კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ მალე არ დავთვრეთ და როგორ ავიცილოთ ნაბახუსევის სინდრომი


ამბობენ, დილაობით არ სტკივა თავი მას, ვინც ცოტა კი არ დალია, არამედ მას, ვინც სწორად დალიაო. თუ სუფრასთან თქვენმა შეხვედრამ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან ან თანამშრომლებთან დიდხანს გასტანა და ორგანიზმმაც გადატვირთვა მიიღო ალკოჰოლისგან, მეორე დილით შესაძლებელია, „პახმელიის“ ანუ ნაბახუსევის სინდრომმა შეგაწუხოთ.

თუ როგორ ავიცილოთ დალევის შემდეგ ნაბახუსევის სინდრომი, რა გავითვალისწინოთ სუფრასთან დაჯდომამდე და მას შემდეგ, როგორ ვუშველოთ თავს არასასურველი შედეგებისგან, ამ თემებთან დაკავშირებით, კომენტარი და რჩევები ვთხოვეთ ალკოჰოლური სასმელების ექსპერტს, ბატონ ბონდო კალანდაძეს.


– რა არის „პახმელია“, როგორ უნდა გამოვიდეთ ნაბახუსევიდან და რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ნაკლებად მტკივნეულად გადავლახოთ ის?

– ზომიერად სასმელის მიღება ბევრს არ შეუძლია, ამიტომ, ადრე თუ გვიან, ყველა მსმელს ემართება „პახმელია“. სასმელის მომხმარებელთა უმეტესობა იტანჯება „პახმელიის“ სინდრომით. ამიტომ ისინი სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ, გამოვიდნენ ამ უხერხული და არასასიამოვნო სიტუაციიდან. უმეტესობა, „პახმელიიდან“ გამოსასვლელად იყენებს ლუდს ან არაყს, ზოგი ბორჯომით, კიტრის მწნილის წვენით ან ცხელი ხაშით ახერხებს ამას. ზოგი თავის ტკივილს უჩივის და ასპირინს ან სხვა სამედიცინო პრეპარატს სვამს. ყველასთვის ცნობილია, რომ „პახმელია ემართება მას, ვინც წინა დღით არასწორად მოიხმარა ალკოჰოლი და ნორმას გადაამეტა. ეს კი კონკრეტული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ალკოჰოლის მიღების საშუალო, საორიენტაციო დოზა ცნობილია, კერძოდ, ის უდრის ერთ გრამ ეთილის სპირტს კილოგრამ წონაზე. მოზრდილი მამაკაცისთვის, რომლის წონაა 80 კილოგრამი, ეს ზღვარი 100 მილილიტრი აბსოლუტური ალკოჰოლის რაოდენობაა, რასაც შეიცავს 250 მილილიტრი არაყი. ეს ზღვარი ალკოჰოლს ნიშნავს, ეთილის სპირტის იმ რაოდენობას, რომელიც შეუძლია ბოლომდე გადაამუშავოს ღვიძლის ფერმენტებმა. როცა ზედმეტი რაოდენობით ალკოჰოლი ხვდება ორგანიზმში, მაშინ მუშაობას იწყებს სხვა სისტემა ფერმენტებისა, რომლებიც ეთილის სპირტს გადაამუშავებენ, მაგრამ, ამ დროს წარმოშობილი ძმარმჟავა ალდეჰიდი, გროვდება და ღვიძლიდან სისხლის საშუალებით, მთელ ორგანიზმს გადაეცემა, რაც ორგანიზმისა და ქსოვილების მოწამვლას იწვევს. ზუსტად ეს ალდეჰიდი გახლავთ „პახმელიის“ მიზეზი. ექიმები „პახმელიას“ ძმარმჟავა ალდეჰიდებით მოწამვლას უწოდებენ. დაიმახსოვრეთ, არ ეცადოთ, დილით ნაბახუსევზე ლუდით ან არყით გამოსვლას. ამ დროს გამოსვლის მაგიერ ისევ თვრებით და უბრუნდებით პირვანდელ მდგომარეობას. ეცადეთ, ნაკლები იმოძრაოთ, შეეცადეთ დაიძინოთ და „პახმელიის“ ცოდვები ძილში გამოიყვანოთ (იცინის). ამ დროს ძილი საუკეთესო წამალია. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ეცადეთ გამოიყენოთ ის ხერხები, რაც თქვენ მიგაჩნიათ სწორად და ხშირად მოუტანია სიკეთე. ძველი, მამაპაპური წესია კიტრის მწნილის წვენის მიღება, რომელიც სასიამოვნო დასალევია და ამავე დროს ხელს უწყობს მოაწესრიგოს წყლისა და მარილების დისბალანსი ორგანიზმში. ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ცხელი სუპებისა და კერძების მიღება, მაგალითად, თათარიახლი, ხაში, მჟაუნისა და მაწვნის სუპი. ესენიც ძალიან კარგია პახმელიის დროს. ასევე, რეკომენდებულია ცივი კომპოტებისა და წვენების მიღება, რადგან მათში არსებული ფრუქტოზა, საქაროზა და გლუკოზა ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას და წესრიგში მოჰყავს ორგანიზმში მჟავიანობის დონე. ამ პრინციპით, საუკეთესოა ვაშლისა და ბროწეულის წვენი. ზოგის აზრით, „პახმელიის“ მოსახსნელად კარგია ნახევარ ლიტრ ცხელ ჩაიში გახსნილი 8 ჩაის კოვზი თაფლისა და ერთი ლიმონის წვენის ნაზავი. ხოლო რძისა და მაწვნის სიკეთე ამ დროს ბევრს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ისინი შეიცავენ ცილებს, რომლებიც ანეიტრალებენ ორგანიზმში დაგროვილ ტოქსიკურ ნივთიერებებს, მათ შორის, ძმარმჟავა ალდეჰიდს.

