რონალდუს საახალწლო მილიონი
კრიშტიანუ რონალდუმ ფიფას მიერ მსოფლიოს 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და ლიონელ მესის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ცერემონია ციურიხში შედგა და მეორე დღეს პორტუგალიელი ვარსკვლავი... ტაშკენტის აეროპორტში გამოჩნდა. უზბეკეთის დედაქალაქში რონალდუ საგანგებო მისიით ჩაფრინდა – მან იქაურ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მასტერკლასი ჩაუტარა, მათთან ერთად ბურთი ნახევარი საათის განმავლობაში აგორა, ღამე ტაშკენტის ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროში გაათია და მეორე დღეს მადრიდში გაფრინდა.
როგორ გგონიათ, რა დაუჯდა უზბეკურ მხარეს რონალდუს ვიზიტი? გაგიკვირდებათ და, იმაზე ნაკლები, ვიდრე ქართველებს შაკირას ჩამოყვანა. უზბეკებმა კრიშტიანუს მილიონი დოლარი გადაუხადეს და ამას გარდა, მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებიც მთლიანად საკუთარ თავზე აიღეს.