კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ზამთარში საშიში თავის ტკივილი და რომელი საკვების ჭამის დროს თბება ორგანიზმი


ზამთარში თავშიშველი, ქუდის გარეშე სიარული ხშირად ხდება გაციების მიზეზი, ამიტომ, ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, დაიხუროთ ქუდი. ყინვის გამო გამოწვეულმა თავის ტკივილებმა, შეიძლება, სერიოზულ დაავადებამდეც მიგიყვანოთ, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმის თავდაცვის უნარი დაბალია. ზამთრის პერიოდში ორგანიზმი ისედაც ენერგიის კოლოსალურ რაოდენობას კარგავს.

თუ ჯერ კიდევ არ გაცივდით, საჭიროა, დროულად მიხედოთ საკუთარ თავს და დაიწყოთ იმუნიტეტის გამომუშავება. ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ უსიამოვნებას და იოლად გაუმკლავდებით ვირუსს. როცა იგრძნობთ, რომ თავი ან სახსრები გტკივათ, მაშინვე ნუ ჩაიყრით პირში წამლებს. ამ პერიოდში უფრო ეფექტურია, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. ამ დროს მისწრებაა ლიმონიანი ცხელი ჩაი, ნატურალური წვენები, კომპოტები და ვიტამინი C.

ზამთარში დღის შუქი მეტ-ნაკლებად ყველას გვაკლია. დეპრესიის მიზეზიც ამ პერიოდში დღის სინათლის დეფიციტია. ამიტომ, შეეცადეთ, რომ დღის საათებში მაქსიმალურად იყოთ გარეთ, ამით სინათლის დეფიციტს შეივსებთ.

თუ გრძნობთ, რომ დასუსტებული ხართ, ნუ ჩავარდებით დეპრესიაში. მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, ბევრი იკითხეთ, მიირთვით წითელი ღვინო, ნუ გამოიკეტებით მარტოდმარტო სახლში. უმჯობესია, მეგობართა წრეში გაატაროთ დრო, იაროთ თეატრსა და კინოში. ცხოვრება ზამთარშიც მშვენიერია და ნუ დაკარგავთ დროს უქმად.

ზამთრის ცივ სეზონზე მაქსიმალური ფიზიკური დატვირთვა ისეთივე სასიკეთოა, როგორც გართობა. ხალისიანი და ენერგიული ცხოვრებით უფრო იოლად გაუმკლავდებით პრობლემებს და ცხოვრებასაც სხვა თვალით შეხედავთ.

თუ ზამთარში გიჭირთ გათბობა, დააკვირდით, რას ჭამთ. ზოგი პროდუქტი ამაღლებს სიცივისადმი მგრძნობელობას. თაფლი, მურაბა, ციტრუსები – ეს ის პროდუქტებია, რომელთა მირთმევა საუზმეზე ზამთარში სასურველი არ არის. უმჯობესია, დილით მიირთვათ კვერცხი ან შვრიის ფაფა, რათა შემდეგ თამამად გახვიდეთ ქუჩაში და არ შეგცივდეთ.

სასურველია, მეტი ყურადღება მიაქციოთ ხელების მოვლას. ვირუსი, შესაძლოა, გადაგვედოს არა მარტო ჰაერწვეთოვანი გზით, არამედ ხელებითაც, ამიტომ, ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებით აუცილებელია ვირუსის გავრცელების დროს. არ გახვიდეთ გარეთ ხელთათმანების გარეშე.

გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ელემენტარული წესი, რათა სუსხიან პერიოდში ადვილად გაუმკლავდეთ ნებისმიერ შესაძლო უსიამოვნებას.


скачать dle 11.3