კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: დღისა და ღამის მაკიაჟი ერთმანეთისგან რომ რადიკალურად განსხვავდება ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მაინტერესებს, როგორი უნდა იყოს ზამთრის საღამოს მაკიაჟი?

პასუხი: ზამთრის სეზონზე საღამოსთვის, მით უმეტეს, თუ სადღესასწაულო მაკიაჟის გაკეთება გსურთ, ელეგანტურად რომ გამოიყურებოდეთ და, ამავე დროს, თანამედროვედ, უნდა წაისვათ ღია ტონის თვალის ჩრდილი დისკო-პოპის სტილში: ნეონისფერი, ცისფერი და ფირუზისფერი. მზერას განსაკუთრებით მეტყველს ხდის შავი ლაინერით გაკეთებული კონტური თვალებზე; წამწამებზე გადაისვით ტუშის მხოლოდ ერთი ფენა, რომ შეინარჩუნოთ ბუნებრიობა. ტონალური კრემი არ უნდა იყოს ძალიან მუქი. თუ ისედაც ძალიან შავგვრემანი ხართ, ნახევარი ტონით ბაცი ტონალური წაისვით. თუ ძალიან თეთრი კანი გაქვთ – ნახევარი ტონით მუქი. კანის ფერის მიხედვით უნდა შეარჩიოთ რუჟიც: ღია ფერის კანზე მოკაკაოსფრო ტონალობის მოგიხდებათ, მუქზე – ჭუჭყიანი ვარდისფერი. მნიშვნელოვანი დეტალია პომადა. თქვენს სახეს საზეიმო, სადღესასწაულო იერი რომ მიეცეს, შეარჩიეთ ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ტონალობის პომადა.

კითხვა: თქვენს რუბრიკაში ეწერა, რომ სტრიების მოშორება მუმიოთი შეიძლება, მაგრამ გავიკითხე და ყველგან მითხრეს, რომ ეს წამალი აღარ შემოდისო. თუ შეიძლება, მასწავლეთ რაიმე სხვა მეთოდი ან საშუალება, რომ თვითონ შევძლო სტრიების მოსაშორებელი პროცედურების ჩატარება.

პასუხი: სტრიების მოსაშორებლად რამდენიმე საშუალება არსებობს, თუმცა უნდა გითხრათ, რომ შედეგის მიღწევას ხანგრძლივი პროცედურები და მოთმინება სჭირდება. ანუ, შედეგი უცებ არ იჩენს თავს და, გარდა ამისა, როგორც კი შეწყვეტთ კომპლექსურ ბრძოლას მის წინააღმდეგ, არ არის გამორიცხული, ეს უსიამოვნო ხაზები ისევ გაჩნდეს თქვენს სხეულზე.

სტრიების გასაქრობად საჭიროა:

1. სპა-სალონში სპეციალური მასაჟების ჩატარება;

2. სპორტი (ცურვა, ველოსიპედი, გამამხნევებელი ვარჯიშები);

3. კვების მოწესრიგება: მოერიდეთ ცხიმიანს, შემწვარ-მოხრაკულს, მლაშეს, მწარე-ცხარეს, ცომეულს; ყოველდღიურად მიიღეთ მინიმუმ 1 ცალი ფორთოხალი და 1 ცალი გრეიპფრუტი; თუ საშუალება გაქვთ, ძალიან კარგია ანანასიც.

4. პრობლემურ ადგილებზე გაიკეთეთ ყავის ნალექის (ან, პირდაპირ, დაფქული ყავის) ნიღაბი: ყავის ნალექი (ან დაფქული ყავა) თანაბარი პროპორციით შეურიეთ ჰერკულესს ან მჭადის ფქვილს, აზილეთ 1 ცალ კვერცხის ცილაში და წაისვით პრობლემურ ადგილებზე წრიული მოძრაობით (თან მასაჟსაც გაიკეთებთ). ნახევარი საათის შემდეგ მარლის მოზრდილი ტამპონით გაიკეთეთ პილინგი. ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

5. არაჩვეულებრივი შედეგი აქვს შარკოს (ცხელი წყლის მსხვილი და ძლიერი ნაკადით მასაჟი).

კითხვა: მაქვს ძალიან მშრალი სახის კანი და თმა. სახეზე ნიღბებს ვიკეთებ. შეიძლება თუ არა თმაზე გავიკეთო ზეთის ნიღბები?

პასუხი: მშრალ თმაზე ზეთის ნიღბები არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა. კვირაში ორჯერ, დაბანამდე 2-3 საათით ადრე თმის ძირებში მონაცვლეობით შეიზილეთ ზეითუნის ზეთი, A, D და E ვიტამინები (ზეთოვანი), აბუსალათინის ზეთი. გაიჩერეთ 2 საათის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ ათქვეფილი კვერცხის გულით და გადაივლეთ წყალში გაზავებული ძმარი. სასურველია, თუ თავს გადადუღებული წყლით დაიბანთ.

კითხვა: საახალწლოდ ყველა ქალს უამრავი საქმის გაკეთება მოუწევს. ძალიან მალე მიუხეშდება ხელები საქმიანობის დროს, განსაკუთრებით, როცა ჭურჭლის რეცხვა მიწევს. თუ შეიძლება, მასწავლეთ, როგორ მოვუარო ხელებს დატვირთულ დღეებში.

პასუხი: საახალწლოდ ქალის ხელებს მართლაც განსაკუთრებული დატვირთვა ექნება. ამიტომ გთავაზობთ ხელების მოვლის რამდენიმე წესს:

1. ჩაასხით ჯამში თბილი წყალი, ჩააწვეთეთ 10-15 წვეთი ლიმონის წვენი, ჩააფხიკეთ ნახევარი ჩაის კოვზი გლიცერინიანი საპონი და გაიკეთეთ აბაზანა.

2) 15 წუთის შემდეგ წაისვით ხელებზე ზღვის მარილი ან შაქრის ფხვნილი, გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ სულ ოდნავ დაისველეთ და რბილი მოძრაობით გაიკეთეთ პილინგი. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ და შემშრალებისთანავე წაისვით გლიცერინი, მკვებავი ან უბრალოდ, ზეითუნის ზეთი.

3. კარგად გააცხელეთ ზეთი (ისე, რომ ხელები არ დაგეწვათ), ჩაასხით ჯამში და გაიკეთეთ აბაზანა. 15 წუთის შემდეგ ხელები თბილი წყლით დაიბანეთ.

4. წაისვით ხელებზე მკვებავი კრემის სქელი ფენა. 20 წუთის შემდეგ გაიწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით. რაც ხელებზე დარჩება, არ დაიბანოთ, დილამდე გაიჩერეთ.


скачать dle 11.3