

პასუხი: „მიცუბიში პაჯერო“, „მიცუბიში მონტერო“ და „მიცუბიში შოგანი“ ერთი და იგივე მოდელია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისთვის ბრენდებად არის დაყოფილი. „მიცუბიში მონტერო“ უფრო მეტად იგზავნება ამერიკის კონტინენტის ქვეყნებში, ნაკლებად – ბრაზილიაში, ესპანეთსა და ინდოეთში. „შოგანს“ გზავნიან დიდ ბრიტანეთში, ხოლო „პაჯეროს“ – მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში. განსხვავება მათ შორის, შეიძლება, მხოლოდ კონკრეტულად იმ ქვეყნის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად იყოს შექმნილი, რაც უმეტესად სალონსა და ავტომობილის გარე დიზაინს ეხება, მაგალითად, მაშუქები, რომლებიც სამივე ავტომობილს ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული აქვს. თქვენ სასურველი „ჯიპი“ სხვა მონაცემებით შეგიძლიათ, შეარჩიოთ, მაგალითად: ბენზინის ძრავა გირჩევნიათ თუ დიზელის, რამხელა მოცულობის ძრავა გსურთ, რა პირობებში უნდა გამოიყენოთ ავტომობილი და სხვა.

კითხვა: მყავს „ოპელ ასტრა“, 1997 წლის „ჰეჩბექი“, 1.4-იანი ძრავით, V16 „ეკოტეკი”. ძალიან მინდა, შედარებით ძლიერი ძრავა ჩავაყენო, ისე, რომ „ხადავოიში” ბევრი არაფრის შეცვლა არ დამჭირდეს. მომიწევს თუ არა კომპიუტერისა და გაყვანილობის ხელახლა მომართვა? კიდევ რისი შეცვლა დამჭირდება და დაახლოებით რა ხარჯებთანაა ეს დაკავშირებული?

პასუხი: რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ, უფრო ძლიერი ძრავა ჩადოთ თქვენს ავტომობილში. მათ შორის „ეკოტეკის“ 1.6 ან 1.8 მოცულობის. კომპიუტერისა და ელექტროობის შეცვლა აუცილებლად გახდება საჭირო. რაც შეეხება „ხადავოის“, თითქმის არაფრის შეცვლა არ მოგიწევთ. ხარჯებთან დაკავშირებით: ძრავის შეძენა დაახლოებით 300-500 დოლარამდე დაგიჯდებათ, გაცვლის შემთხვევაში – უფრო ნაკლებიც (რა თქმა უნდა, თქვენი მხრიდან ფულის დამატებით). თუმცა, ერთი რჩევაც მინდა მოგცეთ: ძრავის შეცვლა მაინც ისეთ ხარჯებთან და სკურპულოზურ სამუშაოებთან არის დაკავშირებული, რომ, გირჩევნიათ, ავტომობილი გაყიდოთ და ფულის დამატებით ზუსტად იმ ძრავით აღჭურვილი მანქანა შეიძინოთ, რომელიც გინდათ.


скачать dle 11.3