თავის მართლება ამერიკულად
ცნობილი ამერიკული სერიალის, „ამერიკული ნამცხვრის“, ვარსკვლავი ტარა რიდი მამაკაცების ჟურნალებისთვის არაერთხელ გაშიშვლებულა, თუმცა ხუთი წლის წინ მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, მკერდი და ფეხები შეისწორა და მას შემდეგ აღარ გაშიშვლებულა. პრესა კი დაუღალავად წერდა, რომ ტარა ქირურგის მსხვერპლი გახდა და მისი მშვენიერი სხეული დამახინჯდა. ამ ხმებს ისიც დაერთო, რომ რიდთან ურთიერთობა ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავმა, ტომ ბრედიმ გაწყვიტა. მართალია, ტარამ მერე მეორე ფეხბურთელი, ჯერეში შოკი „დაითრია“, მაგრამ დიდხანს ვერც ის შეინარჩუნა და რომანი ჩოგბურთელ მარკ ფილიპუსისთან გააბა. ფილიპუსისმაც გუდა-ნაბადი მალე აიკრა და პრესა ისევ აყვირდა – ტარას დამახინჯებული სხეული არავის სჭირდებაო.
– ეს ყველაფერი თავიდან ძალიან მართობდა, მაგრამ წლებია, წერენ, რომ მახინჯი ვარ. ამიტომ გადავწყვიტე საახალწლოდ ამ ამბებს ბოლო მოვუღო და „ფლეიბოისთვის“ გავიხადო, – განაცხადა ტარამ და სიტყვას საქმეც მოაყოლა. მოკლედ, შეგიძლიათ, თავად შეაფასოთ, პრესა იყო მართალი, თუ ტარა.