ფერგიუსონს ხორცი ესროლეს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი გაცოფებულია. საშობაოდ მან გადაწყვიტა კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობას სწვეოდა და პატარა ფეხბურთელებთან ერთად ესადილა. ამით ფერგიუსონს პატარებისთვის სტიმულის მიცემა სურდა, თუმცა პატარები გვარიანი თავხედები აღმოჩნდნენ.
მაშინ, როცა ფერგიუსონი თანაშემწეებთან ერთად სასადილო ოთახში შევიდა და მაგიდას მიუჯდა, თავში მოხარშული ხორცის ნაჭერი მოხვდა. ფერგიმ ვერ დაინახა, ვინ ესროლა ხორცი, მაგრამ დაიფიცა, ამ ამბავს გავარკვევ და დამნაშავეს მკაცრად დავსჯიო.
– მეცოდება ის ბავშვი, რომელმაც სერ ალექსს ეს გაუბედა. მერწმუნეთ, ის აუცილებლად გაარკვევს, ვინ მოარტყა თავში ხორცის ნაჭერი და უმკაცრესად დასჯის. არ გამოვრიცხავ, ფერგიუსონმა მას ყურებიც კი აახიოს, – ასეთი განცხადება „მანჩესტერის“ ძირითადი გუნდის ფორვარდმა, უეინ რუნიმ გააკეთა.