– ზოგი „პახმელიასთან“ საბრძოლველად მაგარ ჩაის და ყავას სვამს. ეს თუ არის სასარგებლო ამ დროს?

– მინდა, გითხრათ, რომ საჭიროა თავი შეიკავოთ ზოგიერთი პოპულარული ჩვევისგან, რომელიც ვითომ „პახმელიის“ მოხსნას უწყობს ხელს. ამიტომ, არ მიიღოთ მაგარი ჩაი და ყავა, რადგან ის გულზე ამაჩქარებლად მოქმედებს და შესაძლოა, სავალალო შედეგით დამთავრდეს. ასევე, მოერიდეთ, ცხელი აბაზანის მიღებას, რადგან ორთქლი და მაღალი ტემპერატურა თავბრუსხვევას და გულის წასვლას იწვევს.

– რა მოვიმოქმედოთ, რომ სუფრასთან არ მოჰყვეს უარყოფითი ეფექტი და თუ არსებობს რაიმე წესები, რომელიც სუფრამდე უნდა გავითვალისწინოთ?

– თუ წინასწარ იცით, რომ სუფრასთან მოგიწევთ დალევა და ქეიფი დიდხანს გასტანს, რეკომენდებულია, 2-3 საათით ადრე მიიღოთ 50 გრამი არაყი, რათა ორგანიზმი წინასწარ შეეგუოს იმ დატვირთვას, რომელსაც შემდგომ მიიღებს. დალევის წინ თუ შეგიძლიათ, მიირთვით ცხიმიანი კერძები ან თოხლო კვერცხი, რაც ხელს შეუშლის ალკოჰოლის სწრაფ შეწოვას ორგანიზმის მიერ. სუფრასთან დაჯდომის წინ მიირთვით ფინჯანი ჩაი პიტნით ან ლიმონით. სუფრასთან მიირთვით მხოლოდ ერთი სახის სასმელი, სხვადასხვა სასმელს ნუ აურევთ. თუ ვერ აცდით ამ პროცესს, მაშინ ეცადეთ, დაიცვათ თანმიმდევრობა. სასმელის მიღება ალკოჰოლის სიმაგრის მატებასთან ერთად უნდა მიმდინარეობდეს. არასდროს დაიწყოთ სუფრა ტკბილი, სადესერტო, შამპანური-ღვინოებით და კონიაკით. შესაძლოა, მაგარ ალკოჰოლთან ერთად მცირე დოზით მიირთვათ ლიქიორი, ვერმუტი... აუცილებლად, ყოველი ულუფა სასმელის მიღების შემდეგ დააყოლოთ პური, კარტოფილი, მჟავე კომბოსტო – ესენი ანეიტრალებენ ალკოჰოლის მოქმედებას. მოდაშია მაგარი სასმელების გაზავება ლიმონათით, „კოკა-კოლით“, ტონიკებით. დაიმახსოვრეთ, რომ ნახშირმჟავა აირის მიღება ხელს უწყობს ალკოჰოლის სწრაფ შეწოვას და აჩქარებს სიმთვრალეს. თუ ატყობთ, რომ ზომაზე მეტი დალიეთ, არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ გარეთ სიცივეში, რადგან სიმთვრალე კიდევ უფრო მოგეკიდებათ. სმის დროს, რაც შეიძლება ნაკლები მოწიეთ, რადგან ნიკოტინი ორჯერ მეტად აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას.

– სუფრიდან ადგომის შემდეგ როგორ მოვიქცეთ?

– სუფრის დამთავრების შემდეგ სასურველია, მიიღოთ მაგარი ჩაი პიტნით ან ლიმონით და ყავა ლიმონით. გამოსაფხიზლებლად კი რეკომენდებულია, ერთ ჭიქა ცივ წყალში ჩააწვეთოთ 20 წვეთი პიტნის ნაყენი ან ჭიქა ცივ წყალზე 2 წვეთი ნიშადურის სპირტი და დალიოთ. გულისრევის შეგრძნების შემთხვევაში, უნდა მიირთვათ ფინჯანი ცხელი ყავა მარილით. თუ მთვრალ ადამიანს გული მისდის, რეკომენდებულია, სწრაფი მოძრაობით დაუზილოთ ყურები. ამით სისხლის მოქმედებას შეუწყობთ ხელს და ის მალევე მოვა გონს. ზედმეტი ჭიქის მიღების შემდეგ ადამიანი ცუდ ხასიათზეა, თავდაპირველად საგრძნობლად უქვეითდება შაქრის შემცველობა სისხლში, იწყება გულისრევა, თავბრუსხვევა, ენის დაბმა... დილით კი ენის სიმშრალე და წყურვილის შეგრძნება პახმელიის პირველი ნიშანია. გაზიანი სასმელები უფრო სწრაფად აღწევს სისხლში, ამიტომ შამპანურით უფრო მალე დათვრებით, ვიდრე ღვინით. დილით, როგორც კი გაახელთ თვალს, ეცადეთ, დალიოთ წყალი, რომ აღიდგინოთ წინა დღეს დაკარგული სითხის რაოდენობა, რადგან ალკოჰოლი ერთგვარი შარდმდენიცაა. მისაღებია ასევე, ბანანი, წყალში ხსნადი C ვიტამინი, გასეირნება სუფთა ჰაერზე. როგორც გითხარით, დილით პახმელიაზე დაუშვებელია ლუდის, ყავის, ალკოჰოლური სასმელების სმა, რადგან დაგიფრთხობთ ძილს და პახმელიასაც არ მოგიხსნით.


скачать dle 11.3